აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლივერ+ 30 კაფსულა დოპელჰერცი - Doppelherz

#88032_651
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDoppelherz / დოპელჰერცი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია ღვიძლის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.
42.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დოპელჰერცი აქტივი ლივერ პლიუსი

ინოვაციური კომბინაცია ჯანმრთელი ღვიძლისთვის

ლივერ პლიუსი შეიცავს არტიშოკის, სილიმარინის და კურკუმას ექსტრაქტს. ღვიძლის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. ასევე შეიცავს ქოლინს ( ხელს უწყობს ცხიმების ნორმალურ მეტაბოლიზმს), ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ B2-ს (მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში) და თუთიას.

სილიმარინი - მიიღება მცენარე ბაყაყურასგან. აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს და ფერმენტულ აქტივობას, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, თრგუნავს ტოქსინების შეღწევას ჰეპატოციტებში, ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას.

არტიშოკი - არეგულირებს ლიპიდურ სპექტრს, აძლიერებს ნაღვლდენას, დიურეზს, გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა (ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზს).

ქოლინი - არის ვიტამინი B4, რომელიც ახდენს ცხიმების ცვლის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ქოლინს მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს ორგანიზმი, თუმცა, მისი რესურსი შეიძლება სწრაფად ამოიწუროს, რადგან მონაწილეობს ყველა მეტაბოლურ პროცესში, ამიტომ რეკომენდებულია მისი შევსება მიკრონუტრიენტების სახით.

კურკუმას ფესვის ექსტრაქტიდან მიღებული პოლიფენოლი კურკუმინი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება.

ბიოტინი + ფოლიუმის მჟავა + ვიტამინ B2 - მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში

თუთია - იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

რეკომენდებულია ღვიძლის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.

ლაქტოზის და გლუტენის გარეშე!

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს: არტიშოკის ექსტრაქტი - 50 მგ, სილიმარინი - 100 მგ, კურკუმას ფესვის ექსტრაქტი - 100 მგ, ქოლინი - 100 მგ, ბიოტინი - 50 მკგ, ფოლის მჟავა - 75 მკგ, ვიტამინი B2 - 1.4 მგ, თუთია - 2.5 მგ.

დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის შემდეგ, არ დაღეჭოთ.

გაფრთხილება: 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, +25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა:

№30 კაფსულა.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Orthomol - ორთომოლი ქოლინ პლიუსი