აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

გლუკოზამინი 1550 40 კაფსულა დოპელჰერცი - Doppelherz

#87464_651
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDoppelherz / დოპელჰერცი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაglucosamine
მოკლე აღწერა

ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად!

47.30₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დოპელჰერცი აქტივი გლუკოზამინი 1550

ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად!

დოპელჰერცი/აქტივი გლუკოზამინი 1550 საკვები დანამატია ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად.

გლუკოზამინის და ქონდროიტინის სულფატი გამოიყენება სახსრებისა და მოძრაობის ფუნქციის მხარდასაჭერად.

ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს სახსრის შიდა ზედაპირის დატენიანებას, რაც მნიშვნელოვანია კომფორტისა და მოძრაობის შენარჩუნებისთვის.

კოლაგენის ჰიდროლიზატი წარმოადგენს სტრუქტურულ ცილას, რომელიც მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილების, მათ შორის ხრტილისა და სახსრების ბუნებრივი სტრუქტურის შენარჩუნებაში.

მეთილსულფონილმეთანი (MSM) გოგირდის შემცველი ორგანული ნაერთია, რომელიც წარმოადგენს კოლაგენის ბოჭკოების სტრუქტურის ბუნებრივ კომპონენტს.

ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, რაც აუცილებელია ხრტილისა და ძვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ვიტამინი D და K ხელს უწყობენ ძვლების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.

იხილეთ ბლოგი: რა არის ოსტეოქონდროზი და რა უნდა ვიცოდეთ მასზე?

შემადგენლობა: 

ორი კაფსულა შეიცავს: ვიტამინი C - 80 მგ, ვიტამინი D - 10 მკგ, ვიტამინი K - 40 მკგ, ქონდროიტინის სულფატი - 80 მგ, კოლაგენის ჰიდროლიზატი - 150 მგ, გლუკოზამინის სულფატი / კალიუმის ქლორიდი - 1550 მგ, MSM - 100 მგ, ორგანული გოგირდი - 34 მგ, ჰიალურონი - 7,5 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები:

გლუკოზამინის სულფატი, კალიუმის ქლორიდი მიღებულია ზღვის პროდუქტებისგან (კრევეტები), ჟელატინი (ცხოველური) კოლაგენის ჰიდროლიზატი, მეთილსულფონილმეთანი, ვიტამინი C, ქონდროიტინის სულფატი (ცხოველური), შეწებების საწინააღმდეგო საშუალება, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, საღებავი, რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები, ვიტამინი D, ვიტამინი K.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 2 კაფსულა დღეში სითხესთან ერთად, არ დაღეჭოთ.

გაფრთხილება: 

·არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

·არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

·საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა:

№40 კაფსულა.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ :Solgar - სოლგარი ქონდროიტინ გლუკოზამინი 60 ტაბლეტი