აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ომეგა-3 1400 30 კაფსულა დოპელჰერც აქტივი - Doppelherz Aktiv

#89627_651
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDoppelherz / დოპელჰერცი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაomega-3 acid ethyl esters+tocopherol
მოკლე აღწერა

აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას.

26.16₾
37.37₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 1400

ომეგა - 3 ცხიმოვანი მჟავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არ სინთეზირდება ორგანიზმში, ამიტომ მისი მიღება აუცილებელია საკვებით, ან საკვები დანამატებით.

დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 1400-ის ერთი კაფსულა შეიცავს 485 მგ ზღვის თევზის ქონიდან მიღებულ კონცენტრირებულ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას, მათ შორის 285 მგ EPA-ს და 190 მგ DHA-ს.

დოპელჰერცი აქტივი ომეგა 3:

• ხელს უწყობს იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას

• აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს,

ომეგა -3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესში, ამცირებს ანთებას, გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე და ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავა უმნმნიშვნელოვანესია ორგანიზმისათვის.ისინი ხელს უწყობენ გულის ნორმალურ ფუნქციონირებას, დადებითი ეფექტი მიიღწევა 250 მგ EPA-ს და DHA-ს ყოველდღიური მიღებით.

E ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში. ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების ხარჯზე იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. 

რეკომენდებულია კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში:

  • მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება
  • ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • თვალის დაავადებები
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები
  • პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
  • მეტაბოლური სინდრომი.

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი - 1400 მგ, რომლის შემადგენლობაში შედის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები - 485 მგ: ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) - 285 მგ, დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) - 190 მგ, ვიტამინი E - 20 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება1 კაფსულა დღეში 12 წლის ასაკიდან.

გაფრთხილება:

ორსულებსა და მეძუძურ დედებში მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას.

გამოშვების ფორმა:

№ 30 რბილი კაფსულა, არ აქვს თევზის გემო და სუნი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 30 კაფსულა