| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Doppelherz / დოპელჰერცი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | Curcuma+piperin+vitamin D3 |
გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ
კურკუმა 750 30 კაფსულა დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv
პიპერინით და D ვიტამინით!
დოპელჰერცი აქტივი კურკუმას ექსტრაქტი მიღებულია Curcuma longa-ს ფესვიდან
· უძლიერესი ანტიოქსიდანტი და დეტოქსიკანტი
· გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით
· ხელს უწყობს საჭმლის მონელებას
· შეიცავს მაღალი ბიოშეღწევადობის კურკუმინს + პიპერინი და D ვიტამინი
კურკუმინს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება.
აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს, ეხმარება ორგანიზმს ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლაში.
დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე - ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ბალანსის შენარჩუნებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
პიპერინი არის ალკალოიდი, რომელიც პასუხისმგებელია შავი პილპილის (Piper nigrum) ცხარე გემოზე. მას მრავალი პოტენციური სარგებელი აქვს ჯანმრთელობისთვის:
· ზრდის სხვა ნივთიერებების ბიოშეღწევადობას, (კურკუმინი, ვიტამინები, მინერალები)
· აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
D ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
· ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი ინფექციები
· დაბალი იმუნიტეტი
· ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
· ოსტეოართრიტი
· კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები.
1 კაფსულა შეიცავს: კურკუმას ფესვის ექსტრაქტი - 750 მგ, კურკუმინი 35 - მგ, პიპერინი 2 - მგ, ვიტამინი D - 25 მკგ (1000 სე).
დამატებითი ინგრედიენტები: კურკუმას ფესვის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს კურკუმინს, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, პიპერინი, ვიტამინი D.
მიიღება მოზრდილებში 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს, ან შემდეგ, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით, შესაძლებელია კაფსულის შიგთავსის საჭმელთან შერევა.
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს, ვეგეტარიანულია!
გაფრთხილება:
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას
• საკვები დანამატია, არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად
ინახება მშრალ, გრილ, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა.
მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.
Doppelherz უკვე საუკუნეზე მეტია, არსებობს — ის 1919 წელს დაარსდა, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გერმანული ბრენდი.
ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაყრდნობით, დოპელჰერცის პროდუქცია შესანიშნავად მოქმედებს იმუნური სისტემის გამყარებასა თუ ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაზე.
ასევე, იხილეთ: კურკუმინი 30 კაფსულა სოლგარი - Solgar