აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დეტოქს ფორმულა 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#87544_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაherbal combination drug
მოკლე აღწერა

გამოიყენება პარაზიტული დაავადებების, ჭიებით და პროტოზოებით ინვაზიის დროს.

59.17₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დეტოქს ფორმულა 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

მცენარეული კომპლექსი კუჭ-ნაწლავის დეტოქსიკაციისთვის, ანტიპარაზიტული, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით

ამვილაბის  დეტოქს ფორმულა წარმოადგენს კომბინირებული მოქმედების მცენარეულ საკვებ დანამატს, რომელიც წმენდს ორგანიზმს პარაზიტების და მავნე მიკროორგანიზმებისგან. მასში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ ანტიჰელმინთური, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და პრებიოტიკური თვისებები. აღნიშნული ფიტოკომპლექსი უზრუნველყოფს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას მავნე პარაზიტების და მიკროორგანიზმებისგან, ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას.

გოგრის თესლის ექსტრაქტი - ნაწლავის პარაზიტებთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა, მას აქვს  ანტიჰელმინთური, დეტოქსიკაციური და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება.

შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი -  ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრას და შარდის ბუშტში, ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიას უროეპითელურ უჯრედებზე, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული (განსაკუთრებით E.coli-ის მიმართ) და ანტიოქსიდანტური მოქმედება. შტოშის ექსტრაქტი ამცირებს სხვადასხვა ინფექციების და ცისტიტის განვითარების რისკს.   

ნივრის ბოლქვის ექსტრაქტი - აქვს ანტიპარაზიტული, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ნივრის ექსტრაქტი ანტიოქსიდანტური მოქმედების შედეგად იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. 

შავი კაკლის თესლის ფხვნილი - ხასიათდება სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტული, იმუნომასტიმულირებელი თვისებებით.  

ვაშლის პექტინი - შეიცავს ხსნად ბოჭკოებს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას და აქვს დეტოქსიკაციური თვისებები.

პაპაიას ხილის  ექსტრაქტი - შეიცავს ფერმენტ პაპაინს, რომელიც მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში.

ჭიანჭველას ხის ქერქის ექსტრაქტი - გამოირჩევა სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით.

აბზინდას ექსტრაქტი - აქვს ანტიჰელმინთური მოქმედება, განსაკუთრებით ეფექტურია ლამბლიოზის სამკურნალოდ,ხელს უშლის ანთებით პროცესებს ნაწლავებში, ამცირებს მუცლის ტკივილს და სპაზმს.

ორეგანოს ყურძნის ფესვის ექსტრაქტი, ოქროსფერი ფესვი და ექინაცეას ფესვის ექსტრაქტი - აქვთ ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური მოქმედება და აძლიერებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

· პარაზიტული დაავადებები 

· ჭიებით და პროტოზოებით ინვაზია (ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ლამბლიოზი, ამებიაზი)

· საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში

· დისკომფორტი მუცლის არეში: დისპეფსიური მოვლენები, მეტეორიზმი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დისბაქტერიოზი, ყაბზობა 

· ორგანიზმის დეტოქსიკაცია

· მადის დაქვეითება

შემადგენლობა

2 კაფსულა შეიცავს: თუთიის გლიცინატი - 10 მგ. დაპატენტებული ნაზავი - 1475 მგ, რომლის შემადგენლობაში შედის: გოგრის თესლის ფხვნილი, შტოშის ექსტრაქტი, ნივრის ბოლქვის ექსტრაქტი, შავი კაკლის ქერქის ფხვნილი, ვაშლის პექტინის ფხვნილი, სტაფილოს ფხვნილი, პაპაიას ნაყოფის ფხვნილი, ჭიანჭველას ხის ქერქის ექსტრაქტი, ბარისპირას ფხვნილი, ორეგანოს ფხვნილი, კაკლის ხის ქერქის ფხვნილი, მიხაკის თესლის ფხვნილი, აბზინდას ფხვნილი, მოცვის ნაყოფის ექსტრაქტი, ძირყვითელას ფესვის ექსტრაქტი, ექინაცეას (ანგუსტიფოლია) ფესვის ფხვნილი.

დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი (ცხოველური), ბრინჯის ფქვილი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა.

დოზირება

2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს 10 დღის განმავლობაში, სასურველია კურსის გამეორება 2-3 კვირის შემდეგ.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.