აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დოპელჰერც სისტემი - Doppelherz System ომეგა-3 მ/ც.N60

#85105_651
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDoppelherz / დოპელჰერცი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაomega 3
მოკლე აღწერა

იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, ბავშვის ნორმალური ზრდისა და ძვლების განვითარებისთვის.

70.00₾
100.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დოპელჰერცი სისტემი ომეგა-3 საღეჭი გელ-ტაბლეტები

ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის!

• მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით

• დღიური დოზა ორი გელ-ტაბლეტი შეიცავს 180 მგ DHA-ს - ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის 

• საღეჭი გელ-ტაბლეტები მარწყვის და ციტრუსის სასიამოვნო არომატით, არ აქვს თევზის გემო და სუნი

•  მიიღება 4 წლის ასაკიდან

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, განსაკუთრებით DHA და EPA, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ისინი ორგანიზმში არ სინთეზირდება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება საკვებით ან საკვები დანამატებით.

ომეგა-3-ის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყველაზე ეფექტური გზა ცხიმიანი ზღვის თევზის (ორაგული, სკუმბრია, თინუსი, სარდინები)  რეგულარული მიღებაა, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია EPA და DHA-თი და ითვლება ამ გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო ბუნებრივ წყაროდ. 

ბავშვებმა, ისევე როგორც ბევრმა ზრდასრულმა, შესაძლოა ვერ მიიღონ საკმარისი ოდენობის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები საკვებით. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მიკროწყალმცენარეების ზეთსა და თევზის ქონზე დამზადებული დიეტური დანამატების მიღება.

დოპელჰერცი სისტემი ომეგა-3 არამარტო ეფექტურია, არამედ გემრიელიც: ბავშვებისთვის განკუთვნილი ომეგა-3  გემრიელი საღეჭი გელ-ტაბლეტები უყვართ როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს, ამასთან საუკეთესო ალტერნატივაა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შესავსებად.

D ვიტამინი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ზრდისა და განვითარების პერიოდში, რადგან მნიშვნელოვანია ძვლის მეტაბოლიზმისთვის, არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას, ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციას და ზრდის პროცესს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

დოპელჰერცი სისტემი ომეგა-3 საბავშვო რეკომენდებულია:

იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, ბავშვის ნორმალური ზრდისა და ძვლების განვითარებისთვის.

შემადგენლობა:

2 გელ-ტაბლეტი შეიცავს: ომეგა 3 - ის ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები 540 მგ, საიდანაც EPA - 276 მგ, DHA - 180 მგ; ვიტამინი D3 - 400 სე.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დამატებითი ინგრედიენტები: ზღვის თევზის ქონის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კონცენტრატი, დამატკბობელი ქსილიტოლი, წყალი, დამატკბობელი სორბიტოლი, ჟელატინი (ცხოველური), მჟავიანობის რეგულატორი ტრინატრიუმის ციტრატი, ნატურალური არომატიზატორი, მჟავიანობის რეგულატორი ლიმონმჟავა, ანტიოქსიდანტი ასკორბინის მჟავა, საღებავი პაპრიკას ექსტრაქტი, ქოლეკალციფეროლი.

გაფრთხილება:

- არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

- საკვები დანამატია, არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად

დოზირება:

მიიღება 4-5 წლის ასაკის ბავშვებში 1 საღეჭი გელ-ტაბლეტი დღეში,6 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში 2 საღეჭი გელ-ტაბლეტი დღეში.

გამოშვების ფორმა:

№ 60 საღეჭი გელ-ტაბლეტები მარწყვის და ციტრუსის არომატით, არ აქვს თევზის გემო.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Mollers - მიოლერი ომეგა 3 ხილის ჟელე 45 დრაჟე