| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Amvilab / ამვილაბი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 60 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | herbal combination drug |
გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს.
სინუს საპორტი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ამვილაბის სინუს საპორტი წარმოადგენს ბუნებრივ საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შემავალი პროტეოლიზური ფერმენტი და მცენარეული ნაკრები შექმნილია, როგორც დამხმარე საშუალება პარანაზალური სინუსების მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. მასში შემავალი კომპონენტების სინერგიული მოქმედება ხელს უწყობს დანამატი წიაღების შეშუპების ეპიზოდების სიხშირის და ინტენსივობის შემცირებას. სინუს საპორტს აქვს სეკრეტოლიზური, სეკრეტომოტორული, ტკივილგამაყუჩებელი, შეშუპების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს ექსუდატის გათხელებას და გამოყოფას ცხვირის დანამატი წიაღებიდან და ზემო სასუნთქი გზებიდან. ამსუბუქებს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: გამონადენი და სუნთქვის გაძნელება ცხვირიდან, ტკივილი და დისკომფორტი შუბლის და სახის არეში, თავის ტკივილი და სხვა.
სინუს საპორტის თვისებები:
სერატიოპეპტიდაზა (სერაპეპტიდაზა, სერაპეპტაზა) პროტეოლიზური ფერმენტია, რომელიც გამოირჩევა ანთების საწინაღდეგო მოქმედებით, ათხიერებს ლორწოს, ხსნის ცხვირის დანამატი წიაღების ანთებას და შეშუპებას, ბაქტერიული ინფექციების დროს ზრდის ანტიბიოტიკის მოქმედებას და ამცირებს მეორადი ინფექციების განვითარების რისკს, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
ნაღველას ფესვი და დიდგულა ასტიმულირებს სინუსების დრენაჟს, უზრუნველყოფს ციტოკინების გამომუშავებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები. მჟაუნა შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ამცირებს რესპირატორულ სიმპტომებს.
ვერბენას გააჩნია ანთებისსაწინააღდეგო, ანტიმიკრობული მოქმედება, მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი საშუალება, ხელს უწყობს გლუვი კუნთების მოდუნებას და დანამატი წიაღებიდან ლორწოს გამოყოფას.
სინუს საპორტისგამოყენება ხელს უწყობს დეკონგესტანტებზე დამოკიდებულების შემცირებას და ქრონიკული სინუსური პრობლემების მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):
· მწვავე და ქრონიკული სინუსიტი
· ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები: რინიტი, რინორეა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება
· ოპერაციის შემდგომი პერიოდი ცხვირზე და დანამატ წიაღებზე
· დეკონგესტანტების ხანგრძლივი გამოყენება
შემადგენლობა:
2 კაფსულა შეიცავს: სერატიოპეპტიდაზა (2200 ერთეული/მგ) - 36 მგ. ნაღველას (Gentian) ფესვის ფხვნილი - 30 მგ, მჟაუნას ფხვნილი - 110 მგ, ლურჯი ვერბენას ფხვნილი - 110 მგ, დიდგულას ყვავილის ფხვნილი - 110 მგ.
არ შეიცავს გლუტენს და გმო-ს.
დოზირება:
2 კაფსულა დღეში ან ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემავალი კომპონენეტების მიმართ.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით, შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.