| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Amvilab / ამვილაბი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | berberis+melon+banaba |
პრედიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი II
ბერბერინი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ბერბერინი წარმოადგენს კომპლექსური შემადგენლობის საკვებ დანამატს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების გასაუმჯობესებლად. ბერბერინი მცენარეული ალკალოიდია, რომელიც არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ზრდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, უჯრედულ დონეზე აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს. ბერბერინს, მწარე ნესვის და ბანაბას ფოთლის ექსტრაქტთან კომბინაციაში გააჩნია სინერგიული მოქმედება, მონაწილეობას იღებს ლიპიდურ და ნახშირწლოვან ცვლაში, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს. ბერბერინი ააქტიურებს ფერმენტ ადენოზინ მონოფოსფატის აქტივირებულ პროტეინკინაზას (AMPK), რომელიც აუმჯობესებს ენერგეტიკულ ცვლას და გლუკოზის უტილიზაციას უჯრედულ დონეზე. ბერბერინს აქვს შარდმდენი მოქმედება, წმენდს ორგანიზმს ტოქსინების და შლაკებისგან, ხელს უწყობს ცხიმების მეტაბოლიზმს და ეფექტურია წონის კლების პროგრამაში. მწარე ნესვის ექსტრაქტი აუმჯობესებს გლუკოზის ათვისებას და კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა უჯრედების ფუნქციას, ბანაბას ფოთლის ექსტრაქტი შეიცავს კოროზოლის მჟავას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ზრდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას.
· პრედიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი II
· მეტაბოლური სინდრომი: ინსულინრეზისტენტობა, ჰიპერლიპიდემია
· ჭარბი წონა
ბერბერინი - 500 მგ, მწარე ნესვის ექსტრაქტი -100 მგ, ბანაბას ფოთლის ექსტრაქტი - 25მგ.
დამატებითი ინგრედიენტები
ჰიდროქსილპროპილ მეთილცელულოლაზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი. არ შეიცავს გლუტეინს, არ შეიცავს გმო-ს.
მიიღება როგორც საკვები დანამატი 1-2 კაფსულა დღეში კვების დროს, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი 18 წლამდე ასაკის პირები, არ გამოიყენება დიარეის დროს.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.