აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვიტამინი D3 5000სე 59მლ წვეთები სოლგარი - Solagar

#70560_2153
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSolgar / სოლგარი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაvit.D3
დოზა5000სე
მოკლე აღწერა

ჩვენება: D ვიტამინის დეფიციტის და ოსტეომალაციის მკურნალობა-პროფილაქტიკა.

59.79₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ვიტამინი D3 5000სე 59მლ წვეთები  სოლგარი - Solagar

125მკგ (5000 სე)

შემადგენლობა:

თხევადი D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი)125მკგ (5000 სე).

D3 ვიტამინის დეფიციტი ბოლო დრომდე ასოცირდებოდა მხოლოდ რაქიტისა და ოსტეოპოროზის განვითარებასთან. თუმცა, თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ სისხლში D3 ვიტამინის დაბალი კონცენტრაცია ქმნის ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა: კიბო, დიაბეტი, აუტოიმუნური დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითებით განპირობებული ინფექციები, ზოგიერთი ნეიროფსიქიური მდგომარეობა.

სოლგარის მიერ სპეციალური ტექნოლოგიით მიღებული D3 ვიტამინი, შექმნილია ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური მინერალიზაციისთვის
მიღებულია ღრმა, ყინულოვანი წყლების თევზის ღვიძლის ქონიდან, რაც განაპირობებს მის უმაღლეს ხარისხს და ეფექტურობას
სოლგარის ზეთოვანი კაფსულები უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ D3 ვიტამინის მაქსიმალურ ათვისებას
ორგანიზმისთვის საზიანო მინარევებისაგან გასუფთავებისთვის სოლგარი იყენებს მოლეკულური დისტილიზაციის მაღალტექნოლოგიურ მეთოდს, რაც განაპირობებს პროდუქტის უსაფრთხოებას
სოლგარის ცხიმში ხსნადი D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და  ფოსფატების ასათვისებლად. D3  ვიტამინი განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების სიჯანსაღეს.  D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის დემინერალიზაციასა და  (ოსტეოპოროზი) მოტეხილობას. იგი უზრუნველყოფს  ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. სოლგარის D3 ვიტამინის  ეფექტურობა უტოლდება ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული  D ვიტამინისას. ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D  ვიტამინად გარდაქმნის უნარს, ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება. 

გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):

• D ვიტამინის დეფიციტის და ოსტეომალაციის მკურნალობა-პროფილაქტიკა
• ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში
• ჰიპოკალცემიური ტეტანია
• ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოპარათირეოზი)
• მენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა)
• ხანდაზმული ასაკი
• ათლეტები და სპორტსმენები

დამატებითი ინგრედიენტები: მზესუმზირის თესლის ზეთი, ნატურალური ფორთოხლის არომატიზატორი.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, შაქარს, მარილს, საფუარს, ხელოვნურ დამატკბობლებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს.

დოზირება: 

მიიღება 0.5მლ (62.5მკგ) ან 1მლ (125მკგ), წყლის გარდა ნებისმიერ სითხეში შერეული ან სუფთა სახით, სასურველია საკვების მიღების დროს. მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში.

არ გამოიყენება ბავშვებში. 

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 59მლ.

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ.