აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა სოლგარი - Solgar

#104683_2153
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSolgar / სოლგარი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა50 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაvitamin E
მოკლე აღწერა
E ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში.
49.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა სოლგარი - Solgar

E ვიტამინი  უნივერსალური ბუნებრივი ანტიოქსიდანტი

1 კაფსულის შემადგენლობა:

E ვიტამინი 67მგ (100 სე) 447% ( დ-ალფა ტოკოფეროლი)

ტოკოფეროლების ნაზავი 6.69მგ (შეიცავს d-ბეტა, d-დელტა და d-გამა  ტოკოფეროლებს)

E ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში.  ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების ხარჯზე იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას. E ვიტამინი ამცირებს კაპილარების განვლადობას და მათი კედლების სიმყიფეს. ასტიმულირებს ცილების, ჰემოგლობინის, მიოგლობინის, კოენზიმ Q10-ის სინთეზს.  აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. E ვიტამინი ნაწილობრივ აკოპენსირებს ესტროგენულ დეფიციტს, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას. ხელს  უშლის  კანის დაბერების პროცესს. აფერხებს თრომბების და ქოლესტერინული ფოლაქების  წარმოქმნას და  უზრუნველყოფს მათ გაწოვას.

რატომ სოლგარის E ვიტამინი ?

• სოლგარის მიერ სპეციალურად შექმნილი სრულყოფილი E ვიტამინის  ფორმულა ( d-ალფა ტოკოფეროლი, d-ბეტა, d-დელტა და d-გამა  ტოკოფეროლები) ბუნებრივი უნივერსალური ანტიოქსიდანტია

• სოლგარის E ვიტამინის ზეთოვანი კაფსულები უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ შეწოვას და ათვისებას ორგანიზმის მიერ 

• მიიღება მხოლოდ 1 კაფსულა დღეში

E ვიტამინის გამოყენება  გინეკოლოგიაში:

• მონაწილეობს ქალის სასქესო უჯრედების სინთეზში

• უზრუნველყოფს  ნაყოფის ჩასახვასა და ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას

• განაპირობებს საკვერცხეების და პლაცენტის ნორმალურ ფუნქციონირებას

• ახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას 

• გამოიყენება ჰისტერექტომიისა და ოვარიექტომიის შემდგომ მკურნალობაში, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიისას, კლიმაქსის სიმპტომურ მკურნალობაში, ენდომეტრიოზის, დისმენორეის დროს და სარძევე ჯირკვლების ფუნქციური მდგომარეობის აღსადგენად (ფიბროზულ–კისტოზური მასტოპათია)

E ვიტამინის გამოყენება ანდროლოგიაში:

• იცავს ტესტოსტერონის მოლეკულებს დაზიანებისაგან

• აუმჯობესებს ჰორმონალურ ფონს

• ააქტიურებს  სისხლის მიმოქცევის პროცესს, რაც უზრუნველყოფს სქესობრივი ფუნქციის გაუმჯობესებას

• დადებით გავლენას ახდენს მამაკაცის ფერტილობასა  და სპერმატოგენეზზე

E ვიტამინის გამოყენება დერმატოლოგიაში:

• წითელი მგლურა

• ბეჭდისებრი გრანულომა

• სკლეროდერმია და სკლეროდაქტილია

• ქრონიკული ატროფიული აკროდერმატიტი

• ატროფიული და სკლეროტული წითელი ბრტყელი ლიქენი

• ელასტიური ფსევდოქსანტომა

• დერმატოსკლეროზი

• დერმატომიოზიტი

• კანის წყლულოვანი დაავადებები

• კანის ატროფიული პროცესები

E ვიტამინი  კანის სილამაზის და ახალგაზრდობის შეუცვლელი კომპონენტი

• ახდენს კანის უჯრედების კვებას და სწრაფ რეგენერაციას, რითაც განპირობებულია გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი 

• იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან

• კვებავს და ატენიანებს  მშრალი ტიპის კანს

დამატებითი ინგრედიენტები: ალისარჩულის ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი.

არ შეიცავს: გლუტენს, ხორბალს, რძის პროდუქტებს, საფუარს, შაქარს, ნატრიუმს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებსა და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება:

ზრდასრულებში მიიღება თითო კაფსულა 1 ან 2-ჯერ დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე რომელიმე მედიკამენტის მიღების, რაიმე სახის ქირურგიული ჩარევის ან  დაავადების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პროდუქტი არ მიიღოთ თუ ფლაკონის შიდა დამცავი საფარი დაზიანებული ან დაკარგულია.

გამოშვების ფორმა: 50 ჟელატინისებური კაფსულა.

მწარმოებელი: სოლგარი აშშ.