აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვიტამინი E 400სე 50 კაფსულა სოლგარი - Solgar

#48467_2153
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSolgar / სოლგარი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა50 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაvit.E
დოზა400UI
მოკლე აღწერა

ჩვენება: E ვიტამინი  უნივერსალური ბუნებრივი ანტიოქსიდანტი.

61.80₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ვიტამინი E 400სე 50 კაფსულა სოლგარი - Solgar

E ვიტამინი  უნივერსალური ბუნებრივი ანტიოქსიდანტი

E ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში.  ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების ხარჯზე იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას. E ვიტამინი ამცირებს კაპილარების განვლადობას და მათი კედლების სიმყიფეს. ასტიმულირებს ცილების, ჰემოგლობინის, მიოგლობინის, კოენზიმ Q10-ის სინთეზს.  აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. E ვიტამინი ნაწილობრივ აკოპენსირებს ესტროგენულ დეფიციტს, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას. ხელს  უშლის  კანის დაბერების პროცესს. აფერხებს თრომბების და ქოლესტერინული ფოლაქების  წარმოქმნას და  უზრუნველყოფს მათ გაწოვას. 

რატომ სოლგარის E ვიტამინი ?

· სოლგარის მიერ სპეციალურად შექმნილი სრულყოფილი E ვიტამინის  ფორმულა ( d-ალფა ტოკოფეროლი, d-ბეტა, d-დელტა და d-გამა  ტოკოფეროლები) ბუნებრივი უნივერსალური ანტიოქსიდანტია

· სოლგარის E ვიტამინის ზეთოვანი კაფსულები უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ შეწოვას და ათვისებას ორგანიზმის მიერ 

· მიიღება მხოლოდ 1 კაფსულა დღეში

 გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):

გინეკოლოგია

· მონაწილეობს ქალის სასქესო უჯრედების სინთეზში

· უზრუნველყოფს  ნაყოფის ჩასახვასა და ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას

· განაპირობებს საკვერცხეების და პლაცენტის ნორმალურ ფუნქციონირებას

· ახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას 

· გამოიყენება ჰისტერექტომიისა და ოვარიექტომიის შემდგომ მკურნალობაში, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიისას, კლიმაქსის სიმპტომურ მკურნალობაში, ენდომეტრიოზის, დისმენორეის დროს და სარძევე ჯირკვლების ფუნქციური მდგომარეობის აღსადგენად (ფიბროზულ–კისტოზური მასტოპათია)

ანდროლოგია

· იცავს ტესტოსტერონის მოლეკულებს დაზიანებისაგან

· აუმჯობესებს ჰორმონალურ ფონს

· ააქტიურებს  სისხლის მიმოქცევის პროცესს, რაც უზრუნველყოფს სქესობრივი ფუნქციის გაუმჯობესებას

· დადებით გავლენას ახდენს მამაკაცის ფერტილობასა  და სპერმატოგენეზზე

დერმატოლოგია

· წითელი მგლურა

· ბეჭდისებრი გრანულომა

· სკლეროდერმია და სკლეროდაქტილია

· ქრონიკული ატროფიული აკროდერმატიტი

· ატროფიული და სკლეროტული წითელი ბრტყელი ლიქენი

· ელასტიური ფსევდოქსანტომა

· დერმატოსკლეროზი

· დერმატომიოზიტი

· კანის წყლულოვანი დაავადებები

· კანის ატროფიული პროცესები

E ვიტამინი  კანის სილამაზის და ახალგაზრდობის შეუცვლელი კომპონენტი

· ახდენს კანის უჯრედების კვებას და სწრაფ რეგენერაციას, რითაც განპირობებულია გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი 

· იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან

· კვებავს და ატენიანებს  მშრალი ტიპის კანს

შემადგენლობა:  

E  ვიტამინი 400 სე 1333% ( d-ალფა,

d-ბეტა, d-დელტა და d-გამა  ტოკოფეროლები)

არ შეიცავს:  წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, გემოს ხელოვნურ დამატკბობელს. 

დოზირება:

გამოიყენება 1 კაფსულა  დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.

გამოშვების ფორმა: 50 ჟელატინისებური კაფსულა.

მწარმოებელი: სოლგარი, აშშ. 

ასევე, იხილეთ: ვიტამინ E - Vitamin E 400სე 30 კაფსულა