აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კოლილაქსი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#89892_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა

ყაბზობა, შებერილობა, წონის კლების პროგრამა, ორგანიზმის დეტოქსიკაცია.

48.06₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კოლილაქსი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

ნაწლავების გაწმენდა, დეტოქსიკაცია

კოლილაქსი ნაწლავების გამწმენდი საშუალება,  რომელიც შეიცავს მცენარეულ ნაკრებს და პრობიოტიკ  Lactobacillus Acidophilus კუჭ-ნაწლავის ფუნქციის გასაუმჯობესებლად. კოლილაქსი ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის  ფუნქციონირებას, აფერხებს და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას, ახდენს ნაწლავის პერისტალტიკის  ნორმალიზაციას და უზრუნველყოფს  რეგულარულ დეფეკაციას, გააჩნია მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. 

ფსილიუმის  ბოჭკოები - ხსნადი ბოჭკოს წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, უზრუნველყოფს ნაწლავების გაწმენდას და დეტოქსიკაციას. ფსილიუმი იკავებს წყალს ნაწლავებიდან, რის შედეგადაც ხდება მისი გაჯირჯვება და რეგულირდება ნაწლავების პერისტალტიკა, ასევე ხელს უწყობს წონაში კლების პროცესს.

ბენტონიტის ფხვნილი - მაღალი ადსორბციის უნარით გამოირჩევა და ძლიერი დეტოქსიკანტია, რომელიც ახდენს  კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სხვადასხვა ეგზო და ენდოგენური ტოქსიკური ნივთიერებების, ნაწლავშიდა აირების, მძიმე მეტალის მარილების, ალკალოიდების, გლიკოზიდების, ბაქტერიების, ვირუსების და მათი ტოქსინების, ნაღვლის მჟავების, კვებითი და ბაქტერიული ალერგენების, წამლისმიერი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების ადსორბციას და კუჭ-ნაწლავიდან მათ გამოდევნას,  ამცირებს  სიმძიმის შეგრძნებას, შებერილობას და დისკომფორტს მუცლის არეში. არ ახდენს ორგანიზმისთვის საჭირო ელექტროლიტების და ვიტამინების ადსორბციას.  

შავი კაკლის ქერქის ფხვნილი - მას მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია, როგორიცაა ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, იგი აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ნაწლავებიდან, გააჩნია ანთიჰელმინთური და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

ქლიავის ჩირის ფხვნილი - გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ნაწლავების პერისტალტიკას.

ალოე ვერას ფხვნილი-  მასში შემავალ პოლისაქარიდებს გააჩნია ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების უკეთესად შეწოვას და ტოქსინების გამოდევნას ნაწლავებიდან, ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებას, გააჩნია გულისრევის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის პათოლოგიებით.

შვრიის ქერქის ბოჭკოები (ქატო) - ახდენს ნაწლავების დეტოქსიკაციას, აუმჯობესებს პერისტალტიკას, ქმნის სწრაფად დანაყრების შეგრძნებას და ხელს უწყობს წონაში კლებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, იგი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და სხვადასხვა მინერალებით.

სელის თესლის ფხვნილი - შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ბოჭკოს, ხელს უწყობს  ნაწლავებიდან ტოქსინების გამოდევნას, აღადგენს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს კუჭის წყლულისა და გასტრიტის დროს.

ვაშლის პექტინის ფხვნილი - შეიცავს ხსნად ბოჭკოებს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას და აქვს  დეტოქსიკაციური თვისებები.

Lactobacillus Acidophilus, ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აფერხებს და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას. 

გლუკომანანი - მცენარე კონჟაკის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებაა, რომელიც არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, აფერხებს ცხიმების შეწოვას, წმენდს ნაწლავებს შლაკების და ტოქსინებისგან, გააჩნია მსუბუქი საფაღარათო მოქმედება, ამცირებს ტკბილზე მოთხოვნილებას, აჩქარებს ცხიმების წვის პროცესს.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

ყაბზობა, შებერილობა, წონის კლების პროგრამა, ორგანიზმის დეტოქსიკაცია 

შემადგენლობა:

3 კაფსულა შეიცავს: მცენარეული ნაზავი - 2250 მგ, რომლის შემადგენლობაში შედის ფსილიუმის ბოჭკოები, შვრიის ქერქის ბოჭკოები (ქატო), სელის თესლის ფხვნილი, შავი ქლიავის ფხვნილი, ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტი ( 200:1), Lactobacillus Acidophilus (ლაქტობაქტერიები), ვაშლის პექტინის ფხვნილი, შავი კაკლის ქერქის ფხვნილი, გლუკომანანის ფხვნილი, ბენტონიტის ფხვნილი.  

დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი (ცხოველური), მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ბრინჯის ფქვილი.

დოზირება:

მიიღება როგორც საკვები დანამატი 3 კაფსულა დღეში 200 მლ წყალთან ერთად. 

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზირებას.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

უკუჩვენება:

დიარეა, რექტალური სისხლდენა, გაუვალობა. არ გამოიყენება საფაღარათო საშუალებებთან ერთად, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში.

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა. 

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.