აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

თიმეპექტი სიროფი 100მლ დოპელჰერცი - Doppelherz

#85036_651
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDoppelherz / დოპელჰერცი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაthymus+sambucus+honey
მოცულობა100 მლ
მოკლე აღწერა

მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო სიროფი,მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი.

24.50₾
35.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დოპელჰერცი აქტივი თიმეპექტი

მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო სიროფი

ნატურალურ კომპონენტებზე დამზადებული სიროფი ბეგქონდარას ექსტრაქტით, თაფლით და ანწლის წვენით ხელს უწყობს ნახველის გათხიერებას და ამოხველებას სასუნთქი გზებიდან, ამსუბუქებს ხველას და ამცირებს ყელის ლორწოვანის ანთებას და გაღიზიანებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს გრიპის და გაციების სიმპტომებს.

ბეგქონდარას შემადგენლობაში შედის ეთერზეთები და ფლავონოიდები, გააჩნია ბრონქოლიზური, ამოსახველებელი და მუკოლიზური ეფექტი, გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე გააჩნია ბაქტერიოსტატული მოქმედება რეზისტენტული შტამების მიმართაც კი. მეცნიერულად დამტკიცებულია რომ ის მოქმედებს პიროგენულ სოკოებზე. ასევე ათხიერებს ხახისა და ბრონქის ლორწოვანის მიერ გამომუშავებულ ლორწოს.

თაფლს აქვს ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. 

ანწლის წვენს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, ეფექტურია გაციების, ანგინის, გრიპის, სასუნთქი გზების დაავადებების დროს.

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

  • მწვავე, ქრონიკული და ობსტრუქციული ბრონქიტი
  • ბრონქიოლიტი
  • ბრონქოექტაზია
  • პნევმონია
  • ლარინგიტი, ტრაქეიტი
  • ბრონქული ასთმა
  • მუკოვისციდოზი
  • სინუსიტი, სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებები

დოზირება:

მიიღება 1 წლის ასაკიდან

  • 1-5 წლამდე - 2,5მლ 3 -ჯერ დღეში
  • 6-12 წლამდე - 5მლ 3-ჯერ დღეში

მკურნალობის კურსი 7 დღე.

გამოშვების ფორმა:

სიროფი 100 მლ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Herbion cowslip syrup - ჰერბიონი ფურისულას სიროფი 150მლ.