| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | PiLeJe - პილეჟე |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 20 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
ფემინებიენ CBU ფლეში 20 ტაბლეტი პილეჟე - Pileje
შარდსასქესო სისტემის ნორმალური ფუნქციის მხარდასაჭერად!
ფემინებიენ CBU ფლეში არის მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია შარდსასქესო სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და შარდვის კომფორტის მხარდასაჭერად.
ფორმულა აერთიანებს 2 მცენარეულ ექსტრაქტსა და 3 ეთერზეთს, რომლებიც შერჩეულია მათი ბუნებრივი თვისებებისა და ერთმანეთთან სინერგიული მოქმედების გათვალისწინებით.
კომპლექსი შეიცავს ქაცვისა და კვლიავის ექსტრაქტებს, ასევე დარიჩინის, მიხაკისა და მთის ქონდარის ეთერზეთებს.
ქაცვის (Calluna vulgaris) ექსტრაქტი - მცენარეული კომპონენტია, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება შარდგამომყოფი სისტემის ჯანმრთელობისა და შარდვის კომფორტის მხარდასაჭერად.
კვლიავის (Cuminum cyminum) ექსტრაქტი - მიიღება კვლიავის თესლისგან და შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის ბიოაქტიურ ნივთიერებებს. იგი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხარდასაჭერად. გამოირჩევა ასევე შარდმდენი და ანტიმიკრობული თვისებებით.
დარიჩინის (Cinnamomum verum) ეთერზეთი - მიიღება დარიჩინის ქერქისგან და მდიდარია ბუნებრივი არომატული ნაერთებით, განსაკუთრებით ცინამალდეჰიდით. გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით. ლაბორატორიულ კვლევებში გამოვლენილია მისი პოტენციური ანტიმიკრობული მოქმედებაც, რაც დამატებით ინტერესს იწვევს საშარდე სისტემის ჯანმრთელობასთან მიმართებაში.
მიხაკის (Syzygium aromaticum) ეთერზეთი - შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ბუნებრივ ნაერთებს, განსაკუთრებით ევგენოლს, რომელიც ცნობილია ანტიოქსიდანტური თვისებებით. ლაბორატორიულ პირობებში შესწავლილია მისი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო პოტენციალიც. იგი წარმოადგენს პროდუქტის მცენარეული კომპლექსის ერთ-ერთ კომპონენტს.
მთის ქონდარის (Satureja montana) ეთერზეთი - მიიღება მცენარის ყვავილოვანი ნაწილებისგან და შეიცავს ბუნებრივ არომატულ ნაერთებს, მათ შორის კარვაკროლსა და თიმოლს. ამ ნივთიერებების ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებები შესწავლილია ლაბორატორიულ კვლევებში.
მოზრდილებისთვის, შარდსასქესო სისტემის ჯანსაღი ფუნქციის მხარდასაჭერად. განსაკუთრებით იმ პირებისთვის, რომელთაც სურთ მცენარეული კომპლექსის გამოყენება შარდსასქესო სისტემის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად.
დღიური დოზის 4 ტაბლეტი შეიცავს: ქაცვის ექსტრაქტი - 500 მგ, კვლიავის ექსტრაქტი - 100 მგ, დარიჩინის ეთერზეთი - 40 მგ, მიხაკის ეთერზეთი - 40 მგ, მთის ქონდარის ეთერზეთი - 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტრიკალციუმის ფოსფატი, დიკალციუმის ფოსფატი, მაგნიუმის ცხიმოვანი მჟავების მარილები, ნატრიუმის ალგინატი, ბამბუკის ფხვნილი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ცელულოზა და სტეარინის მჟავა.
არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, ტიტანის დიოქსიდს, საღებავებს, კონსერვანტებს.
მიიღება მოზრდილებში 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში, თითო ტაბლეტი თითო მიღებაზე, დიდი რაოდენობის წყლის მიყოლებით, 5 დღის განმავლობაში.
შეინახეთ მშრალ, გრილ, სითბოს, ტენიანობის და სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. არ არის რეკომენდებული ორსული ან მეძუძური ქალებისთვის, კუჭის წყლულის ან გასტრიტის მქონე პირებისთვის.
ასევე დარიჩინის, მიხაკის ან ქონდარის მიმართ ალერგიის შემთხვევაში. განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის, გამოყენება 7 დღეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული.
ეს დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ დიეტას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისია ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: N20 ტაბლეტი.
მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე, საფრანგეთი.