| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Pure - ფიური |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 60 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | Fe+vit.C |
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
Pure - ფიური რკინა და ვიტამინი C 60 კაფსულა
რკინისა და C ვიტამინის კომბინაცია ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფუნქციონირებას და ენერგიის გამომუშავებას
რკინა ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით.
C ვიტამინი რკინასთან კომბინაციაში აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ათვისებას, არეგულირებს სისხლის შედედების და ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, მონაწილეობს მეტაბოლიზმში, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.
· რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემია
· პოსტოპერაციული ანემია
· რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დისბაქტერიოზი
· ჭარბი მენსტრუაცია
· სისხლის დონორობა
გაძლიერებული მოთხოვნა რკინაზე:
•ორსულობა
• ინტენსიური ზრდის პერიოდი
• ვეგანები და ვეგეტარიანელები
• დიეტა, არაბალანსირებული კვების რაციონი
• ხანდაზმული ასაკი
• ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 175 მგ, რკინა - 15 მგ (რკინის გლიცინატი, რკინის ასპარტატი).
დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა), ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი).
მიიღება 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან.
არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა.
მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.
დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგანური ინგრედიენტებისგან.
References:
1. Guiang III SF, et al. Amer J Physiol. 1997;273(6); 2124-2131.
2. Kamdi SP, Palkar PJ. J Obstet Gynaecol. 2015 Jan;35(1):4-8.