| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | PiLeJe - პილეჟე |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | vitamin D3 |
D3 ბიენი სპრეი 1000სე პილეჟე - Pileje
ძვლების, კუნთების და იმუნური სისტემის მხარდასაჭერად!
ვიტამინი D3 ბიენი სპრეი 1000 სე მცენარეული წარმოშობის D3 ვიტამინის (ქოლეკალციფეროლი) შემცველი საკვები დანამატია სუბლინგვალური სპრეის ფორმით. D3 ვიტამინი მიიღება მცენარე ირმის ხავსისგან. პროდუქტი ასევე შეიცავს ცივი დაწურვის მეთოდით მიღებულ ორგანულ რაფსის ზეთს.
ვიტამინი D3 ხელს უწყობს:
• იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
• ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას
• კუნთების ფუნქციის მხარდაჭერას
• კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას და ათვისებას
• სისხლში კალციუმის სათანადო დონის შენარჩუნებას
• D3 ვიტამინის არასაკმარისი მიღების ან დეფიციტის დროს
• ზრდის პერიოდში
• ხანდაზმულ ასაკში
• ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (ექიმის რეკომენდაციით)
• მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედებისას
• არაბალანსირებული ან არასრულფასოვანი კვების დროს
საკვები დანამატის სპრეის ერთი შესხურება შეიცავს: მცენარეული წარმოშობის ვიტამინ D3 - 1000 სე (25 მკგ), ცივი დაწურვის მეთოდით მიღებული ორგანული რაფსის ზეთი - 136 მგ.
არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, ტიტანის დიოქსიდს, საღებავებს, კონსერვანტებს. არის ვეგანური და ვეგეტარიანული.
3-დან 10 წლამდე 1 შესხურება დღეში; 10 წლიდან 1-2 შესხურება დღეში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.საკვები დანამატი არ გამოიყენება სრულფასოვანი და დაბალანსებული კვების შემცვლელად. მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: სუბლინგვალური სპრეი 20 მლ (დაახლოებით 133 შესხურება).
მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე, საფრანგეთი.
PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.
PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.