აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სპირულინა 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#68083_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაspirulina
მოკლე აღწერა

გამოიყენება  იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

45.91₾
65.59₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სპირულინა 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

სპირულინა  წყალმცენარეა, რომელიც მდიდარია ბუნებრივი ნუტრიენტებით. ამვილაბის სპირულინა მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა პირობებში კალიფორნიის ტბებიდან.

სპირულინას შემადგენლობაში შედის:

• ფიკოციანინი - ბუნებრივი პიგმენტი, რომელიც სპირულინას მოლურჯო ფერს აძლევს
• ცილები (70%-ზე მეტი), მათ შორის ყველა აუცილებელი ამინომჟავა
• მცენარეული პიგმენტები: ქლოროფილი, ბეტა-კაროტინი
• ვიტამინები A, E, B ჯგუფის ვიტამინები, მათ შორის ბიოტინი, ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12
• მიკროელემენტები: თუთია, რკინა, იოდი, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, სელენი, სპილენძი
• საკვები ბოჭკოები და ფერმენტები

სპირულინას მოქმედება: 

• აუმჯობესებს იმუნურ სისტემას
• ეხმარება ორგანიზმს მეტაბოლური პროცესების მხარდაჭერაში
• აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას
• ზრდის  ორგანიზმის საერთო ტონუსს
• ხელს უწყობს სხეულის ენერგეტიკული რესურსების აღდგენაში
• ავლენს ანტიოქსიდანტურ თვისებებს

სპირულინა არის მცენარეული ცილის მდიდარი წყარო (დაახლოებით 70%), ამიტომ ხშირად მოიხსენიება როგორც „მწვანე ხორცი. იდეალურია ვეგეტარიანელებისთვის და მათთვის, ვისაც არ შეუძლია ცხოველური წარმოშობის ცილების მიღება. სპირულინას კვებითი ღირებულება მდიდარია ცილებით, ამინომჟავებით და სხვა აუცილებელი ნივთიერებებით.

სპირულინა შეიცავს ფიტონუტრიენტებს, რომლებიც სასარგებლოა უჯრედულ დონეზე და უზრუნველყოფენ ანტიოქსიდანტურ დაცვას.

B ჯგუფის ვიტამინებისა და მაგნიუმის წყალობით, სპირულინა ხელს უწყობს სტრესის, დაღლილობის და უძილობის შემცირებას.

სპირულინა ასევე მდიდარია ამინომჟავებით, რომლებიც მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის პროცესებში და ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.

სპირულინას რეგულარული მიღება ეხმარება ორგანიზმს ენერგიის უკეთ გამოყენებაში და წონის კონტროლის ოპტიმიზაციაში.

სპირულინა შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად და მხარს უჭერს თვალის ჯანმრთელობას და იმუნურ სისტემას.

სპირულინა შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ჯანმრთელობას.

სპირულინა შეიცავს ადვილად ასათვისებელ რკინას და იოდს, რომლებიც მნიშვნელოვანია სისხლში ჰემოგლობინის დონის შენარჩუნებასა და ფიზიოლოგიურ პროცესებში.

სპირულინა ასევე არის ვიტამინების (B ჯგუფი, A, E) და მნიშვნელოვანი მინერალების მდიდარი წყარო, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

მაღალი ცილის შემცველობისა და მეტაბოლიზმის სტიმულაციის გამო, სპირულინა იდეალურია კუნთის მასის შესანარჩუნებლად და ენერგიის აღდგენისთვის სპორტსმენების და ფიტნესით დაკავებული პირებისთვის.

სპირულინა მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით, რომლებიც ხელს უწყობენ კანის აღდგენას, აკნეს და სებორეის შემცირებას, თმის ცვენის შეჩერებას.
შეიცავს ტიროზინს - ამინომჟავას, რომელიც მონაწილეობს კანის ელასტიურობის შენარჩუნებაში.

სპირულინა იდეალურია როგორც ნატურალური დეტოქს საშუალება - შეიცავს ქლოროფილს და ფიკოციანინს, რომლებიც ეხმარებიან ღვიძლს ტოქსინების დამუშავებასა და გამოდევნაში, ბოჭავს მძიმე მეტალებს (როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი) და ხელს უწყობს მათ გამოყოფას.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში)

·        იმუნიტეტის დაქვეითება

·        მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტის შევსება

·        შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი 

·        არასრულფასოვანი კვება, ხშირი დიეტები

·        ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჭარბი წონა

·        საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის მხარდაჭერა

·        თმის, კანის, ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება

·        ზოგადი ჯანმრთელობის მხარდაჭერა

·        ენერგეტიკული დონის ამაღლება

·        რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა

·        ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, სპორტსმენები

შემადგენლობა:

სპირულინა (Arthrospira platensis) - 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ბრინჯის ფქვილი

დოზირება:

მიიღება როგორც საკვები დანამატი 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში ჭამის დროს.

გაფრთხილება: 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებს, გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.  

არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ნივთიერებებს (NON‑GMO), არ შეიცავს გლუტენს  (GLUTEN FREE)

გამოშვების ფორმა:  N60 კაფსულა. 

შენახვის პირობები: ინახება  მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ.                 

იხილეთ ბლოგი: ამვილაბი სპირულინა - საკვები დანამატი ძლიერი იმუნიტეტისთვის

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.