აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

L კარნიტინი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#83204_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაL-carnitine
მოკლე აღწერა

გამოიყენება ორგანიზმის ენერგიით გასამდიდრებლად, წვავს ცხიმებს და ამაღლებს შრომისუნარიანობას და საერთო ტონუსს.

70.40₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

L კარნიტინი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

L კარნიტინი ბუნებრივი ამინომჟავაა, რომელიც ფიზიოლოგიურად გამომუშავდება ორგანიზმში და გვხვდება ყველა ქსოვილში, განსაკუთრებით გულისა და ჩონჩხის კუნთებში, ღვიძლსა და თავის ტვინში. ორგანიზმში გამომუშავდება კარნიტინის დღიური მოთხოვნილების ნაწილი, დანარჩენი შესაძლოა შეივსოს საკვები პროდუქტებით ან საკვები დანამატებით. კარნიტინზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ძლიერი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესული სიტუაციების დროს და სპორტსმენებში.

L კარნიტინის ძირითადი დანიშნულებაა ორგანიზმის გამდიდრება ენერგიით - ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიებში, სადაც მათი დაშლის (β - დაჟანგვა) შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ).

  • ამდიდრებს ორგანიზმს ენერგიით
  • მონაწილეობს ცხიმების მეტაბოლიზმში
  • ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი
  • ამაღლებს შრომისუნარიანობას და საერთო ტონუსს
  • აჩქარებს აღდგენით პროცესებს
  • ზრდის სტრესის მიმართ გამძლეობას
  • აქვს დეტოქსიკაციური, ანტიოქსიდანტური მოქმედება
  • ხელს უწყობს წონის კორექციას

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში)

  • მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, სპორტსმენები
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • ჭარბი წონა, სიმსუქნე სხეულის წონის მართვის და დაბალანსებული დიეტის თანმხლებად)
  • ხანდაზმული ასაკი (ორგანიზმის ენერგეტიკული ბალანსის მხარდაჭერის მიზნით)
  • გადატანილი დაავადების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი

შემადგენლობა

L კარნიტინი - 500 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ბრინჯის ფხვნილი. არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს და კონსერვანტებს.

დოზირება

მიიღება როგორც საკვები დანამატი  6 წლის ასაკიდან 1 კაფსულა 1-3 ჯერ დღეში კვებებს შორის შუალედში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.                                                                                                            

გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

ასევე, იხილეთ: L-კარნიტინი 500მგ 60 ტაბლეტი სოლგარი - Solgar