PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან გვთავაზობს ევროპული გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს. 1996 წელს მსოფლიოს უკვე 100-ზე მეტი წამყვანი ფარმაცევტული მწარმოებლის მაღალი ხარისხის მედიკამენტის დისტრიბუტორი გახდა. ყოველწლიურად აფართოებს ასორტიმენტს მსოფლიო მედიცინის მიღწევების კვლადაკვალ, რითაც საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს ხდის გარანტირებული ხარისხის თანამედროვე მედიკამენტების და პარაფარმავეცტული პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს.
PSP საქართველოს მოსახლეობისთვის პროდუქციის და სერვისის ხარისხის განატია.
ყოველთვიურად 2 მილიონი მომხმარებელი ირჩევს PSP-ს თავის “ოჯახის აფთიაქად”.
PSP 300-ზე მეტი აფთიაქით არის წარმოდგენილი და მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა კუთხესა და თბილისის უბანს. ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს მხოლოდ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს, ჰიგიენის, კოსმეტიკის, დედათა და ბავშვთა მოვლის, კვების და ა.შ. პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად.
PSP-ს სააფთიაქო ქსელი გამოირჩევა კვალიფიციური ფარმაცევტებისა და კოსმეტიკის კონსულტანტების მომსახურებით. თითოეულ თანამშრომელს პროფესიული და კარიერული წინსვლისთვის საუკეთესო პირობები აქვს შექმნილი. PSP-ში 2006 წლიდან დაარსდა აკადემია, სადაც საკუთარი და მოწვეული ტრენერების მიერ შემუშავებული პროგრამებით მუდმივად ხელს უწყობს პროფერიული დონის ამაღლებას.
აღსაღნიშნავია, რომ PSP იყო პირველი კომპანია, რომელმაც 2006 წელს მომსახურების სტანდარტი შეიმუშავა და დანერგა მთელს ქსელში; კომპანიაში სერვისის მონიტორინგის უწყვეტი პროცესი ხორციელდება, ახალ გამოწვევებთან ერთად სტანდარტი და შესაბამისად მომსახურების ხარისხი, იხვეწება.
PSP აფთიქის სრული ქსელი ყოველწლიურად გადის საკონტროლო აუდიტის ხარისხის მართვის სტანდარტებს, უცხოელი სპეციალისტების მიერ. PSP პირველი ფარმაცევტული ქსელია, რომელმაც წარმატებით გაიარა სასერთიფიკაციო აუდიტი, გერმანულმა სასერტიფიკაციო ორგანიზაციამ “TUV-Reinland/Berlin-Branderburg Group”-მა პსპ სააფთიაქო ქსელს მიანიჭა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის (International Organization for Standardization) სერთიფიკატი ISO 9001:2000.
ჩვენ ვართ კომპანია PSP
კომპანიის დანიშნულებაა:
ჯანსაღი საზოგადოება- ძლიერი ქვეყანა.
ჩვენი მთავარი საზრუნავი ჯანმრთელი საზოგადოებაა, რომლისთვისაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ვხდით ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის საუკეთესო საშუალებებს.
ჩვენი ძირითადი ფასეულობებია: