აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ჩიას ზეთი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#68080_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაchia oil
მოკლე აღწერა

ჩია ხასიათდება ანტიოქსიდანტური, იმუნომოდულატორული, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

65.51₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ჩიას ზეთი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

ჩიას ზეთი წარმოადგენს ომეგა -3, 6 და 9 ჯგუფის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ბუნებრივ წყაროს. მისი მაღალი ბიოშეღწევადობა უზრუნველყოფს ორგანიზმის მრავალი სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ჩიას ზეთს ახასიათებს ანტიოქსიდანტური, ანთებისსაწინააღმდეგო, ჰიპოლიპიდემიური და იმუნომოდულატორული მოქმედება. იგი მონაწილეობს უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციაში, აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს და ამცირებს ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონეს.

ჩიას ზეთი ასევე შეიცავს ვიტამინებს A, E, B1, B2, B3, C, K და PP, თუთიას, რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, სელენს, რაც აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

შესაბამისად, ჩიას ზეთი ახდენს პროფილაქტიკურ და დამხმარე თერაპიულ ზემოქმედებას გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, იმუნური, ენდოკრინული და კანის სისტემების გაჯანსაღებაზე.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

· იმუნიტეტის დაქვეითება

· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჭარბი წონა 

· მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება

· კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები (კოლიტი, ყაბზობა, დისბაქტერიოზი)

· შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა, ინსულინრეზისტენტობა  

· ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, სტრესი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

· შრომისუნარიანობის დაქვეითება, ასთენიური სინდრომი 

· კანის დაავადებები, თმის ცვენა, ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება

· თვალის დაავადებები

შემადგენლობა

ჩიას ზეთი (მიღებული ჩიას თესლიდან) - 500 მგ 

შეიცავს 85-95 % შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, სადაც: ომეგა - 3 ლინოლის მჟავა - 58%, ომეგა - 6 ლინოლეის მჟავა - 17%, ომეგა - 9 ოლეინის მჟავა - 6%, პალმიტინის მჟავა - 6%, სტეარინის მჟავა - 3%

დოზირება

1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში ჭამის დროს

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ დღიურ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე  მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

გამოშვების ფორმა:  N30  კაფსულა

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ 

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.