| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Doppelherz / დოპელჰერცი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | omega-3 |
იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, ბავშვის ნორმალური ზრდისა და ძვლების განვითარებისთვის.
დოპელჰერცი სისტემი ომეგა-3 საღეჭი გელ ტაბლეტები
ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის!
• მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით
• დღიური დოზა ორი გელ-ტაბლეტი შეიცავს 180 მგ DHA-ს - ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის
• საღეჭი გელ-ტაბლეტები ლიმონის სასიამოვნო არომატით
• არ აქვს თევზის გემო და სუნი
• მიიღება 4 წლის ასაკიდან
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, განსაკუთრებით DHA და EPA, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ისინი ორგანიზმში არ სინთეზირდება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება საკვებით ან საკვები დანამატებით.
ომეგა-3-ის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყველაზე ეფექტური გზა ცხიმიანი ზღვის თევზის (ორაგული, სკუმბრია, თინუსი, სარდინები) რეგულარული მიღებაა, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია EPA და DHA-თი და ითვლება ამ გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო ბუნებრივ წყაროდ.
ბავშვებმა, ისევე როგორც ბევრმა ზრდასრულმა, შესაძლოა ვერ მიიღონ საკმარისი ოდენობის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები საკვებით. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მიკროწყალმცენარეების ზეთსა და თევზის ქონზე დამზადებული დიეტური დანამატების მიღება.
დოპელჰერცი სისტემი ომეგა-3 არამარტო ეფექტურია, არამედ გემრიელიც: ბავშვებისთვის განკუთვნილი ომეგა-3 გემრიელი საღეჭი გელ-ტაბლეტები უყვართ როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს, ამასთან საუკეთესო ალტერნატივაა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შესავსებად.
დოპელჰერცი სისტემი ომეგა-3 საბავშვო რეკომენდებულია:
იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, ბავშვის ნორმალური ზრდისა და ძვლების განვითარებისთვის.
შემადგენლობა:
2 გელ-ტაბლეტი შეიცავს: ომეგა 3 - ის ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები 540 მგ, საიდანაც EPA - 276 მგ, DHA - 180 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დამატებითი ინგრედიენტები: თევზის ქონი 40%, დამატკბობლები ქსილიტოლი და სორბიტოლი, წყალი, ჟელატინი (ცხოველური), არაბული ფისი, არომატიზატორი, ანტიოქსიდანტი ლიმონმჟავა, საღებავი კაროტინი.
გაფრთხილება:
- არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას
- საკვები დანამატია, არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად
მიიღება 4-5 წლის ასაკის ბავშვებში 1 საღეჭი გელ-ტაბლეტი დღეში,6 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში 2 საღეჭი გელ-ტაბლეტი დღეში.
გამოშვების ფორმა:
№ 60 საღეჭი გელ-ტაბლეტები ლიმონის არომატით, არ აქვს თევზის გემო და სუნი.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 საბავშვო 250მლ