აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

(ლოიალობის პროგრამა „ჩემი ოჯახის ბარათი“)

შპს“პსპ ფარმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 202203123, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N 148) - შემდგომში „PSP“, „პსპ“, „კომპანია“ ან „დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი“,

 

· პატივს სცემს და აღიარებს პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს;

· კისრულობს პასუხისმგებლობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას განუხრელად დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა;

· აცნობიერებს რა, პერსონალური მონაცემების ფასეულობასა და მნიშვნელობას, კისრულობს ვალდებულებას მკაცრად დაიცვას მათი საიდუმლოება;

PSP გპირდებათ, რომ:

 

· უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვასა და უსაფრთხოებას;

· გამოიყენებს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ მართლზომიერად და კეთილსინდისიერად;

· ნებისმიერ დროს მიაწვდის მომხმარებელს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

 

1.პოლიტიკის მიზანი და მოქმედების სფერო

1.1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა (შემდგომში „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა“ ან „პოლიტიკა“) ვრცელდება ნებისმიერ მომხმარებელზე,რომელიც მონაწილეობს PSP-ს ლოიალობის პროგრამაში „ჩემი ოჯახის ბარათი“.

1.2. პოლიტიკის მიზანია მაქსიმალურად მარტივად, ნათლად და გასაგებას აღწეროს PSP-ს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი, მათ შორის, რა სახეობის პერსონალური მონაცემები მუშავდება და როგორ ხდება მათი შეგროვება, რა საფუძვლითა და მიზნით ხდება პერსონალური მონაცემების დამუშავება და ვისთან ხდება მათი გაზიარება, რა უფლებები და სამართლებრივი დაცვის მექანიზმები გააჩნია მომხმარებელს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, როგორ ხდება პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2.ტერმინთა განმარტება

პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პოლიტიკის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

 

2.1. PSP , პსპ, კომპანია ან დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი - შპს“პსპ ფარმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 202203123, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი: საქართველო. ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N 148), რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;

2.2. მომხმარებელი ან მონაცემთა სუბიექტი -ფიზიკური პირი,რომელიც სარგებლობს ან სარგებლობდა PSP-ს ლოიალობის პროგრამით „ჩემი ოჯახის ბარათი“ და რომლის პერსონალურ მონაცემებს ამ ლოალობის პროგრამის განხორციელების მიზნებისათვის ამუშავებს PSP;

2.3. პერსონალური მონაცემი ან მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად მომხმარებელს (ფიზიკურ პირს) უკავშირდება. მომხმარებელი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია შესაძლებელია მომხმარებლის იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

2.4. მონაცემთა დამუშავება - პერსონალურ მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;

2.5. თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები −დამუშავებისთვის პასუხისმგებელი ორი ან ორზე მეტი პირი, რომლებიც ერთობლივად განსაზღვრავენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს;

2.6. დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი −ფიზიკური პირი (გარდა PSP-ს დასაქმებულისა), იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს PSP-სათვის ან PSP-ს სახელით;

2.7. მონაცემთა მიმღები −ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელსაც მონაცემები გადაეცა, გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა;

2.8. პირდაპირი მარკეტინგი -მომხმარებლისათვისტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით, ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.

2.9. პროფაილინგი -პერსონალურმონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც გულისხმობს პერსონალური მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად, კერძოდ, იმ მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას, რომლებიც შეეხება ფიზიკური პირის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხს, მის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, პირად ინტერესებს, სანდოობას, ქცევას, ადგილსამყოფელს ან გადაადგილებას;

2.10. ლოიალობის პროგრამა -PSP-ს ლოიალობის პროგრამა „ჩემი ოჯახის ბარათი“, რომლის წესები და პირობები მოცემულია ბმულზე: https://card.psp.ge;

2.11. ლოიალობის ბარათი-PSP-ს ლოიალობის პროგრამის „ჩემი ოჯახის ბარათი“ წესებითა და პირობებით განსაზღვრული მუშაობის პრინციპისა და ფუნქციის მქონე ლოიალობის ბარათი, რომელიც რეგისტრირებულია მომხმარებლის სახელზე;

2.12. აფთიაქი - PSP-ს კუთვნილი ან/და სავაჭრო ნიშნის „PSP“/ “PSP” მქონე აფთიაქი/სავაჭრო ობიექტი;

2.13. სამუშაო დღეს -კალენდარული დღები, შაბათის, კვირისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებისა.

3.პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

 

PSP მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს ლოიალობის პროგრამის განხორციელების მიზნისათვის, კერძოდ:

 

3.1. ლოიალობის პროგრამაში მომხმარებლის ჩართვა/რეგისტრაცია;

3.2. მომხმარებელზე ლოიალობის ბარათის გაცემა და მის სახელზე აღრიცხვა რეგისტრაცია;

3.3. მომხმარებლის მიერ ლოიალობის ბარათზე ქულების (ღიმილების) დაგროვება;

3.4. ლოიალობის ბარათზე დაგროვებული ქულების (ღიმილების) სანაცვლოდ მომხმარებლისათვის საჩუქრის/ვაუჩერის გაცემა;

3.5. ლოიალობის პროგრამის აქციებითა ან/და ფასდაკლებით მომხმარებლის უზრუნველყოფა;

3.6. ლოიალობის პროგრამის სერვისების განხორციელება (მაგალითად, ლოიალობის ბარათის ადღგენა, გაერთიანება, სხვა პირზე გადაფორმება, ლოიალობის ბარათის მეშვეობით შესრულებული ტრანზაქციების/ქულების შესახებ ამონაწერის გაცემა და სხვა) და ამ მიზნით მომხმარებელთან კომუნიკაცია ზეპირი ან წერილობითი (ელექტრონული) ფორმით;

3.7. მომხმარებლის განცხადებების, რეკლამაციების, პრეტენზიების ან/და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა, მათ შორის, ამ მიზნით მომხმარებელთან კომუნიკაცია;

3.8. ლოიალობის პროგრამის ფარგლებში პერიოდულად, წამახალისებელ და სხვა გათამაშებაში მომხმარებლის მონაწილეობა (ბილეთების გაცემა) და (არსებობის შემთხვევაში)შესაბამისი პრიზების/საჩუქრების გაცემა;

3.9. მომხმარებელთა ვინაობის შემოწმება/ვერიფიცირება პერსონალურ მონაცემთა სიზუსტისა ან/და განახლების, ასევე, მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და ამ მიზნით მომხმარებელთან კომუნიკაცია ზეპირი ან წერილობითი (ელექტრონული) ფორმით;

3.10. ლოიალობის პროგრამისა და მისი სერვისების/პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით, მომხმარებლის კმაყოფილებისა და სხვა კვლევების განხორციელება და ამ მიზნით მომხმარებელთან კომუნიკაცია ზეპირი ან წერილობითი (ელექტრონული) ფორმით;

3.11. ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მომხმარებლისათვის საინტერესო სერვისების/პროდუქტების იდენტიფიცირება, განვითარება ან/და პერსონალიზირებული, მომხმარებლის ინტერესებსა და პრეფერენციებზე მორგებული შეთავაზებისთვის პერსონალურ მონაცემთა ანალიზი და მათი დაჯგუფება/სეგმენტაცია;

3.12. ლოიალობის პროგრამის განხორციელების მიზნით, PSP-ს მიერ რელევანტური სამართლებრივი რეგულაციების ჯეროვანი შესაბამისობის უზრუნველყოფა;

3.13. ლოიალობის პროგრამის განხორციელების მიზნით, PSP-ს მიერ კანონიერი მოვალეობებისა ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება.

4.პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველი და ფორმა

4.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას PSP ახორციელებს, როდესაც არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

4.1.1. მომხმარებელმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ პერსონალურ მონაცემთა ლოიალობის პროგრამის განხორციელების მიზნისათვის დამუშავებაზე;

4.1.2. პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია ლოიალობის პროგრამის განხორციელების მიზნისათვის მომხმარებელთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მომხმარებლის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

4.1.3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ლოიალობის პროგრამასთან ან/და მის სერვისებთან დაკავშირებით მომხმარებლის განცხადების განსახილველად (სერვისის გასაწევად);

4.1.4. პერსონალური მონაცემების დამუშავება საჭიროა PSP-ს მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

4.1.5. პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია PSP-ს ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მომხმარებლის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;

4.2. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ასევე შესაძლოა განხორციელდეს ერთი-ერთი შემდეგი საფუძვლით:

4.2.1. პერსონალური მონაცემების დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;

4.2.2. კანონის თანახმად, პერსონალური მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მომხმარებელმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;

4.2.3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად,მათ შორის, ეპიდემიის მონიტორინგის ან/და მისი გავრცელების აღკვეთის, ჰუმანიტარული კრიზისების, ბუნებრივი და ადამიანის მოქმედებით გამოწვეული კატასტროფების სამართავად;

4.2.4. პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;

4.2.5. პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის, მიზნებისთვის;

4.3. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ნახევრად ავტომატური საშუალებებით, რაშიც იგულისხმება, რომ PSP პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ავტომატური საშუალებების (მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით) და არაავტომატური საშუალებების (მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე) ერთობლივი გამოყენებით.

5.დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორიები და მოპოვების წყაროები

5.1. PSP ამუშავებს უშუალოდ მომხმარებლისაგან შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც მომხმარებელი ამჟღავნებს ლოიალობის პროგრამაში ჩართვის/რეგისტრაციის დროს ან შემდგომ პერიოდში (მაგალითად, აფთიაქში ვიზიტის ან PSP-სთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის დროს):

5.1.1. ნებისმიერი მონაცემი, რომლითაც ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება და მასთან კომუნიკაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, ასაკი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა მაიდენტიფიცირებელი/საკონტაქტო ინფორმაცია);

5.1.2. პერსონალური მონაცემები შეიძლება შეგროვდეს მომხმარებელთან კომუნიკაციისას, მათ შორის, სატელეფონო კავშირის, ელექტრონული ფოსტით მიმოწერის ან სხვა გზით, ლოიალობის პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდების შესახებ მისი მოთხოვნის განხილვისას;

5.1.3. მომხმარებლის განცხადებების, რეკლამაციების, პრეტენზიის ან/და საჩივრების განხილვის პროცესში;

5.1.4. მომხმარებლისაგან მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, შეფასებები,რომელიც უკავშირდება ლოიალობის პროგრამისა და მისი სერვისების/პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით კმაყოფილებისა და სხვა კვლევების განხორციელების პროცესში, PSP-ს მიერ დასმულ კითხვებზე მომხმარებლის მიერ გაცემულ პასუხებს, მათ შორის, ინფორმაციას მომსახურების ხარისხის, კმაყოფილებისა და მოთხოვნების თაობაზე;

5.2. პერსონალური მონაცემის მოწოდებამდე, PSP უზრუნველყოფს მომხმარებლის სათანადო ინფორმირებას არის თუ არა კონკრეტული პერსონალური მონაცემის PSP-სათვის მოწოდება სავალდებულო, თუ მხოლოდ ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს:

5.2.1. PSP აგროვებს და ამუშავებს მომხმარებლის ისეთი სახეობის პერსონალურ მონაცემებს, რომელთა მიწოდება სავალდებულოა და მათი მოწოდების გარეშე მომხმარებელი ვერ ჩაერთვება და ვერ ისარგებლებს ლოიალობის პროგრამით (მაგალითად, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი);

5.2.2. PSP აგროვებს და ამუშავებს მომხმარებლის ისეთის სახეობის პერსონალურ მონაცემებს, რომელთა მიწოდება არ არის სავალდებულო და მომხმარებელი ამჟღავნებს საკუთარი სურვილის შესაბამისად.

5.3.PSP-მ შეიძლება შეაგროვოს და დაამუშაოს მესამე პირებისაგან მიღებულიპერსონალური მონაცემები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულზე მომხმარებელს გაცემული აქვს თანხმობა.

5.4.PSP-მ შეიძლება შეაგროვოს და დაამუშაოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ასევე, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან (არსებობის შემთხვევაში).

5.5. მომხმარებლის მიერ ლოიალობის პროგრამით სარგებლობისას (მაგალითად, ლოიალობის ბარათზე ქულებს (ღიმილებს) დაგროვება, ლოიალობის პროგრამის სხვა სერვისებით სარგებლობა და სხვა) PSP ავტომატურად აგროვებს და ამუშავებს ლოიალობის ბარათით სარგებლობასთან დაკავშირებულ მონაცემებს (მაგალითად, ინფორმაცია ლოიალობის ბარათის მეშვეობით შესყიდული პროდუქტის, რაოდენობის, ფასის, შესყიდვის ადგილისა და დროის თაობაზე, ლოიალობის ბარათის ნომერი და გაცემის თარიღი, ლოიალობის ბარათზე დაგროვებული ქულათა (ღიმილი) რაოდენობა და სხვა).

5.6. მომხმარებლის პირად ინტერესებსა და პრეფერენციებზე მორგებული პერსონალიზირებული სერვისის/პროდუქტების იდენტიფიცირების მიზნით, მართზომიერად ხელმისაწვდომი და კანონიერად დამუშავებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემების (მაგალითად, ასაკი, სქესი, შესყიდული პროდუქტების კატეგორია, ბრენდები და სხვა) საფუძველზე, PSP პერიოდულად ახორციელებს მომხმარებელთა გარკვეული პიროვნული მახასიათებლებისა და ქცევის მაჩვენებლების თაობაზე ინფორმაციის დამუშავებას და სეგმენტაციას/დაჯგუფებას, ასევე, იყენებს პერსონალურ მონაცემებს მომხმარებელთა გარკვეული პიროვნული მახასიათებლების (მაგალითად, პირადი ინტერესები, ქცევა და ა.შ) შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირებისათვის.

5.7.იმ მომენტიდან როცა მომხმარებელი ხდება ლოიალობის პროგრამის მონაწილე, PSP ახორციელებს მომხმარებელთა შემდეგი კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას:

5.7.1. საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემი - ინფორმაცია, რომლითაც ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება და კომუნიკაცია (მაგალითად, სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, კოდური სიტყვა, პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, ასაკი და სხვა);

5.7.2. პირადი მახასიათებელი-ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მომხმარებლის სპეციფიკურ მახასიათებლებს/ნიშან-თვისებებს (მაგალითად, ასაკი, სქესი, დაბადების თარიღი და სხვა);

5.7.3. ქცევითი მონაცემი-ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მომხმარებლის მიერ PSP-ს სერვისებით/პროდუქტებით სარგებლობის ისტორიას;

5.7.4. საკომუნიკაციო მონაცემი-ინფორმაცია/ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება მომხმარებლის PSP-სთან კომუნიკაციას/აქტივობას (მაგალითად,საუბარი ცხელ ხაზზე სატელეფონო კავშირის მეშვეობით ან აფთიაქში ვიზიტის დროს);

5.7.5. დოკუმენტური მონაცემი - მატერიალური ან ელექტრონული ფორმის დოკუმენტები, სადაც ასახულია პერსონალური მონაცემები (მაგალითად, პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაბადების მოწმობა და სხვა);

5.7.6. შიდა იდენტიფიკატორი - ინფორმაცია ლოალობის ბარათის თაობაზე (მაგალითად, ლოალობის ბარათის ნომერი და გაცემის თარიღი);

5.7.7. ფინანსური მონაცემი-ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მომხმარებლის საბანკო ბარათით სარგებლობას და გადახდებს;

5.7.8. სახელშეკრულებო მონაცემი- ინფორმაცია PSP-მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული სერვისების/პროდუქტების შესახებ;

5.7.9. კვლევასთან დაკავშირებული მონაცემი-ინფორმაცია,მათ შორის, შეფასებები, რომელიც უკავშირდება ლოიალობის პროგრამისა და მისი სერვისების/პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით კმაყოფილებისა და სხვა კვლევების განხორციელების პროცესში, PSP-ს მიერ დასმულ კითხვეზე მომხმარებლის გაცემულ პასუხებს, მათ შორის, ინფორმაციას მომსახურების ხარისხის, კმაყოფილებისა და მოთხოვნების თაობაზე;

5.7.10. სეგმენტაციის მონაცემი- ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება მომხმარებლების სხვადასხვა სეგმენტებში ან ჯგუფებში გადასანაწილებლად, პროფაილინგისათვის (მაგალითად, მოხმარების ჩვევები, პირადი ინტერესები და სხვა).

6.პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა

6.1. პერსონალური მონაცემების შენახვა ხორციელდება ლოიალობის პროგრამაში მომხმარებლის მონაწილეობის/მომხმარებლის მიერ ლოიალობის ბარათის ფლობის ვადით და ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტიდან/ლოიალობის ბარათის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებიდან ან პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობის/უარის თქმის მომენტიდან, მომდევნო 3 წლის ვადით.

6.2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და თუ არსებობს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის აუცილებლობა, პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება ზემოთ მითითებული 3 წლიან ვადაზე უფრო ხანგძლივი, კონკრეტული მიზნების მიღწევისათვის საჭირო ვადით.

6.3. ზემოთ აღნიშნული მონაცემთა შენახვის ვადის გასვლის ან/და იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება პერსონალური მონაცემები, მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს სტატისტიკური/ანალიტიკური მიზნებისათვის, დეპერსონალიზებული ფორმით. აღნიშნული გულისხმობს მონაცემთა იმგვარ დამუშავებას, როდესაც შეუძლებელია მომხმარებელთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან/და დროს საჭიროებს.

7.პერსონალურ მონაცემთა გა დაცემა მესამე პირებზე

7.1. შესაბამისი კანონიერი საფუძვლისა და მიზნობრიობის არსებობისას, მომხმარებლის პერსონალურ მონაცემები PSP-მ შეიძლება გადასცეს შემდეგ მესამე პირებს (მონაცემთა მიმღებებს):

7.1.1. მომსახურების/სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნით, პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს მომსახურების გამწევ პირებს/კონტრაქტორებს/პარტნიორ ორგანიზაციებს. მაგალითად, საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურების მიმწოდებლები, პროგრამული მხარდაჭერის მიმწოდებლები, პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლები, პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლები, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი, სარეკლამო სააგენტოები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, საბანკო-საფინანსო დაწესებულებები ან/და იურიდიული მომსახურების მიმწოდებელი, პარტნიორი ორგანიზაციები/პირები, რომლებთან ერთად PSP მართავს ერთობლივ პროექტებს, აქციებს, გათამაშებებს, კონკურსებსა ან/და სხვა ღონისძიებებს. ასევე , შესაბამისი კანონიერი საფუძვლისა და მიზნობრიობის არსებობისას, პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს სსიპ.სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან სხვა საჯარო დაწესებულებას.

7.1.2. კანონით დადგენილ შემთხვევებში და როცა ეს საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის, პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს სხვა მესამე პირებს.

მაგალითად, სამართალდამცავი/საგამოძიებო ორგანოები, საგადასახადო ორგანოები, ადმინისტრაციული ორგანოები, სასამართლო ან/და სხვა უფლებამოსილი პირები.

7.1.3. მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით, პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს სხვა მესამე პირებს.

მაგალითად, დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამოსავლენად, აღსაკვეთად და მისი პრევენციის მიზნით, პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლოს ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებს.

7.1.4. საწარმოს რეორგანიზაციისა ან გადაცემის მიზნით, პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს ამ საწარმოს სამართალმემკვიდრეებს ან უფლებამონაცვლეებს.

7.2.პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ მესამე პირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქვეყანაში არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები. სხვა შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების სხვა სახელმწიფოში გადაცემა დასაშვებია, თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არარსებობისა და შესაძლო საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მომხმარებელი განაცხადებს წერილობით თანხმობას, არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა ან აღნიშნული გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

 

8.პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებები და მათი გამოყენება

8.1.უფლება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე

8.1.1.მომხმარებელს უფლება აქვს მოსთხოვოსPSP-ს იმის დადასტურება, ამუშავებს თუ არა მის პერსონალურ მონაცემებს, დასაბუთებულია თუ არა პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მის შესახებ იმ პერსონალური მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე, ამ პერსონალური მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;

ბ) პერსონალურ მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;

გ) პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;

დ)ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ყველა იმ უფლების თაობაზე, რომელიც მომხმარებელს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული ან ამ პოლიტიკით არის გათვალისწინებული;

ე) პერსონალურ მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ პერსონალური მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;

ვ) პერსონალურ მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ პერსონალური მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;

ზ) ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე.

8.1.2. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული,მომხმარებელს უფლება აქვს თავად აირჩიოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ამასთანავე, თუ მომხმარებელი სხვა ფორმით არ მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მისთვის ინფორმაციის მიწოდება მოხდება იმავე ფორმით, რომლითაც მოხდა ინფორმაციის მოთხოვნა.

8.1.3. მომხმარებელს უფლება აქვსპერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციამიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10(ათი) სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რის შესახებაც მომხმარებელს დაუყოვნებლივ ეცნობება.

8.1.4. გამჭვირვალობის პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით, PSP მომხმარებელს მიაწვდის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გაცემა ეწინააღმდეგება კანონს.

8.2.უფლება პერსონალურ მონაცემთა გაცნობასა და ასლის მიღებაზე

8.1.1. მომხმარებელს უფლება აქვს გაეცნოს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც PSP ამუშავებს ან/და მიიღოს ამ პერსონალური მონაცემების ასლებიPSP-შიდაცული ფორმით ანმოითხოვოს პერსონალურ მონაცემთა ასლების მიწოდება განსხვავებული ფორმით, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია (მაგალითად, ინფორმაციის მატერიალური ფორმით ამობეჭდვა, სხვა ინფორმაციის მატარებელზე ჩაწერა ელექტრონული ფორმით და ა.შ).

8.1.2. PSP-ში შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით პერსონალურ მონაცემთა გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო, PSP-ს უფლება აქვს პერსონალურ მონაცემთა გაცნობისა ან/და მონაცემთა ასლების გაცემისათვის მოსთხოვოს მომხმარებელს შესაბამისი საფასურის გადახდა, კომპანიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

8.1.3.მომხმარებელს უფლებააქვს გაეცნოს პერსონალურ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი)სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არის დადგენილი). ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რის შესახებაც მომხმარებელს დაუყოვნებლივ ეცნობება.

8.3.უფლება პერსონალურ მონაცემთა გასწორებაზე, განახლებასა და შევსებაზე

8.1.1. მომხმარებელს უფლება აქვს მოსთხოვოს PSP-ს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება (ესეხებაიმშემთხვევას,როდესაცმომხმარებელი აღმოაჩენს,რომმისიცალკეულიპერსონალურიმონაცემიმცდარი,არაზუსტიანარასრულია ).

8.1.2.მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) PSP უზრუნველყოფს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული შესაბამისი პერსონალური მონაცემების გასწორებას, განახლებას ან/და შევსებას ან აცნობებს მომხმარებელს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს და მიაწვდის ინფორმაციას უარის გასაჩივრების წესის თაობაზე.

8.1.3. თუ PSP, მომხმარებლისაგან დამოუკიდებლად გამოვლენს, რომ PSP-ს ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან/და არასრულია, PSP გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი მონაცემების გაასწორებს, განახლებას ან/და შევსებას და პერსონალურ მონაცემთა გასწორებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ აცნობებს მომხმარებელს.

აღნიშნულიდან გამონაკლის წარმაოდგენს შემთხვევები, როდესაც:

ა) პერსონალური მონაცემის გასწორება, განახლება ან/და შევსება ტექნიკური შეცდომის გასწორებას/აღმოფხვრას უკავშირდება;

ბ) თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის მომხმარებლის ინფორმირებას. ასეთ შემთხვევაში, PSP შეეცდება ცვლილების განხორციელების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მასთან პირველივე კომუნიკაციის განხორციელებისთანავე მიაწოდოს.

8.4.უფლება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტაზე, წაშლაზე ან განადგურებაზე

8.1.1.მომხმარებელს უფლება აქვს მოსთხოვოს PSP- ს პერსონალური მონაცემების დამუშავების (მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, პროფაილინგის ) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება.

8.1.2. მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი), PSP უზრუნველყოფს მომხმარებლის შესაბამისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტას ან/და წაშლას ან განადაგურებას ან აცნობებს მომხმარებელს მის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველზე და მიაწვდის ინფორმაციას უარის გასაჩივრების წესის თაობაზე.

8.1.3. PSP-ს უფლება აქვს შესაბამისი დასაბუთებით, უარი უთხრას მომხმარებელს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნაზე, თუ:

ა) პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი სხვა რომელი საფუძველით, გარდა მომხმარებლის თანხმობისა;

ბ) პერსონალური მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;

გ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად;

დ) პერსონალური მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.

8.1.4. მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, PSP უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და ამასთანავე, ამავე ვადაში შესაბამისი მოქმედებების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისათვის მიწოდებას.

8.1.5. პერსონალურ მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომი ფორმით დამუშავების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მის პერსონალურ მონაცემთა ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ან/და პერსონალურ მონაცემთა ასლების ან პერსონალურ მონაცემებთან დამაკავშირებელი ნებისმიერი ინტერნეტბმულის წაშლა (ე.წ.“დავიწყების უფლება“).

8.5.უფლება პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვაზე

8.5.1.მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვა, რაც გულისხმობს მისი მოთხოვნით PSP-ს მიერ, პერსონალური მონაცემების დამუშავების დროებით შეჩერებას და ამ მონაცემის მხოლოდ შენახვას.

8.5.2. მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოსPSP-ს პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მომხმარებელი სადავოდ ხდის პერსონალური მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;

ბ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მომხმარებელი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვას;

გ) პერსონალური მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მომხმარებელს ისინი გჭირდებათ საჩივრის/სარჩელის წარსადგენად;

დ) მომხმარებელი ითხოვთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;

ე) არსებობს პერსონალური მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.

8.5.3.მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 (სამი) სამუშაო დღისა, PSP უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაბლოკვის თაობაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეტყობინებას მომხმარებლისათვის და ამავე ვადაში, განახორციელებს მომხმარებლის მონაცემების დაბლოკვას, დაბლოკვის მიზეზის არსებობის ვადით (ასევე, ამ ვადის განმავლობაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია პერსონალურ მონაცემთან ერთად, დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების შენახვას) ან მითითებულ ვადაში აცნობებს მომხმარებელს მის გადაწყვეტილებას პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე უარის თქმის თაობაზე, შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

8.5.4. მომხმარებლის მოთხოვნის მიუხედავად, PSP -ს უფლება აქვს არ დაბლოკოს ან განბლოკოს დაბლოკილი პერსონალური მონაცემები, თუ არსებობს ერთ-ერთი რომელიმე საფუძველი:

ა) პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვა საფრთხეს შეუქმნის კანონით ან/და კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით PSP-სათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ბ) პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვა საფრთხეს შეუქმნის კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებას ან საქართველოს კანონმდებლობით PSP-სათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას;

გ) პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვა საფრთხეს შეუქმნის PSP-ს ან მესამე პირის ლეგიტიმურ ინტერესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის, განსაკუთრებით არასრულწლოვანის, უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;

დ) პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვა საფრთხეს შეუქმნის მომხმარებლის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესებს, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნების.

8.5.5. პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვის შემთხვევაში მონაცემები, გარდა მათი შენახვისა, შესაძლოა სხვაგვარად დამუშავდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ არსებობს მომხმარებლის თანხმობა;

ბ) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასასაბუთებლად;

გ) მომხმარებლის ან მესამე პირის ინტერესების დასაცავად;

დ) კანონის შესაბამისად, საჯარო ინტერესის დასაცავად.

8.6.უფლება პერსონალურ მონაცემთა გადატანაზე

თუ PSP ახორციელებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების ავტომატურად დამუშავება ერთი-ერთი შემდეგი საფუძვლით:

ა) მომხმარებლის თანხმობა, ან

ბ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა განპირობებულია მომხმარებელთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით ან მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი გარიგების დადებით;

დაამავდროულად, ეს ტექნიკურად შესაძლებელია,

 

მომხმარებელს უფლება აქვს მოსთხოვოს PSP-ს სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით სხვა მესამე პირებისაგან მიიღოს მოწოდებული პერსონალური მონაცემები ან მოითხოვოს ამ პერსონალურ მონაცემთა სხვა მესამე პირისათვის - სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა (ე.წ. პორტირება).

8.7.უფლება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობაზე

8.7.1. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს (უარი თქვას) მის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე გაცემულ თანხმობაზე.

8.7.2.თუ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს, მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, PSP უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტას ან/და დამუშავებული პერსონალური მონაცემების წაშლას ან განადგურებას.

8.7.3. მომხმარებელს უფლება აქვს თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა, ასევე, უფლება აქვს თანხმობის გამოხმობამდე, მოსთხოვოს და მიიღოს PSP-საგან ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.

9.პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა

9.1. მომხმარებელს შეიძლება შეეზღუდოს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული შემდეგი უფლებები:

9.1.1. უფლება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე;

9.1.2. უფლება პერსონალურ მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღებაზე;

9.1.3. უფლება პერსონალურ მონაცემთა გასწორებაზე, განახლებასა და შევსებაზე;

9.1.4. უფლება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტაზე, წაშლაზე ან განადგურებაზე;

9.1.5. უფლება პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვაზე;

9.1.6. უფლება პერსონალურ მონაცემთა გადატანაზე;

9.1.7. უფლება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობაზე;

9.1.8. უფლება მინიმალური ინფორმაციის მიღებაზე,როდესაც პერსონალურ მონაცემები უშუალოდ მომხმარებლისაგან გროვდება;

9.1.9. უფლება მინიმალური ინფორმაციის მიღებაზე,როდესაც პერსონალური მონაცემები უშუალოდ მომხმარებლისაგან არ გროვდება.

9.2.ზემოთ დასახელებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, მხოლოდ იმ შემთხვევაშითუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

9.2.1. სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;

9.2.2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;

9.2.3. დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

9.2.4. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;

9.2.5. მომხმარებლის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და პასუხისმგებლობის დაკისრებას;

9.3. ზემოთ დასახელებულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;

9.4. მომხმარებლის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;

9.5. სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;

9.6. სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

მითითებული უფლებების მიმართ შეზღუდვის ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.

 

9.7. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, PSP აცნობებს მომხმარებელს უფლების შეზღუდვისა და განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

9.8. PSP უზრუნველყოფს მომხმარებლის ზემოთ მითითებული უფლებების განხორციელებას უსასყიდლოდ, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა.

9.9. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში, PSP-ს უფლება აქვს უარი უთხრას მომხმარებელს მისი მოთხოვნის შესრულებაზე, რის შესახებაც მომხმარებელს წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) აცნობებს და ასევე, მისცემს განმარტებას გასაჩივრების უფლების შესახებ.

10.მომხმარებლის ინფორმირება, როდესაც პერსონალური მონაცემები უშუალოდ მისგან გროვდება

10.1. იმ შემთხვევაში, როდესაცPSPპერსონალურ მონაცემებს უშუალოდ მომხმარებლისაგან აგროვებს, მომხმარებელს უფლება აქვს პერსონალურ მონაცემთა შეგროვებამდე ან შეგროვების დაწყებისთანავე მოითხოვოს და მიიღოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია (შემდგომში „მინიმალური ინფორმაცია“):

10.1.1 იმ პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია,ვინც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს (იგულისხმება ინფორმაცია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, მისი წარმომადგენლის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

10.1.2 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და სამართლებრივი საფუძვლის შესახებ;

10.1.3 პერსონალურ მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ, ხოლო თუ პერსონალურ მონაცემთა მიწოდება სავალდებულოა − პერსონალურ მონაცემთა მიწოდებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პერსონალურ მონაცემთა შეგროვება/მოპოვება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან აუცილებელი პირობაა ხელშეკრულების დასადებად (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში);

10.1.4 PSP-ს ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების შესახებ, თუ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია PSP-ს ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად;

10.1.5 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია;

10.1.6 პერსონალურ მონაცემთა მიმღების ვინაობა ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

10.1.7 პერსონალურ მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობის შესახებ, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა გადაცემაზე ნებართვის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი გეგმავს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემას;

10.1.8 პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;

10.1.9 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფარგლებში გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებების შესახებ.

10.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ მოქმედებს, თუ სპეციალური კანონმდებლობა ადგენს მომხმარებლისაგან პერსონალური მონაცემების შეგროვებისას ინფორმირების განსხვავებულ წესს და ეს წესი არ იწვევს მომხმარებლის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. ამ შემთხვევაში მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის არსებობისას, PSP მოგაწვდით ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (თუ არ არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფარგლებში გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის საფუძვლები). ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რის შესახებაც მომხმარებელს დაუყოვნებლივ ეცნობება.

10.3. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ მუხლში მითითებული მინიმალური ინფორმაცია როგორც ზეპირად, ასევე, წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით).

10.4. PSP-ს უფლება აქვს არ მოგაწოდოთ ზემოთ აღნიშნული მინიმალური ინფორმაცია, თუ არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ მომხმარებელი უკვე ფლობს ამ ინფორმაციას.

11.მომხმარებლის ინფორმირება, როდესაც პერსონალური მონაცემები უშუალოდ მისგან არ გროვდება

11.1. იმშემთხვევაში, როდესაც პერსონალურ მონაცემებსPSP უშუალოდ მომხმარებლისაგან არ აგროვებს, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს „მინიმალური ინფორმაცია“ და აგრეთვე, ინფორმაცია იმის შესახებ, მომხმარებლის შესახებ რომელი პერსონალური მონაცემები მუშავდება და ამ პერსონალურ მონაცემთა მოპოვების წყარო, მათ შორის, მოპოვებულ იქნა თუ არა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან.

11.2.მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში ან, თუ პერსონალური მონაცემები გამოიყენება მომხმარებელთან დასაკავშირებლად,მომხმარებელთან პირველი კომუნიკაციისთანავე, ხოლო თუ დაგეგმილია პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნება, − პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნებამდე, მაგრამ პერსონალურ მონაცემთა მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ არ არსებობს პერსონალი მონაცემთა დაცვის ფარგლებში გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის საფუძვლები).

11.3. PSP-ს უფლება აქვს, მომხმარებელს არ მიაწოდოს ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, თუ არსებობს ერთ-ერთი ნებისმიერი საფუძველი:

11.3.1. მომხმარებელი უკვე ფლობთ ამ ინფორმაციას;

11.3.2. პერსონალურ მონაცემთა შეგროვება ან გამჟღავნება დადგენილია კანონით ან საჭიროა საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;

11.3.3. ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია ან მოითხოვს არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას ან ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ან შეუძლებელს გახდის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერი მიზნის (მიზნების) შესრულებას. ამ შემთხვევებში PSP მიიიღებს ყველა სათანადო ზომას მომხმარებლის უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვების შესახებ ზოგადი ინფორმაციის საჯაროდ/ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით განთავსების გზით.

12.ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული უფლებები

12.1. მომხმარებელს უფლება აქვს არდაექვემდებაროსმხოლოდავტომატიზებულად,მათშორის,პროფაილინგისსაფუძველზე,მიღებულგადაწყვეტილებას,რომელიც მისთვისწარმოშობსსამართლებრივანსხვასახისარსებითიმნიშვნელობისმქონეშედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება:

12.1.1. ეფუძნება მომხმარებლის მიერ აშკარად გამოხატულ თანხმობას;

12.1.2. აუცილებელია მომხმარებელსა და PSP-ს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად;

12.1.3. გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

12.2.მომხმარებლის შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, PSP უზრუნველყოფს სათანადო ზომების მიღებას მომხმარებლის უფლებების, თავისუფლებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, ავტომატიზებულად (პროფაილინგის საფუძველზე,მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართვის (გარდა კანონმდებლობით გათავლისწინებული გათვალისწინებული შემთხვევებისა), მომხმარებლის მხრიდან მოსაზრების გამოთქმის და გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის მიცემის გზით.

12.3. ავტომატიზებულად (პროფაილინგის საფუძველზე), მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გამოყენება მოხდება მხოლოდ მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ და დაშვებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მომხმარებლის უფლებების, თავისუფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დაცვის სათანადო გარანტიები.

13.პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება

13.1.პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხორციელდება PSP-ს მიერ დადგენილი ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების შესაბამისად.

13.2. PSP განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების საკითხს და პერიოდულად ატარებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანამდევი საფრთხეების შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკური ზომებს (მაგალითად, მონაცემთა დამუშავება ხორციელდება უსაფრთხო და სანდო ელექტრონული პროგრამების/სისტემების საშულებით, მონაცემები ინახება სათანადოდ დაცულ სერვერზე, რეალურ დროში რეზერვირებული მონაცემები პარალელურად ინახება სარეზერვო (Backup) მოწყობილობაზე, დანერგილია კრიტიკული ინფორმაციის გარეთ გადინების მონიტორინგის სისტემა, შეზღუდულია წვდომა არასაჭირო ინტერნეტ რესურსებსა და ინფორმაციის გარე მატარებელზე (USB,CD), არაელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა შენახვა ხორციელდება შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარების გზით და სხვა), რომლებიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვას ინციდენტებისაგან და მონაცემების არამართლზომიერი ან შემთხვევით დაზიანების, დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, წაშლისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისაგან,წვდომის, შეგროვების/მოპოვების ან ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისაგან.

13.3. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების განსაზღვრისას PSP ითვალისწინებს იმ პერსონალურ მონაცემთა კატეგორიებსა და მოცულობას, რომელსაც ამუშავებს, აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანს, ფორმას, საშუალებებსა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევის შესაძლო საფრთხეებს.

13.4. PSP პერიოდულად ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების ეფექტიანობის შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად ადეკვატური ზომების მიღებას ან/და არსებულის განახლებას.

13.5. ელექტრონული ფორმით არსებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას, PSP აღრიცხავს ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემების მიმართ შესრულებულ ყველა მოქმედებას (მათ შორის, ინფორმაციას ინციდენტების შესახებ, მონაცემთა შეგროვების, შეცვლის, მათზე წვდომის, მათი გამჟღავნების (გადაცემის), დაკავშირებისა და წაშლის თაობაზე).

13.6. არაელექტრონული ფორმით არსებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას, PSP აღრიცხავს პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნებასთან ან/და ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების (მათ შორის, ინფორმაციას ინციდენტების შესახებ) .

13.7. PSP უზრუნველყოფს, რომ ყველა იმ პირი, რომელიც PSP-ს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ან აქვს წვდომა მონაცემებზე:

13.7.1. არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, დაიცვას პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოება და კონფიდენციალურობა, მათ შორის, შესაბამისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ;

13.7.2. ელექტრონული ფორმით პერსონალურ მონაცემთა დამუშავის შემთხვევაში მხოლოდ იმ მოცულობის პერსონალურ მონაცემების დამუშავებაზე ჰქონდეს დაშვება, რომელსაც მას PSP მიანიჭებს;

13.7.3. იყოს სათანადოდ ინფომირებული პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითხების შესახებ.

13.8. მომხმარებლისათვის პერსონალური მონაცემების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებამდე, მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით, PSP უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს მისი ვინაობის დადასტურება (იდენტიფიცირება) ან ვინაობის გადამოწმება (ვერიფიკაცია).

13.9. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით, მაშინ როცა საქმე პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა შენახვას ან გადაცემას, ეხება, PSP ვცდილობთ საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს ისეთ პარტნიორებთან/პირებთან და პერსონალურ მონაცემზე წვდომა მიანიჭოს მხოლოდ ისეთ პირებს, რომელთაც დაცული აქვთ პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების დაცულობა სათანადოდ იქნება დემონისტრირებული და შემოწმებული.

13.10. ითვალისწინებს რა, ე.წ. „Data Protection by Design and by Default“ პრინციპებს, ახალი პროდუქტის/მომსახურების შექმნისა და საწყისი გამოყენების ეტაპზე, PSP უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის გათვალისწინებას პირველად პარამეტრად და იმ გვარად, რომ თავდაპირველად დამუშავდეს მინიმალური, კერძოდ, მხოლოდ ის პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავებაც აუცილებელია ძირითადი ლეგიტიმური მიზნისათვის.

13.11. როგორც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საშუალებების განსაზღვრის, ისე უშუალოდ დამუშავების პროცესში, PSP მაქსიმალურ ეცდება მიიღოს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების სათანადო და ეფექტიან იმპლემენტაციას და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში, მომხმარებლის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ჯეროვან დანერგვას.

14.პრეტენზიის/საჩივრის წარდგენა

14.1. წინამდებარე პოლიტიკით ან მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს მისი არჩევანით, მიმართოს:

ა) PSP-ს, ამ პოლიტიკიაში მითითებულ საკონტაქტო არხებზე;

ბ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (https://personaldata.ge/ka/contact); ან

გ) სასამართლოს.

14.2. მომხმარებელს უფლება აქვს მისი განცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოსთხოვოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს პერსონალური მონაცემების დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

14.3. მომხმარებელს უფლება აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნებისმიერი გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.

 

15.პერსონალურ მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით

15.1.პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

15.1.1. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ PSP-ს ფლობს მომხმარებლის მიერ გაცემულ თანხმობას.

15.1.2. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გამოხატვით, მომხმარებელი გასცემს თანხმობას შემდეგზე:

PSP-საგან, მათ შორის, მისი დამუშავებაზე უფლებამოსილი პირებისაგან - PSP-ს სახელით ან PSP-ს დაკვეთით მოქმედი პირებისაგან, პერიოდულად მიიღოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები (SMS), ტექსტური, ხმოვანი, ელექტრონული და სხვა სახის შეტყობინებები,მათ შორის, ხმოვანი სატელეფონო ზარები, ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელების ან სხვა ელექტრონული საშუალებით, PSP-ს ან/და PSP-ს საქონლის/პროდუქტის, იდეის, მომსახურების, ფასდაკლების, აქციის, წამოწყების, წამახალისებელი ან სხვა გათამაშებების, პროექტების ან/და PSP-ს პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი პროექტების თაობაზე, მიიღოს დაბადების დღის, დღესასწაულებისა და სხვა მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი თარიღების თაობაზე მილოცვები, ინფორმაცია PSP-ში არსებული სამუშაოებისა და ვაკანსიების თაობაზე, ასევე, სხვა ნებისმიერი სახის სარეკლამო/მარკეტინგული შეთავაზებები.

15.2.პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული პერსონალური მონაცემები და მოპოვების წყაროები

15.2.1.პირდაპირი მარკეტინგის მიზნით PSP ამუშავებს უშუალოდ მომხმარებლისაგან შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც მომხმარებელი ამჟღავნებს ლოიალობის პროგრამაში ჩართვის/რეგისტრაციის დროს ან შემდგომ პერიოდში, PSP-სთან შემდგომში ნებისმიერი კომუნიკაციის დროს:

ნებისმიერი მონაცემი, რომლითაც ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება და მასთან კომუნიკაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, ასაკი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა მაიდენტიფიცირებელი/საკონტაქტო ინფორმაცია).

15.2.2.პირდაპირი მარკეტინგის მიზნით PSP-მშეიძლებაშეაგროვოსდადაამუშაოს მესამეპირებისაგანმიღებული პერსონალური მონაცემები მხოლოდიმშემთხვევაში,თუმომხმარებელსგაცემული აქვს თანხმობა.

15.2.3.მომხმარებლის მიერ თანხმობის გაცემის შემთხვევაში, მომხმარებლისპირად ინტერესებსა და პრეფერენციებზე მორგებული პერსონალიზირებული სარეკლამო/მარკეტინგული შეთავაზებების დამუშავებისა და მიღების მიზნით,მართზომიერად ხელმისაწვდომი და კანონიერად დამუშავებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემების (მაგალითად, ასაკი, სქესი, შესყიდული პროდუქტების კატეგორია, ბრენდები და სხვა) საფუძველზე, PSP პერიოდულად განახორციელებს მომხმარებელთა გარკვეული პიროვნული მახასიათებლებისა და ქცევის მაჩვენელების თაობაზე ინფორმაციის დამუშავებას, შეფასებას, ანალიზს და სეგმენტაციას/დაჯგუფებას.

15.3.პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა

15.3.1. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული პერსონალურ მონაცემების შენახვა ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან, მათ შორის, ლოიალობის პროგრამაში მომხმარებლის მონაწილეობის შეწყვეტიდან/მომხმარებლის ლოიალობის ბარათის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებიდან ან მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობის/უარის თქმის მომენტიდან, მომდევნო 3 წლის ვადით.

15.3.2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და თუ არსებობს PSP-ს ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის აუცილებლობა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება ზემოთ მითითებული 3 წლიან ვადაზე უფრო ხანგძლივი, კონკრეტული მიზნების მიღწევისათვის საჭირო ვადით.

15.3.3. ზემოთ აღნიშნულის მონაცემთა შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, პერსონალური მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს სტატისტიკური/ანალიტიკური მიზნებისათვის, დეპერსონალიზებული ფორმით. აღნიშნული გულისხმობს მონაცემთა იმგვარ დამუშავებას, როდესაც შეუძლებელია მომხმარებელთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან/და დროს საჭიროებს.

15.4.პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოთხოვა და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა

15.4.1. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე და მარტივად და უფასოდ გამოიხმოს თანხმობა.

15.4.2. პერსონალურ მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობა/პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა (უარი) მომხმარებელს შეუძლია განხორციელოს იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი (სარეკლამო/მარკეტინგული შეთავაზებები) ხორციელდება.

მაგალითად, თუ პირდაპირი მარკეტინგი (სარეკლამო/მარკეტინგული შეთავაზებები) მოკლე ტექტური შეტყობინების (SMS) გაგზავნის მეშვეობით ხორცილდება, ამ მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის (უარის) განხორციელება მომხმარებელს შეუძლია ამავე ფორმით: მაგალითად, SMSOFF, STOPSMS ან იმ სხვა ციფრ(ებ)ის/ტექსტის გაგზავნის საშუალებით, რომელიც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ახლავს.

მაგალითად, თუ პირდაპირი მარკეტინგი (სარეკლამო/მარკეტინგული შეთავაზებები) ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნის გზით ხორცილდება, ამ მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის (უარის) განხორციელება მომხმარებელს შეუძლია ამავე ფორმით, მას შემდეგ რაც გამოიყენებს მექანიზმს „გამოწერის გაუქმება“(„unsubscribe“) ან იმ სხვა ანალოგიურ მექანიზმს, რომელიც ელექტრონულ შეტყობინებას ახლავს.

15.4.3. გამონაკლისის სახით და მომხმარებლის სათანადო იდენტიფიცირების პირობებში, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობა/პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა (უარი) მომხმარებელს შეუძლია განაცხადოს ამ პოლიტიკაში მითითებულ PSP-ს საკომუნიკაციო არხებზე მომართვის საშუალებით.

15.4.4. გარკვეულ შემთხვევებში, როცა ეს ტექნიკურად შესაძლებელია და გამართლებულია, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობა/პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა (უარი) მომხმარებელს შეუძლია განახორციელოს დიფერენცირებულად (მაგალითად,PSP-ს მხოლოდ ცალკეული პროდუქტების/მომსახურების თაობაზე სარეკლამო/მარკეტინგული შეთავაზებების მიღება ან PSP-საგან ნებისმიერი სახის სარეკლამო/მარკეტინგული შეთავაზებების მიღება).

15.4.5. ყოველგვარი გაუგებრობისაგან თავის აცილებით მიზნით, PSP განმარტავს, რომ მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოხმობა არ ეხება PSP-საგან ისეთი საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებების მიღებასა და კომუნიკაციას, რომელიც ემსახურება მომხმარებლის ინფორმირებას PSP-ს სერვისების/მომსახურების თაობაზე, მათ შორის, მომხმარებლის მიერ შესრულებული ოპერაციების/ტრანზაქციების თაობაზე (მაგალითად,PSP-ს მიერ გამოგზავნილი შეტყობინება ლოალობის ბარათზე ქულების (ღიმილების) დარიცხვაზე, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტების ნუსხა და რაოდენობა, ინფორმაცია მომსახურების შეზღუდვაზე, სერვისის შეფასების მიზნით კომუნიკაცია, პოლიტიკის ცვლილება და სხვა).

15.4.6. PSP უზრუნველყოფს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტას, მომხმარებლის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში.

15.4.7. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ავტომატურად შეწყდება, ლოიალობის პროგრამაში მომხმარებლის მონაწილოების შეწვეტის/მომხმარებლის ლოიალობის ბარათის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებიდან არაუგვიანეს მომდევნო 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში.

 

15.5.პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებზე

შესაბამისი კანონიერი საფუძვლისა და მიზნობრიობის არსებობისას, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებულიპერსონალურ მონაცემები PSP-მ შეიძლება გადასცეს შემდეგ მესამე პირებს (მონაცემთა მიმღებებს):

15.5.1. მომსახურების/სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებულიპერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს მომსახურების გამწევ პირებს/კონტრაქტორებს/პარტნიორ ორგანიზაციებს.

15.5.2. ~მაგალითად, საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურების მიმწოდებლები, პროგრამული მხარდაჭერის მიმწოდებლები, პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლები, პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლები, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი, სარეკლამო სააგენტოები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, საბანკო-საფინანსო დაწესებულებები ან/და იურიდიული მომსახურების მიმწოდებელი, პარტნიორი ორგანიზაციები/პირები, რომლებთან ერთად PSP მართავს ერთობლივ პროექტებს, აქციებს, გათამაშებებს, კონკურსებსა ან/და სხვა ღონისძიებებს.

15.5.3. კანონით დადგენილ შემთხვევებში და როცა ეს საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს სხვა მესამე პირებს.

მაგალითად, სამართალდამცავი/საგამოძიებო ორგანოები, საგადასახადო ორგანოები, ადმინისტრაციული ორგანოები, სასამართლო ან/და სხვა უფლებამოსილი პირები.

15.5.4. მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს სხვა მესამე პირებს.

მაგალითად, დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამოსავლენად, აღსაკვეთად და მისი პრევენციის მიზნით, პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლოს ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებს.

15.5.5. საწარმოს რეორგანიზაციისა ან გადაცემის მიზნით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს ამ საწარმოს სამართალმემკვიდრეებს ან უფლებამონაცვლეებს.

15.5.6. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ მესამე პირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქვეყანაში არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები. სხვა შემთხვევაში, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული პერსონალური მონაცემები სხვა სახელმწიფოში გადაცემა დასაშვებია, თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არარსებობისა და შესაძლო საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მომხმარებელი განაცხადებს წერილობით თანხმობას, არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა ან აღნიშნული გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

 

16.პოლიტიკის ცვლილება

16.1. PSP-ს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკაში.

16.2. თუ პოლიტიკაში განხორციელდა არსებითი შინაარსობრივი ცვლილება, PSP გონივრულ ვადაში შეატყობინებს მომხმარებელს მასში შეტანილი ცვლილების თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ უზრუნველყოფს ამ ცვლილებებზე მომხმარებლის მხრიდან თანხმობის გამოხატვას.

16.3. PSP უზრუნველყოფს წინამდებარე პოლიტიკის ცვლილებების თაობაზე ინფორმაციისა და პოლიტიკის ბოლო/მიმდინარე/აქტიური ვერსიის ხელმისაწვდომობას PSP-სათვის ცნობილ მომხმარებლის საკომუნიკაციო არხზებზე, მათ შორის, ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული კომუნიკაციის გზით, PSP-ს ვებგვერდზე/აპლიკაციაში ან/და სხვა შესაბამის სივრცეში საჯაროდ გამოქვეყნების/განთავსების ფორმით. ასევე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია და პოლიტიკის ბოლო/მიმდინარე/აქტიური ვერსია მატერიალური სახით ხელმისაწვდომია PSP-ს სააფთიაქო ქსელის ნებისმიერ აფთიაქში.

16.4. სასურველია მომხმარებელმა პერიოდულად გადახედოს წინამდებარე პოლიტიკას, რომ განიახლოს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის თაობაზე.

17.საკონტაქტო ინფორმაცია

17.1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, დაცვის ან/და წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს შუძლია მიმართოს PSP-ს სააფთიაქო ქსელის ნებისმიერ აფთიაქს ან დაუკავშირდეს PSP-ს შემდეგი საკომუნიკაციო არხების საშუალებით: PSP ქოლ - ცენტრის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 (032) 240 20 20; მობილური ტელეფონიდან დარეკვის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნება საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: * 2020, PSP-ს „facebook“-ის ოფიციალური გვერდის „PSP Pharmacy • PSP აფთიაქი“ (იხ.ბმული: www.facebook.com/psp.ge) ჩათი (Messenger) ან საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი: customercare@psp.ge

პატივისცემით,

შპს „პსპ ფარმა“

 

ბოლო განახლების თარიღი: 28 თებერვალი, 2024 წელი