| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Amvilab / ამვილაბი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 120 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | annona muricata |
გამოიყენება იმუნური სისტემის ფუნქციის გასაძლიერებლად
გრავიოლა 650მგ 120 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
გრავიოლა (Annona muricata) ტროპიკული მცენარეა, რომელიც ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება როგორც ზოგად გამაჯანსაღებელი საშუალება. მისი ფოთლები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, როგორიცაა აცეტოგენინები, ფიტონუტრიენტები, ვიტამინები (A, C, D, B ჯგუფი), მინერალები (მაგნიუმი, სელენი, რკინა, კალციუმი, ფოსფორი, თუთია და სხვა).
გრავიოლა ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, ანტიოქსიდანტურ ბალანსს და ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს.
მოქმედება:
• იმუნური სისტემის მხარდაჭერა - ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი მექანიზმების გაძლიერებას, ახდენს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას
• ანტიოქსიდანტური მოქმედება - იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან და ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს
• მეტაბოლური ბალანსი - დადებითად მოქმედებს ენერგეტიკულ ცვლასა და საერთო ტონუსზე
• ბუნებრივი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები - შეიცავს ნატურალურ ნაერთებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებზე
• ნერვული სისტემის მხარდაჭერა - ხელს უწყობს სტრესის შემცირებასა და ემოციური ფონის გაწონასწორებას
• საჭმლის მონელების და დეტოქსიკაციის მხარდაჭერა - აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას და ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ გაწმენდას
· იმუნური სისტემის ფუნქციის გაძლიერება
· ანტიოქსიდანტური ბალანსის შენარჩუნება
· ფიზიკური და ემოციური გადაღლა
· ბუნებრივი დეტოქსიკაციის პროცესის ხელშეწყობა
· კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის ჯანმრთელობის მხარდაჭერა
· ზოგადი ტონუსის გაუმჯობესება
· ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების შემცირება
1 კაფსულა შეიცავს: გრავიოლას ფოთლის ფხვნილი (Annona muricata) - 410 მგ, გრავიოლას ფოთლის ექსტრაქტი - 60 მგ (მიიღება 240 მგ გრავიოლას ფოთლისგან), დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი (ცხოველური) მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ბრინჯის ფქვილი.
მიიღეთ როგორც საკვები დანამატი 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში, საკვებთან ერთად ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკის პირები, ნეიროდეგენერაციული დაავადებები (მაგ., პარკინსონი), არ გამოიყენოთ, თუ იღებთ MAO-ინჰიბიტორებს ან ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს
გაფრთხილება:
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას
• საკვები დანამატი არ უნდა გამოიყენებოდეს როგორც დაბალანსებული კვების შემცვლელი, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N120 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
იხილეთ ბლოგი: გრავიოლა — ეგზოტიკური სამკურნალო მცენარე და მისი გამოყენების ჩვენებები