| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Walmark / ვალმარკი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | omega 3 |
ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა, ლიპიდური ცვლის დარღვევა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები.
ომეგა 3 პრემიუმი
ბიოლოგიუად აქტიური დანამატი
ომეგა 3 პრემიუმი, არის ბალანსირებული კომბინაცია, რომელიც შეიცავს მაღალის ხარისხის თევზის ქონსა და E ვიტამინს.
1 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი 1000მგ (EPA – 18%, DHA 12%); ვიტამინი E – 5 მგ;
ფარმაკოლოგიური მოქმედაბა:
ომეგა-3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმში.
იგი წარმოდგენილია დოკოზაჰექსაენისა (DHA) და ეიკოზაპენტაენის (EPA) მჟავების სახით.
DHA შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას.
ომეგა-3 აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას, ასევე აუმჯობესებს კანის ტროფიკას. დადებითად მოქმედებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში, ხელს უშლის გაცხიმოვნებას. ომეგა-3 აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. ახორციელებს თრომბის წარმოქმნის პრევენციას. უზრუნველყოფს ორგნიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. ომეგა-3 შედის ფოტორეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში, ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას.
ვიტ. E მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ამცირებს ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებასა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს. ვიტ. E დადებით ზეგავლენას ახდენს სისხლძარღვის კედელზე.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა; ლიპიდური ცვლის დარღვევა; საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დაავადებები; მაკულოდისტროფიული პროცესები; დერმატიტები.
1 კაფსულა დღეში ერთხელ წყლის მიყოლებით.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი #30, ფლაკონში. ჟელატინის რბილი კაფსულა პერორალური გამოყენებისთვის
შენახვის წესი: ინახება გრილ, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვალმარკის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Walmark - ვალმარკი