აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბიოტინი 8მგ 60 კაფსულა ფიური - Pure

#89014_3326
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPure - ფიური
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაbiotin
მოკლე აღწერა

თმა, კანი, ფრჩხილის ჯანსაღი სტრუქტურის შესანარჩუნებლად, მეტაბოლური პროცესების გასაძლიერებლად, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად.

64.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

Pure - ფიური ბიოტინი 8მგ 60 კაფსულა

პრემიუმ ხაზის ბიოტინი - თმა, კანი, ფრჩხილის ჯანსაღი სტრუქტურის შესანარჩუნებლად, მეტაბოლური პროცესების გასაძლიერებლად, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად.

ბიოტინი აუცილებელია ორგანიზმში გლუკოზის სინთეზისთვის, ინსულინის წარმოებისთვის, ნერვული უჯრედების და საოფლე ჯირკვლების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, მის მოლეკულურ სტრუქტურაში შედის გოგირდი, რომელიც შეუცვლელია ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილისთვის. ბიოტინი მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, მნიშვნელოვანია ჰემოპოეზისთვის. 

ფიური®ბიოტინი:

· მონაწილეობს ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების მეტაბოლიზმში და ენერგიის გამომუშავებაში.

· ხელს უწყობს ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურის შენარჩუნებას (4)

· აუმჯობესებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას

· არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში

· ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის, ნერვული უჯრედების ჯანმრთელობას და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას

· დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის  ინგრედიენტებისგან

ბიოტინი -  ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილი

ვიტამინი B7 -"სილამაზის ვიტამინი" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმა, კანი, ფრჩხილისთვის, ხელს უწყობს კერატინის სინთეზს, უმნიშვნელოვანესია თმის ზრდის და თმის ფოლიკულის განვითარებისთვის, განაპირობებს ბუნებრივ, რეგენერაციულ პროცესებს თმის ძირებში. მისი დეფიციტი აუტოიმუნური დაავადებების და სებორეას განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. ბიოტინის ნაკლებობის დროს ზიანდება თმის ღერის სტრუქტურა, იგი ხდება მყიფე, მტვრევადი, რაც იწვევს თმის ცვენას, წარმოიქმნება ქერტლი, აღინიშნება ცხიმიანობის მომატება ან სიმშრალე. 

ბიოტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება - გაახალგაზრდავებაში. ამცირებს გამონაყარს, ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის სინთეზს, შესაბამისად გავლენას ახდენს კანის და თმის ცხიმიანობის დაბალანსება - დარეგულირებაზე, ასევე უზრუნველყოფს კანის კვებას, დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.

აღადგენს და აძლიერებს ფრჩხილის სტრუქტურას, სიმტკიცეს უბრუნებს მტვრევად ფრჩხილებს, ხელს უწყობს მათი ზრდის პროცესს.

ბიოტინი და ნერვული სისტემა

გლუკოზა ორგანიზმს სჭირდება თავის ტვინის და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი B7 ხელს უწყობს გლუკონეოგენეზს, გლუკოზის ბუნებრივ წარმოებას არანახშირწყლოვანი ნაერთებისგან და არეგულირებს მის ნორმალურ დონეს სისხლში. ბიოტინის დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს როგორც ფსიქო-ემოციურ, ასევე ფიზიკურ მდგომარეობაზე, ამის თავიდან ასაცილებლად, შაქრიანი დიაბეტის ან სისხლში დაბალი გლუკოზის მქონე პირებმა უნდა მიიღონ დამატებით ვიტამინი B7.

ბიოტინი და სპორტი 

ვარჯიშის დროს სისხლში გლუკოზის დონე მცირდება, ორგანიზმი იწყებს მის სინთეზს კუნთებსა და ღვიძლში დეპონირებული გლიკოგენის დაშლით, მაგრამ ეს მარაგი შეიძლება არ იყოს საკმარისი. გლუკოზის დონის შემცირება იწვევს სისუსტეს და სიმძიმეს კუნთებში. ბიოტინი აჩქარებს გლუკონეოგენეზის პროცესს, რაც ზრდის გლუკოზის მარაგს დამღლელი ვარჯიშის დროსაც კი, ამასთან კუნთოვანი მასის ზრდა დამოკიდებულია ჯანსაღ მეტაბოლიზმზე, რაც მოითხოვს ბიოტინის ადექვატურ დონეს ორგანიზმში. 

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

ბიოტინის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების კომპლექსური თერაპია და პროფილაქტიკა:

· სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა

· ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევა (მტვრევადობა, აშრევება, ზრდის დარღვევა)

· კანის სტრუქტურული ცვლილებები, აკნე, პილინგი, კანდიდოზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, დერმატოზები

· ჰიპერგლიკემია, დიაბეტური ნეიროპათია

· მეტაბოლიზმის დარღვევა

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა:

1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: ბიოტინი - 8მგ. 

დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა), ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი). 

დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან. 

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

ბიოტინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სისხლის ანალიზის შედეგებზე. დაელოდეთ მინიმუმ 8 საათი ბიოტინის მიღებას და სისხლის ანალიზის აღებას შორის. აცნობეთ ექიმს თქვენს მიერ მიღებული ბიოტინის ნებისმიერი დანამატის შესახებ. 

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა. 

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ. 

დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგანური ინგრედიენტებისგან.

References:

1.       Wolf B, et al. Pediatric Research. 1979. 13; 1275?1279.

2.       Revilla-Monsalve C, et al.Biome Pharmacother. 2006 May;60(4):182-5.

3.       Rodriguez-Melendez R, et al. J Nutr Biochem. 2003 Dec;14(12):680-90.

4.       Hochman LG, et al. Cutis. 1993 Apr;51(4):303-5.