აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv რკინა ქალისთვის 20 პაკეტი

#95989_651
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDoppelherz / დოპელჰერცი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
რაოდენობა და ფორმა20 პაკეტი
მოქმედი ნივთიერებაFe+folic acid+vitamins C+B6+B12
მოკლე აღწერა

რკინისა და ვიტამინების იდეალური კომბინაცია, რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

35.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv რკინა ქალისთვის 20 პაკეტი

რკინისა და ვიტამინების იდეალური კომბინაცია

პირში ხსნადი გრანულები ტყის კენკრის არომატით

დოპელჰერცი აქტივი რკინა შექმნილია სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალური ფორმირების მხარდასაჭერად. 

·  რკინის პიროფოსფატი ხასიათდება მაქსიმალური ბიოშეღწევადობით

·  არ ბლოკავს სხვა ვიტამინების და მინერალების აბსორბციას (ვიტ. E, ვიტ C, Ca)

·  C და B ჯგუფის ვიტამინები რკინასთან კომპლექსში აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ათვისებას

რკინის პიროფოსფატი ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით. სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესი.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) არეგულირებს სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს, მონაწილეობს რკინის მეტაბოლიზმში, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნის პროცესებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. 

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას, მონაწილეობს ერითროციტებში არსებული სულფჰიდრილური ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ, ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს ჰემოგლობინის, ნეირომედიატორების სინთეზში, ამინომჟავების, ცილების, ლიპიდების მეტაბოლიზმში, აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 

ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას.

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

·  რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა

·  სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემია

·  პოსტოპერაციული ანემია

·  რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დისბაქტერიოზი

·  ჭარბი მენსტრუაცია

·  სისხლის დონორობა

გაძლიერებული მოთხოვნა რკინაზე:

·  ორსულობა

·  ინტენსიური ზრდის პერიოდი

·  ვეგანები და ვეგეტარიანელები

·  დიეტა, არაბალანსირებული კვების რაციონი

·  ხანდაზმული ასაკი

·  ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა

შემადგენლობა:

დღიური დოზა 1 მიკროპალეტი შეიცავს: რკინის პიროფოსფატი - 14 მგ, ფოლის მჟავა - 300 მკგ, ვიტამინი B6 - 1,4 მგ, ვიტამინი B12 - 2,5 მკგ,  ვიტამინი С - 80 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს, ვეგანურია.

დოზირება:

მიიღება 14 წლიდან 1 მიკროპალეტი დღეში წყლის მიყოლების  გარეშე. ორსულებში და 12 წლის ასაკიდან გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

გაფრთხილება

• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

• საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: №20 მიკროპალეტი ტყის კენკრის არომატით

მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.

რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის  ასევე, იხილეთ: Pure - ფიური რკინა და ვიტამინი C 60 კაფსულა