აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მაგნიუმის გლიცინატი 90 კაფსულა ფიური - Pure

#83724_3326
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPure - ფიური
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა90 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაMg
მოკლე აღწერა

 მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, სტრესისადმი რეზისტენტობის დაქვეითება, გუნება-განწყობის დარღვევები (შფოთვა, დეპრესია). გულის რითმის დარღვევა.

105.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

Pure - ფიური მაგნიუმის გლიცინატი 90 კაფსულა

მაღალი აბსორბციის მქონე ორგანული ხელატური ფორმა კარდიომეტაბოლური, ნეიროკოგნიტური, ძვალ-კუნთოვანი სისტემის სიჯანსაღისთვის; დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან;

1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: მაგნიუმი (გლიცინატი) – 120 მგ;

დამატებითი ინგრედიენტები: ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ასკორბილ პალმიტატი

მაგნიუმი მონაწილეობს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმსა და ენერგიის წარმოქმნაში; ხელს უწყობს კარდიოვასკულური სისტემის ჯანსაღ ფუნქციობას; ჩართულია კოგნიტურ და ნეირომუსკულარულ ფუნქციებში; აუმჯობესებს კალციუმის მეტაბოლიზმს და ძვლის მინერალიზაციას; აუმჯობესებს B6, C და E ვიტამინების უტილიზაციას.

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; სტრესისადმი რეზისტენტობის დაქვეითება, გუნება-განწყობის დარღვევები (შფოთვა, დეპრესია). გულის რითმის დარღვევა, მაღალი არტერიული წნევა და გულსისხლძარღვთა სისტემის სხვა პათოლოგიების კომპლექსური მკურნალობა; კიდურების კრამპი; შაკიკისა და დაძაბვის თავის ტკივილი; ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა ორსულობის შეწყვეტის საშიშროება; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიურობა; პრედმენსტრუალური და კლიმაქტერული სიმპტომების პროფილაქტიკა და მკურნალობა (გაღიძიანებადობა, დეპრესია, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი და სხვა); ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება; შაქრიანი დიაბეტის კომპლექსური მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: 18 წლიდან მიიღეთ 1-4 კაფსულა დღეში ჭამის დროს;

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებსა და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებსა და კონსერვანტებს.

დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან;

შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

გამოშვების ფორმა: 90/180 კაფსულა

მწარმოებელი: PureEncapsulations აშშ