აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

DHEA 25მგ 60 კაფსულა ფიური - Pure

#95810_3326
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPure - ფიური
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაDHEA
მოკლე აღწერა
გამოიყენება ჰორმონალური ბალანსის მხარდასაჭერად!
90.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

DHEA 25მგ 60 კაფსულა ფიური - Pure

ჰორმონალური ბალანსის მხარდასაჭერად!

დეჰიდროეპიანდროსტერონი (DHEA) სტეროიდული ჰორმონია, რომელიც  წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლებში, თუმცა მცირე რაოდენობით სინთეზირდება სასქესო ჯირკვლებისა და ტვინის მიერ. DHEA ძალიან დიდ გავლენას ახდენს  ორგანიზმის დაბერების პროცესის შენელებაზე და ზოგად ჯანმრთელობაზე.

ფიური®/DHEA 25 მგ: 

DHEA არის ჰორმონი, რომლის დონეც მცირდება ასაკთან და სტრესთან ერთად

· ფიური DHEA ინარჩუნებს ნორმალურ ჰორმონალურ ბალანსს ასაკის მატებასთან ერთად

· აღადგენს DHEA-ს დონეს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში

· ხელს უწყობს იმუნური სისტემის მხარდაჭერას

· შეიძლება ხელი შეუწყოს კუნთოვანი მასის და ცხიმის ჯანსაღ თანაფარდობას

· ფიური®/DHEA შეიცავს მიკრონიზებულ DHEA-ს, რაც უზრუნველყოფს მის კარგ ათვისებას

· დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან

დეჰიდროეპიანდროსტერონი (DHEA) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონია ადამიანის ორგანიზმში, რომლის  წარმოება რეგულირდება ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) და პროლაქტინის მიერ, სისხლში მოხვედრისას DHEA გარდაიქმნება დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატად (DHEA-S). DHEA წარმოადგენს ესტროგენების და ანდროგენების წინამორბედს, მისი დონე ყველაზე მაღალია ადრეულ ზრდასრულ ასაკში, პიკს აღწევს დაახლოებით 25 წლის ასაკში, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად მისი რაოდენობა თანდათან მცირდება. DHEA-ს შემცირება აისახება დაბერების პროცესებზე და ისეთ მდგომარეობებზე, როგორიცაა: დიაბეტი, ოსტეოპოროზი, დემენცია, ერექციული დისფუნქცია, ვაგინალური ატროფია და ლიბიდოს დაქვეითება.

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

·  ჰორმონალური დისბალანსი (ტესტოსტერონის და/ან ესტროგენის დეფიციტი)

·  საკვერცხის სარეზერვო ფუნქციის დაქვეითება

·  მენსტრუალური ციკლის დარღვევა

·  სექსუალური აქტივობისა და ლიბიდოს დაქვეითება

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა:

1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: DHEA (დეჰიდროეპიანდროსტერონი) - 25 მგ. 

დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა), ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ბრინჯის ქერქი, ასკორბილ პალმიტატი.

დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან. 

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გაფრთხილება: არ მიიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში. ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს პროდუქტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

შესაძლო გვერდითი ეფექტები: აკნე, თმის ცვენა, სახის გათმიანება (ქალებში), გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ესტროგენის დონის მომატება. შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება და დაუკავშირდით ექიმს, თუ შეამჩნევთ გულის ცემის გახშირებას, თავბრუსხვევას, მხედველობის გაუარესებას ან სხვა მსგავსი სიმპტომების გაჩენას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა. 

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ. 

დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული ვეგანური ინგრედიენტებისგან. 

Pure encapsulation® №1 გლობალური ბრენდია ამერიკასა და ევროპაში, რეკომენდებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ. კომპანია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვებ დანამატებს სამეცნიერო კვლევების საფუძველზე.

Pure encapsulation®-ის ყველა ინოვაციური პროდუქტი ვეგეტარიანულ კაფსულებთან ერთად ჰიპოალერგიულია. თითოეული პროდუქტი მუშავდება (SOP)-ის სტანდარტით, რათა თავიდან იქნას აცილებული შემადგენელი ინგრედიენტების ჯვარედინი დაბინძურება. კომპანია არ იყენებს დამატებით საფარებს, უნივერსალურ შემკვრელებს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, ფერებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს, რაც ხელს უშლის ან ამცირებს პროდუქტის კომპონენტების ბიოშეღწევადობას.