| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Doppelherz / დოპელჰერცი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | Ca+Mg+vitamin K2+D3 |
D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის, ოსტეოქონდროზის, ოსტეოართროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv ვიტამინი D3+K2+Ca+Mg 30 ტაბლეტი
იდეალური კომბინაცია ძლიერი იმუნიტეტის, კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემის მხარდასაჭერად!
მაგნიუმი კალციუმთან, K2 და D3 ვიტამინთან ერთად
მაგნიუმი - მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკულ პროცესებში, მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში, ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, ამცირებს კრუნჩხვებს და სპაზმებს. მაგნიუმი ხასიათდება სედაციური მოქმედებით და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ.
მაგნიუმი - მონაწილეობს ძვლის ფორმირებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილების და ძვლების სიჯანსაღეში. მას მკვეთრად განსაზღვრული როლი აქვს კალციუმის მეტაბოლიზმში, აძლიერებს მის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს ჩალაგებას სისხლძარღვებში, რის შედეგადაც უზრუნველყოფს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას.
კალციუმი - პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების წარმოქმნაზე, ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვალსა და სისხლში, ასევე, ახდენს ენერგეტიკული ცვლის და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას. კალციუმი წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს, ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას და უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში ვითარდება რაქიტი, ოსტეომალაცია და კუნთების სპაზმი.
ვიტამინი D3 - არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს მათი საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. ის ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს კარდიოვასკულარული სისტემის ფუნქციონირებას. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში და მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, ძვალ-სახსროვანი, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ასევე, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.
ვიტამინი K2 - მნიშვნელოვან როლს ასრულებს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის პროფილაქტიკასა და რეგრესში. ის მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. ვიტამინი K2 მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში, ამცირებს კორონარული არტერიების კალციფიკაციას და შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს დიაბეტის და ონკოლოგიური პათოლოგიების პრევენციას.
· D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის, ოსტეოქონდროზის, ოსტეოართროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
· იმუნიტეტის დაქვეითება
· მომატებული ნერვული აგზნებადობა, სტრესი, ძილის დარღვევა.
· ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
· ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
· კუნთების ტკივილი და სპაზმი (კრამპი)
· პრემენსტრუალური სიდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
· თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები და მრავლობითი კარიესები
· ხანდაზმული ასაკი
· შაკიკი, ასთენია
დღიური დოზა ერთი ტაბლეტი შეიცავს: D3 - 2000 სე, K2 - 50 მკგ, Mg - 100 მგ, Ca - 500 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში მოზრდილებში, 18 წლამდე, ორსულებსა და მეძუძურ დედებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
გაფრთხილება:
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას
• საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების და ჯანსაღი წესის შემცვლელად, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
ინახება მშრალ, გრილ, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: №30 ტაბლეტი.
მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.