აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვიტამინი D3 2000სე 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

#83197_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა90 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაvit.D3
დოზა2000IU
მოკლე აღწერა

გამოიყენება D ვიტამინის და K2 ვიტამინის დეფიციტის  საპროფილაქტიკოდ.

 

47.88₾
68.40₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ვიტამინი D3 2000სე 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

D3 ვიტამინის  და K2 ვიტამინის კომბინაცია ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

D3  ვიტამინი არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს  კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს.D3 ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. D3 ვიტამინის დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზსს. D3 ვიტამინის მიღების შედეგად მცირდება: დიაბეტის, გულის შეტევის, გულის უკმარისობის, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.

K2 ვიტამინი მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში, ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში, ამცირებს კორონარული არტერიების კალციფიკაციას, შედეგად ამცირებს გულ-სისხლძარღვათა დაავადებების განვითარების რისკს, ახდენს დიაბეტის და სიმსივნური დაავადებების განვითარების პრევენციას.

რატომაა D3 ვიტამინის  და K2 ვიტამინის  კომბინაცია იდეალური?

მხოლოდ D3 ვიტამინის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებში, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის სკლეროზს და კალციფიკაციას.   ამვილაბის ვიტამინი D3 დამატებით შეიცავს K2 ვიტამინის ნატურალურ ფორმას MK-7 -მენაქინონი-7-ს, რომელიც ახდენს ცილა ოსტეოკალცინის აქტივაციას, რაც უზრუნველყოფს  კალციუმის ჩალაგებას მხოლოდ ძვლებში და არა სისხლძარღვებში. K2 ვიტამინი GLA ცილის (მატრიქსული ცილა გამა კარბოქსილგლუტამინის მჟავა) კარბოქსილირების გზით აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას. K2 ვიტამინი ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

  • D ვიტამინის დეფიციტი
  • K2 ვიტამინის დეფიციტი
  • ოსტეომალაცია განპირობებული D ვიტამინის დეფიციტით, ოსტეოპოროზი
  • მენოპაუზა, ხანდაზმული ასაკი
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები
  • სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (ქოლესტერინის სინთეზის იჰიბიტორები , პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები)

შემადგენლობა

 ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 2000 სე, ვიტამინი K2 (Mk 7- მენაქინონი) - 75 მკგ.

დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, ალუბლის არომატიზატორი (ბუნებრივი), მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ლიმონმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი.

დოზირება

მიიღება როგორც საკვები დანამატი 1 საღეჭი ტაბლეტი 1-ჯერ დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.  

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N30, N90 საღეჭი ტაბლეტი

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ.     

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.