| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Amvilab / ამვილაბი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 90 საღეჭი ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | melatonin |
| დოზა | 3mg |
გამოიყენება ძილის დარღვევებისა და უძილობის დროს.
მელატონინი 3მგ საღეჭი 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
მელატონინის შემცველი საკვები დანამატი, რომელიც ბუნებრივად აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს
მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ორგანიზმის ცირკადულ რითმებს, აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას და ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას. მელატონინი აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას დილით გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას. მელატონინი ამცირებს სტრესით გამოწვეულ შფოთვას, აგზნებადობას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებაზე. მელატონინს აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება, არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.
გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):
· ძილის დარღვევები, უძილობა
· სტრესი, მომატებული ნერვული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
· საათობრივი სარტყლის ცვლილებებით (მოგზაურობა) გამოწვეული ძილის დარღვევები
· ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა
შემადგენლობა:
მელატონინი - 3 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
დოზირება:
1 საღეჭი ტაბლეტი ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ტაბლეტი კარგად უნდა დაიღეჭოს.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით, შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
გამოშვების ფორმა: N30, N90 საღეჭი ტაბლეტი.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
ასევე, იხილეთ: მელატონინი 3მგ 120 ტაბლეტი სოლგარი - Solgar