აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლეციტინი 100 კაფსულა სოლგარი - Solgar

#49086_2153
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSolgar / სოლგარი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა100 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაlecithin
მოკლე აღწერა

ჩვენება: ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება ჰეპატიტი ციროზი ღვიძლის ტოქსიური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლით).

69.20₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ლეციტინი 100 კაფსულა სოლგარი - Solgar

ლეციტინი წარმოადგენს ფოსფოლიპიდების ნაკრებს, მის შემადგენელ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ფოსფატიდილქოლინი.

ლეციტინი  - აცეტილქოლინის (ნეირომედიატორი) სინთეზში მონაწილე შეუცვლელი ფოსფოლიპიდია, ქოლინის და ლინოლის მჟავის ბუნებრივი წყაროა. ლინოლის მჟავა ესენციური ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც არ გამომუშავდება ორგანიზმში და ამიტომაც აუცილებელია მისი მიღება კვებითი  დანამატის სახით.

რატომ სოლგარის ლეციტინი?

·        ლეციტინი დაზიანებული უჯრედების აღსადგენი საშენი მასალაა.

·        აღადგენს თავის ტვინის და ღვიძლის ფუნქციებს. აუმჯობესებს ყურადღების და ცნობიერების ხარისხს, იცავს ღვიძლს ცხიმოვანი გადაგვარებისაგან.

·        ლეციტინი  ძირითად შეუცვლელ ფოსფოლიპიდებს, ქოლინსა და ინოზიტოლს შეიცავს  და ორგანიზმში ცხიმოვანი მჟავების, ქოლესტერინისა და ვიტამინების ძირითადი ტრანსპორტიორია.

·        ლეციტინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს მაღალტოქსიური თავისუფალი რადიკალების წარმოქმნისაგან და აძლიერებს სამკურნალო პრეპარატების მოქმედების ეფექტს.

ლეციტინი განსაზღვრავს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, რადგან ნერვული უჯრედების ძირითადი საკვები ნივთიერებაა, შეადგენს პერიფერიული ნერვული სისტემის 17% , თავის ტვინის - 30% და მიელინის  სინთეზის ძირითადი კომპონენტია (ნეიროტრანსმისია).  ლეციტინის ნაკლებობა იწვევს ნერვული უჯრედების მიელინის გარსის რღვევას. სწორედ ამიტომ იგი აქტიურად გამოიყენება ნევროლოგიაში (კომპლექსურ თერაპიაში)  :

·        ინსულტის ( იშემიური, ჰემორაგიული) მწვავე და შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;

·        გაფანტული სკლეროზი და პროგრესირებად დემენციასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები (პარკინსონი, ალცჰეიმერი);

·        თავის ტვინის ფუნქციური დარღვევები: ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება, ნერვული აშლილობა და ტიკები (ხანდაზმულ პაციენტებში ასაკოვანი ცვლილებები);

·        გენეტიკური დაავადებები (მაგ. დაუნის  დაავადება - თანდაყოლილი პათოლოგიების კორექციის ფარგლებში);

·        კრიზისული მდგომარეობების (შაკიკი, მომატებული აღგზნებადობა, ნევროზი, უძილობა) კუპირება;

·        ნერვული სისტემის ტრავმული და ინფექციური დაზიანებები;

ლეციტინი  წარმოადგენს ღვიძლის ქსოვილის შემადგენელ ძირითად კომპონენტს. ლეციტინისგან შედგება ღვიძლის 50% - ორგანიზმში არსებული საერთო ლეციტინის რაოდენობის - 65%. იგი აღადგენს ღვიძლის სტრუქტურას და აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში, სწორედ ამიტომ ლეციტინი აქტიურად გამოიყენება ჰეპატოლოგიაში (კომპლექსურ თერაპიაში) :

·       ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება

·       ჰეპატიტი

·       ციროზი

·       ღვიძლის ტოქსიური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლით);

·       სიმსუქნე;

ლეციტინი ასტიმულირებს  ნაღვლის გამოყოფას და აუმჯობესებს მის შემადგენლობას, იგი  გამოიყენება (კომპლექსურ თერაპიაში)  :

·       ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის;

·       სანაღვლე გზების დისკინეზიისას;

·       კუჭისა  და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისას;

გული  გამოირჩევა ლეციტინის  ყველაზე მაღალი შემცველობით.  ამიტომაც მიზანშეწონილია ლეციტინის მიღება ინფარქტის პრევენციისთვის  და პოსტინფარქტულ პერიოდში. გარდა ამისა, ლეციტინი ინარჩუნებს ქოლესტერინს ხსნად მდგომარეობაში და არ აძლევს სისხლძარღვის კედლებზე  დალექვის საშუალებას, აკონტროლებს სისხლში ტრიგლიცერიდების და ჰემოგლობინის დონეს.  ლეციტინი ფართოდ გამოიყენება კადიოლოგიაში (კომპლექსურ თერაპიაში) :

·       ათეროსკლეროზი

·       გულის იშემიური დაავადება

·       ჰიპერტონია

·       კარდიომიოპათია

·       გულის უკმარისობა

·       ანემია

შემადგენლობა:

სოიოს ლეციტინი 1360 მგ

დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, სოიოს შემცველი ინგრედიენტები.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს.

დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად. ჩვენებიდან გამომდინარე, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლებელი დღეში 6 კაფსულაზე მეტის მიღებაც დღის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა:  100 ჟელატინისებური კაფსულა.

მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.

ასევე, იხილეთ: დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv ლეციტინი 40 კაფსულა