| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Doppelherz / დოპელჰერცი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 40 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | lecithin |
ღვიძლის სხვადასხვა გენეზის ცხიმოვანი დისტროფია
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv ლეციტინი 40 კაფსულა
ტვინისა და სხეულის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად!
ლეციტინი ესენციური ფოსფოლიპიდების (ქოლინი, ინოზიტოლი, ფოსფატიდილქოლინი) ბუნებრივი წყაროა. ის უჯრედული მემბრანის ძირითადი საშენი მასალაა და მონაწილეობს უჯრედების დაცვასა და აღდგენაში, ამიტომ ლეციტინი აუცილებელია ორგანიზმის თითოეული უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის, გულის კუნთის, თავის ტვინის და ნერვული უჯრედებისთვის.`
ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია და იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.
B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. B1, B2 და ნიაცინი აუცილებელია ტვინისთვის ენერგიის წარმოებისთვის. ვიტამინი B6 ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის, ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12 კოგნიტური ფუნქციების განვითარებისთვის.
· მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის შესანარჩუნებლად
· ნერვული სისტემის ფუნქციონირების მხარდასაჭერად
· ღვიძლის ფუნქციის მხარდასაჭერად
· ფსიქო-ემოციური დატვირთვის პირობებში
· ინტენსიური გონებრივი ან ფიზიკური დატვირთვის დროს
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
1 კაფსულა შეიცავს: ლეციტინი - 500 მგ, ვიტამინი B1 - 1,1 მგ, ვიტამინი B2 - 1,4 მგ, ვიტამინი B6 - 1,4 მგ, ვიტამინი B12 - 2,5 მკგ, პანტოთენის მჟავა - 6 მგ, ნიაცინი - 16 მგ, ფოლიუმის მჟავა - 200 მკგ, ვიტამინი E - 12 მგ.
მიიღება 18 წლიდან 1-3 კაფსულა დღეში ჭამის დროს, ან შემდეგ, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
გაფრთხილება
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას
• საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
ინახება მშრალ, გრილ, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენს!
გამოშვების ფორმა: №40 კაფსულა.
მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ: Amvilab - ამვილაბი ლეციტინი 90 კაფსულა