| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Forte Pharma - ფორტე ფარმა |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | vitamin D3 |
ვიტამინი D ლიპოსომური 30 კაფსულა ფორტე ფარმა - Forte Pharma
იმუნური სისტემისა და ძვლების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად!
ფორტე ფარმა ვიტამინი D3 2000 სე ლიპოსომური ტექნოლოგიით შექმნილი საკვები დანამატია, რომელიც წარმოადგენს ორგანიზმისთვის აქტიური ნივთიერებების მიწოდების თანამედროვე ფორმას.
ლიპოსომური ტექნოლოგია გულისხმობს აქტიური ნივთიერების - ვიტამინი D3-ის - მოთავსებას სპეციალურ მიკროსკოპულ ლიპიდურ სტრუქტურებში, ლიპოსომებში, რომელთა გარსი შედგება ფოსფოლიპიდებისგან - ნივთიერებებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის უჯრედული მემბრანების ერთ-ერთ ძირითად სტრუქტურულ კომპონენტს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მათი მთლიანობისა და ფუნქციონირების შენარჩუნებაში.
ლიპოსომური ტექნოლოგია შექმნილია აქტიური ნივთიერების სტაბილურობისა და ორგანიზმის მიერ მისი ათვისების მხარდასაჭერად. ლიპიდური სტრუქტურა მიზნად ისახავს ვიტამინი D3-ის დაცვას საჭმლის მომნელებელ სისტემაში და მისი შეწოვის პროცესის ოპტიმიზაციას.
ვიტამინი D ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციაში და აუცილებელია ძვლების, კბილების, კუნთებისა და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
D ვიტამინი ორგანიზმში ძირითადად მზის სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება, თუმცა მისი მიღება შესაძლებელია საკვებიდანაც. მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედების, სეზონური ცვლილებებისა და კვების თავისებურებების გამო, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი დამატებით მიღება.
დღიური დოზა 1 კაფსულა შეიცავს: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 50 მკგ (2000 სე), რაც შეადგენს დღიური რეფერენტული რაოდენობის 1000%-ს. ლიპოსომური კომპლექსი - 173,9 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები:
მალტოდექსტრინი, ემულგატორები (გლიცეროლი, მზესუმზირის ლეციტინი), კაფსულის გარსი ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ანტიშემკვრელი აგენტები (კალციუმის ფოსფატები, მაგნიუმის კარბონატი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები).
მიიღება 10 წლიდან 1 კაფსულა დღეში, სასურველია დილით კვების დროს, ან შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყლის (200 მლ) მიყოლებით.
პროდუქტის მახასიათებლები: შეიცავს ლიპოსომური ფორმის ვიტამინ D3-ს, მცენარეული წარმოშობის კაფსულაში.
არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას, საღებავებს, კონსერვანტებსა და დამატკბობლებს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ვიტამინი D-ს შემცველ სხვა პროდუქტებთან ერთდროული მიღებისას გაითვალისწინეთ ჯამური დღიური დოზა.
ორსულობის, ძუძუთი კვების პერიოდში ან მედიკამენტების მიღებისას გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: Laboratoires Forté Pharma, მონაკო.