აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ექსტრასლიმ მაქს24 60 ტაბლეტი ფორტე ფარმა - Forte Pharma

#105024_3826
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიForte Pharma - ფორტე ფარმა
ბრენდის ქვეყანა მონაკო
რაოდენობა და ფორმა60 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია წონის მართვის პროგრამის ფარგლებში, დაბალანსებულ კვებასთან და ფიზიკური აქტივობასთან ერთად.
57.00₾
95.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ექსტრასლიმ მაქს24 60 ტაბლეტი ფორტე ფარმა - Forte Pharma

24-საათიანი მხარდაჭერა წონის მართვაში!

ფორტე ფარმა ექსტრასლიმ მაქსი 24 განკუთვნილია წონის მართვის პროგრამის ფარგლებში გამოსაყენებლად და საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია დაბალანსებულ კვებასთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად.

ინოვაციური ფორმულა ეფუძნება სამ ძირითად მექანიზმს:

·  ქრონობიოლოგია - ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმების დარეგულირება ოპტიმალური შედეგის მისაღწევად

·  ორშრიანი ტაბლეტის მოქმედება - აქტიური ნივთიერებების ნელი და გახანგრძლივებული გამოთავისუფლება დღისა და ღამის განმავლობაში

·  უნიკალური შემადგენლობა - სპეციალურად შერჩეული ნუტრიენტების კომბინაცია  წონის კლების პროცესის მხარდასაჭერად

ჟოლოს 50%-ით ტიტრირებული ექსტრაქტი მდიდარია ფლავონოიდებით, კეტონებითა და პოლიფენოლებით, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის მხარდაჭერას. ექსტრაქტი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან.

ბაბუაწვერას ექსტრაქტს აქვს კარგად გამოხატული შარდმდენი მოქმედება, რაც ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი სითხის გამოდევნაში. იგი ასევე ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას და ნაღვლის წვენის და მეტაბოლიზმის მხარდაჭერას.

ტკბილი წიწაკის ექსტრაქტი მდიდარია ბეტა-კაროტინით, ვიტამინებით A, C და E, ფლავონოიდებით და კაპსაიცინოიდების აქტიური ფორმებით. ექსტრაქტი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის და ცხიმების წვის მხარდაჭერას, მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

არყის ხის ექსტრაქტი შეიცავს ფლავონოიდებს, საპონინებს და ეთერზეთებს, აქვს კარგად გამოხატული შარდმდენი ეფექტი - ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი სითხის გამოდევნაში.

ფორსკოლინი ხელს უწყობს ცხიმების დაშლას და კუნთოვანი მასის შენარჩუნებას.

ასკოფილუმი წარმოადგენს ზღვის ყავისფერ წყალმცენარეს, რომელიც მდიდარია იოდით, ფუკოიდანით, ფუკოქსანტინით, პოლიფენოლებით, მინერალებითა და ამინომჟავებით. იგი აქტიურად გამოიყენება წონის მართვის, მეტაბოლიზმის გაუმჯობესების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მხარდაჭერის მიზნით.

ფუკუსი, იგივე ზღვის მუხა, არის ყავისფერი წყალმცენარე, რომელიც შეიცავს იოდს, ფუკოიდანს, ალგინატებს და პოლიფენოლებს. ეს ნაერთები ფუკუსს ხდის უნიკალურ ბუნებრივ საშუალებად ცხიმოვანი ცვლის მხარდასაჭერად.

კვლიავის მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბუნებრივ ბოჭკოებს და მცენარეულ ნაერთებს.

სპირულინა არის ციანობაქტერია (ლურჯ-მწვანე წყალმცენარე), რომელიც მდიდარია ცილებით, B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალებით, ქლოროფილით, β-კაროტინითა და ანტიოქსიდანტებით. იგი გამოიყენება იმუნიტეტის, ენერგიის, დეტოქსისა და საერთო ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.

თუთიის ბისგლიცინატი წარმოადგენს თუთიის ხელატურ ფორმას, რომელიც მოლეკულურად შეკავშირებულია ორი გლიცინის ამინომჟავასთან. ეს სტრუქტურა უზრუნველყოფს მის მაღალ ბიოშეღწევადობას, უფრო მეტ ეფექტურობას და ტოლერანტობას კუჭ-ნაწლავის მიმართ.

ქრომი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას და მონაწილეობს მაკრონუტრიენტების ნორმალურ მეტაბოლიზმში.

რეკომენდებულია:

წონის მართვის პროგრამის ფარგლებში, დაბალანსებულ კვებასთან და ფიზიკური აქტივობასთან ერთად.

შემადგენლობა:

ორშრიანი დღის ტაბლეტი (ყავისფერი/ვარდისფერი) შეიცავს: ჟოლოს 50% ტიტრირებული ექტრაქტი - 200 მგ (შეესაბამება 100 მგ ჟოლოს კეტონებს), ბაბუაწვერას ექსტრაქტი - 80 მგ, ტკბილი წიწაკის ექსტრაქტი - 40 მგ (400 მგ მცენარის ეკვივალენტი), არყის ხის ექსტრაქტი - 20 მგ (200 მგ მცენარის ეკვივალენტი), თუთიის ბისგლიცინატი - 1,5 მგ, ქრომის პიკოლინატი - 20 მკგ. ორშრიანი ღამის ტაბლეტი (ყავისფერი/ლურჯი) შეიცავს: ფორსკოლინის 10% ტიტრირებული ექსტრაქტი - 100 მგ, ასკოფილუმის ექსტრაქტი- 100 მგ (400 მგ წყალმცენარის ეკვივალენტი), ფუკუსის ექსტრაქტი - 75 მგ (300 მგ წყალმცენარის ეკვივალენტი), კვლიავის ექსტრაქტი - 50 მგ (300 მგ წყალმცენარის ეკვივალენტი), სპირულინას კონცენტრანტი, თუთიის ბისგლიცინატი - 1,5 მგ, ქრომის პიკოლინატი - 20 მკგ.

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, დიკალციუმის ფოსფატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

დოზირება:

დღის ტაბლეტი მიიღება საუზმის შემდეგ, ღამის ტაბლეტი - ვახშმის შემდეგ 200 მლ წყალთან ერთად. 

გაფრთხილება: 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს (შეიცავს იოდს) მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

უკუჩვენება:  

არ გამოიყენება სალიცილის მჟავაზე ალერგიული რეაქციების შემთხვევაში (არყის ხის შემცველობის გამო), ანტიკოაგულანტების, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების მიღების დროს, გულის დაავადებების დროს. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან, დაცულ ადგილას. 

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: N60 ტაბლეტი.

მწარმოებელი: Forte Pharma laboratoire/ ფორტე ფარმა, მონაკო.

ფრანგული კომპანია ფორტე ფარმა® დაარსდა 1999 წელს ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომელიც შეესაბამება ფარმაცევტულ სტანდარტებს.

დღეს, უკვე 25 წელზე მეტი გამოცდილებით, ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის მეცნიერულად დასაბუთებულ, ინოვაციურ ფორმულებს და აქტიურად თანამშრომლობს წამყვან სამეცნიერო ექსპერტებთან - მათ შორის ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან.

ფორტე ფარმას პროდუქციის ეფექტურობა და ხარისხი დამტკიცებულია მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევებით.