აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ომეგა 3 90 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#83202_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა90 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაomega 3
მოკლე აღწერა

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნერვული სისტემის დაავადებები, იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია.

61.73₾
88.19₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ომეგა 3 90 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

ეკოლოგიურად სუფთა, მაღალკონცეტრირებული ომეგა 3 - შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები

ამვილაბის ომეგა 3 შეიცავს 100 %-ით ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ტექნოლოგიით (მოლეკულური დისტილაციის მეთოდი) მიღებულ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც მოლეკულურ დონეზეა გაწმენდილი მძიმე მეტალებისა და ტოქსინებისგან, არ აღიზიანებს კუჭს და არ ტოვებს თევზის გემოს
შეიცავს მაღალკონცენტრირებულ ომეგა 3-ს - 2000მგ თევზის ქონში შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა შეადგენს 1400 მგ-ს (EPA-800 მგ, DHA-600 მგ)
ენტეროსოლუბილური გარსით დაფარული ნელი გამოთავისუფლების კაფსულა უზრუნველყოფს ომეგა 3 - ის უფრო ნელ და სრულ აბსორბირებას
ომეგა-3 წარმოადგენს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების (ეიკოზაპენტაენის მჟავა,  დოკოზაჰექსაენის მჟავა) კომბინაციას, რომლებიც ,,სასიცოცხლოდ“ მნიშვნელოვანია  ორგანიზმისათვის. ისინი ზემოქმედებას ახდენენ უშუალოდ უჯრედების სტრუქტურასა და აქტივობაზე, სწორედ ამითაა განპირობებული ომეგა 3 - ის  მოქმედების ფართო სპექტრი:

აძლიერებს ორგანიზმის იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და მხედველობის ორგანოს ფუნქციებს
ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას
არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადებების განვითარების რისკს
აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას
ამცირებს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს
ზრდის სეროტონინის გამოყოფას და თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოყოფას  სისხლში, რაც მკვეთრად აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას
აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს
ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, წონის კორექციას
აუბჯობესებს კანის, თმის, ფრჩხილის სტრუქტურას

იხილეთ ბლოგი: ომეგა 3 — ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ცხიმოვანი მჟავა

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების კომპლექსური თერაპია
ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევა, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება
იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა
კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე და სხ. 
ართრიტი, ართროზი
მეან - გინეკოლოგია: ნაყოფის მცირე წონა, ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკი, პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხ.
თვალის დაავადებები
შემადგენლობა

2 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი - 2000 მგ, ომეგა 3 - 1400მგ (EPA-800 მგ, DHA-600მგ).

დამატებითი ინგრედიენტები: ვიტამინი E, ჟელატინი, გლიცერინი, არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს და კონსერვანტებს.

დოზირება:

1-2 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით, შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

გამოშვების ფორმა:  N30, N90 ჟელატინისებრი კაფსულა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.