აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სპრეი ნემური ნაითი 25მლ ორთომოლი - Orthomol

#90801_2580
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიOrthomol - ორთომოლი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაmelatonin+passiflora+melissa
მოცულობა25 მლ
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია ძილის დარღვევების დროს კომპლექსურ თერაპიაში.
70.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® ნემური ნაითის ორალური სპრეი

მშვიდი და ჯანსაღი ძილისთვის!

ორთომოლ® ნემური ნაითის ორალური სპრეი შექმნილია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მშვიდი და ჯანსაღი ძილს მხარდასაჭერად.

ძილის დარღვევა უარყოფითად მოქმედებს ნერვული, იმუნური, გულ–სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, აქვეითებს მეხსიერებას და შრომისუნარიანობას.

ორთომოლ® ნემური ნაითის კომპლექსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები: 

მელატონინი აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას, ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას, გამოღვიძების შემდეგ არ იწვევს უხალისობას, დაღლილობის შეგრძნებას, არ ახასიათებს შეჩვევა და დამოკიდებულება.

მელისას და პასიფლორას ექსტრაქტები ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებებია, რომლებიც ტრადიციულად შფოთვის, ნერვული დაძაბულობისა და ძილის დარღვევების შესამსუბუქებლად გამოიყენება.

იხილეთ ბლოგი: რატომაა ჯანსაღი ძილი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ დაგვეხმარება ამაში ორთომოლი

რეკომენდებულია ძილის დარღვევების დროს კომპლექსურ თერაპიაში.

· გაძნელებული ჩაძინება

· ღამით ხშირი გაღვიძება და ძილის ცირკადული რითმის დარღვევა

· საათობრივი სარტყლის ცვლილებები-ადაპტაციის მიზნით

· სტრესული მდგომარეობები

· ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დაზიანებები, მათ შორის კლიმაქტერული პერიოდი

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა:

ორალური სპრეის დღიური დოზა 1 შესხურება (0.2 მლ) შეიცავს:  

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV*
მელატონინი 1 მგ  ** 
პასიფლორას ექსტრაქტი (მიღებული 7,6 მგ პასიფლორას ფოთლებიდან) 1,9 მგ  **
 მელისას ექსტრაქტი (მიღებული 6,8 მგ მელისას ფოთლებიდან) 1,7 მგ  **


· * NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

· ** არ არის ხელმისაწვდომი საცნობარო რაოდენობა

დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, დამატკბობელი ქსილიტოლი, 0,6% პასიფლორას ყვავილის ექსტრაქტი (Passiflora incarnata-დან), 0,5% მელატონინი, 0,1% მელისას ფოთლის ექსტრაქტი (Melissa officinalis), სტაბილიზატორი მიკროკრისტალური ცელულოზა, არომატიზატორი, კონსერვანტი კალიუმის სორბიტი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა.

ორთომოლ® ნემური ნაითი სპრეის მიღების წესი:

1 შესხურება დღეში პირის ღრუში. გამოყენების წინ  ფლაკონი უნდა შეინჯღრეს, მისი გამოყენება შესაძლებელია კბილების გახეხვის შემდეგაც. სპრეი უსაფრთხოა კბილებისთვის.

გაფრთხილება: 

· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

· ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით 

· საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ჰერმეტულად დახურულ მდგომარეობაში, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

გახსნიდან ვარგისია 6 თვის განმავლობაში. 

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, შაქარს, ალკოჰოლს, ალერგენებს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს.

გამოშვების ფორმა:

25 მლ ორალური სპრეი (125 დოზა - თითო შესხურება 0,2 მლ) ფლაკონში.

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

ასევე, იხილეთ : Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი მელატონინი 20 პაკეტი