აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დაიჯებიენ რეფლუქსი RFX 20 ტაბლეტი პილეჟე - Pileje

#107262_2863
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPiLeJe - პილეჟე
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
რაოდენობა და ფორმა20 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
მონელების პროცესისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის კომფორტის მხარდასაჭერად!
22.80₾
38.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დაიჯებიენ რეფლუქსი RFX 20 ტაბლეტი პილეჟე - Pileje

მონელების პროცესისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის კომფორტის მხარდასაჭერად!

პილეჟე დაიჯებიენ რეფლუქსი RFx საკვები დანამატია, რომელიც შექმნილია კუჭის კომფორტის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან დაკავშირებული დისკომფორტის დროს. მისი ფორმულა აერთიანებს მცენარეულ ექსტრაქტებს, ალგინატს, მინერალურ მარილებსა და ვიტამინ B2-ს. კომპონენტების კომბინაცია ხელს უწყობს კუჭის მჟავიანობასთან დაკავშირებული დისკომფორტის შემსუბუქებასა და ლორწოვანი გარსების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.

მელისას ექსტრაქტი ტრადიციულად გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის კომფორტის მხარდასაჭერად, იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მოტორიკასა და გაზების გამოყოფას.

ძირტკბილას ექსტრაქტი - უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის კომფორტის მხარდაჭერას.

პექტინი - მცენარეული წარმოშობის ბოჭკოა.

ვიტამინი B2 - ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების, მათ შორის საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.

კალციუმის კარბონატი და ნატრიუმის ბიკარბონატი - მონაწილეობენ კუჭის მჟავიანობის განეიტრალებაში.

რეკომენდებულია:

•  გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან დაკავშირებული დისკომფორტის შესამსუბუქებლად

•  გულძმარვისა და კუჭში წვის შეგრძნების დროს კომფორტის მხარდასაჭერად

•  საჭმლის მონელების პროცესის მხარდასაჭერად

შემადგენლობა:

საკვები დანამატის დღიური დოზის 4 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: მელისას ექსტრაქტი - 600 მგ, ძირტკბილას ექსტრაქტი - 120 მგ, პექტინი - 333 მგ, კალციუმის კარბონატი - 322 მგ, ნატრიუმის ბიკარბონატი - 534 მგ, ვიტამინი B2 -  0,210 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: იზომალტი, ნატრიუმის ალგინატი, მაგნიუმის ცხიმოვანი მჟავების მარილები, ბუნებრივი არომატიზატორი, ბუნებრივი პიტნის არომატიზატორი (პიტნის ეთერზეთი), სტევიისგან მიღებული სტევიოლგლიკოზიდები.

არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, ტიტანის დიოქსიდს, საღებავებს, კონსერვანტებს.

დოზირება და მიღების წესი:

მიიღება მოზრდილებში 1 საღეჭი ტაბლეტი, დღეში 4-ჯერ ჭამის შემდეგ, ხოლო ბოლო მიღება რეკომენდებულია ძილის წინ. მიღების რეკომენდებული ხანგრძლივობაა 5 დღე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაფრთხილება:

•  განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის

•  არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

•  არ გამოიყენოთ ექიმის კონსულტაციის გარეშე 6 კვირაზე მეტი ხნით

•  არ არის რეკომენდებული ნაღვლის კენჭების, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის ან თირკმლის დაავადებების, ღვიძლის უკმარისობისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების დროს

•  მოერიდეთ ძირტკბილას შემცველ სხვა პროდუქტებს

•  სხვა პერორალურ მედიკამენტებთან მიღებებს შორის დაიცავით მინიმუმ 2-საათიანი ინტერვალი

•  არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

•  საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს

გამოშვების ფორმა: 20 საღეჭი ტაბლეტი, პიტნის გემოთი.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე, საფრანგეთი.

PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა.
ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.
PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.