აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

გინკგო 30 კაფსულა დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv

#96974_651
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDoppelherz / დოპელჰერცი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაginkgo biloba+choline+Zn+vitamin B gropu
მოკლე აღწერა
თავის ტვინის ფუნქციონირების, მეხსიერების და კონცენტრაციის მხარდასაჭერად
42.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

გინკგო 30 კაფსულა დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv

თავის ტვინის ფუნქციონირების, მეხსიერების და კონცენტრაციის მხარდასაჭერად!

გინკგო ბილობას ფოთლის ექსტრაქტი მიიღება გინკგო ბილობას ფოთლებისგან და შეიცავს უნიკალურ ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს:

ფლავონოლ გლიკოზიდები - ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უწყობენ უჯრედების დაცვას თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული სტრესისგან.

ტერპენოიდები (გინკგოლიდები და ბილობალიდები) - ხელს უწყობენ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და მიკროცირკულაციის მხარდაჭერას.

თუთია ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. 

B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ემოციური სტრესის მიმართ. 

ვიტამინი B1, B2 და ნიაცინი აუცილებელია ტვინში ენერგიის წარმოებისთვის, ვიტამინი B6 კი — ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის. ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12 მნიშვნელოვანი როლს ასრულებენ კოგნიტური ფუნქციების სწორად განვითარებაში. ვიტამინი B12 განსაკუთრებით სასარგებლოა იშემიურ-რეპერფუზიული დაზიანების დროს. 

რეკომენდებულია როგორც დამატებითი მხარდაჭერა:

· მეხსიერების და კონცენტრაციის შენარჩუნებისთვის

· ინტელექტუალური დატვირთვის პირობებში

· ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური ცვლილებებისას

· სისხლის მიმოქცევის ფუნქციის მხარდასაჭერად

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს: გინგკო ბილობას ექსტრაქტი - 100 მგ, მშრალი ფოთლების ექვივალენტი - 5000 მგ, ფლავონოლ გლიკოზიდის ექვივალენტი - 30 მგ, გინკგოლიდების და ბილობალიდის ექვივალენტი - 5 მგ, ქოლინი - 100 მგ, ვიტამინი B1 - 2,1 მგ,  ვიტამინი B2 - 2,4 მგ, პანტოთენის მჟავა - 6 მგ, ფოლიუმის მჟავა - 400 მკგ, ვიტამინი B12 - 1,5 მკგ, თუთია - 2,5 მგ. 

დამატებითი ინგრედიენტები: ქოლინის ტარტრატი, გინკო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი, ჟელატინი (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიდან მიღებული), სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმ-D-პანტოთენატი, ცხიმოვანი მჟავების კალციუმის მარილები, თიამინის მონონიტრატი, თუთიის ოქსიდი, სილიციუმის დიოქსიდი, რიბოფლავინი, რკინის ოქსიდი, ციანომონიკობალამინი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა. 

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს!

დოზირება

მიიღება მოზრდილებში 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს, ან შემდეგ, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით. 

უკუჩვენება

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.ორსულები და მეძუძური დედები, 18 წლამდე ასაკი.

გაფრთხილება

• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

• საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა. 

მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.

Doppelherz უკვე საუკუნეზე მეტია, არსებობს — ის 1919 წელს დაარსდა, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გერმანული ბრენდი.

ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაყრდნობით, დოპელჰერცის პროდუქცია შესანიშნავად მოქმედებს იმუნური სისტემის გამყარებასა თუ ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაზე.

ასევე, იხილეთ: არკოკაფსი გინკგო 45 კაფსულა არკოფარმა - Arkopharma