აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მაგნიუმის ციტრატი 90 კაფსულა ფიური - Pure

#89010_3326
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPure - ფიური
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა90 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაMg
მოკლე აღწერა

ხსნის კუნთების სპაზმს და დაჭიმულობას,აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას.

86.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

Pure - ფიური მაგნიუმის ციტრატი 90 კაფსულა

ხელს უწყობს  კარდიომეტაბოლური, ნეიროკოგნიტური და ძვალ-კუნთოვანი სისტემის ჯანმრთელობის მხარდაჭერას!

ფიური®მაგნიუმის ციტრატი მაგნიუმის ხელატური ფორმაა, რომელიც ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, მას ადვილად და სრულად ითვისებს ორგანიზმი, შექმნილია ნერვ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ფიური®მაგნიუმის ციტრატი:

·  მონაწილეობს ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების მეტაბოლიზმში და ენერგიის წარმოქმნაში (1-4)

·  აუმჯობესებს ნერვ-კუნთოვანი იმპულსის გადაცემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, ამცირებს შფოთვას და გაღიზიანებას (₅)

·  ხსნის კუნთების სპაზმს და დაჭიმულობას

·  აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას (6-12)

·  ხელს უწყობს კალციუმის მეტაბოლიზმს და ძვლის მინერალიზაციას, აგრეთვე B6, C და E ვიტამინების შეწოვას (13-16)

·  აუმჯობესებს ძილის ხარისხს

მაგნიუმი წარმოადგენს ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს, რომელიც აუცილებელია უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს 200 - მდე ბიოქიმიურ რეაქციაში, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში.

მაგნიუმი აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, ხსნის კუნთოვან სპაზმს, გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, უზრუნველყოფს მშვიდ ჯანსაღ ძილს და ინსომნიური (უძილობა) მდგომარეობის შემსუბუქებას, ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს, გაღიზიანებას. 

მაგნიუმი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე, იცავს სისხლძარღვების კედელს, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას, ახდენს გულის რითმის ნორმალიზებას და აუმჯობესებს გულის მუშაობას, არეგულირებს არტერიულ წნევას, ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიის განვითარების რისკს.

მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, აძლიერებს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს მის ჩალაგებას სიხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას. 

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):      

ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა:

·  ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, ასთენია, დეპრესია

·  ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა

·  ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

·  კუნთების ტკივილი და სპაზმი (კრამპი)

·  ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება

·  პრემენსტრუალური სიდრომი, კლიმაქტერული პერიოდი

·  არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის დარღვევები

·  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმი (სპასტიურობა)

·  შაქრიანი დიაბეტის კომპლექსური მკურნალობა

·  ნერვ-კუნთოვანი დარღვევები

·  შაკიკი და დაძაბვის თავის ტკივილი

·  ორსულთა ტოქსიკოზი

შემადგენლობა:

 1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: მაგნიუმის ციტრატი - 150 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ასკორბილის პალმიტატი.

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს. 

ფიური®მაგნიუმის ციტრატის მიღების წესი:

მიიღება 1- 4 კაფსულა დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან, ხანგრძლივად.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება:

·  არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

·  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

· საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: №90 კაფსულა.

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.

დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგანური ინგრედიენტებისგან.

References:

1. Orchard TS, et al. Am J Clin Nutr. 2014 Apr; 99(4): 926-933.

2. Dahle LO, et al. Am J Obstet Gynecol. 1995 Jul;173(1):175-80.

3. Fuentes JC, et al. Congest Heart Fail. 2006 Jan-Feb;12(1):9- 13.

4. Minich DM, et al. Altern Ther Health Med 2007 Jul-Aug;13(4):62-5.

5. Barragin-Rodriguez L, et al.Magnes Res. 2008 Dec;21(4):218-23.

6. Rodriguez-Morin M, et al. Diabetes Care. 2003 Apr;26(4):1147-52.

7. Brilla LR, et al. J Am Coll Nutr. 1992 Jun;11(3):326-9.

8. Galland L , et al. Magnesium. 1985;4(5-6):333-8.

9. Heaton RW.. Clin. Sci. 27: 31, 1964.

10.     Hiroshi M, et al. Jpn J Nutr Diet. . 2005. 63(1); 27-31.

11.     Dirup I, et al. J Intern Med. 1993 Feb;233(2):117- 23.

12.     Hamill-Ruth RJ, et al. Crit Care Med. 1996 Jan;24(1):38-45.

13.     He K, et al. Circulation. 2006 Apr 4;113(13):1675-82.

14.     Ryder KM, et al. J Am Geriatr Soc. 2005 Nov;53(11):1875-80.

15.     Lee SH, et al.Am J Hypertens. 2002 Aug;15(8):691-6.

16.     De Souza MC, et al. J of Women's Health & Gender-Based Medicine. March 2000, 9(2):131-139.