| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | PiLeJe - პილეჟე |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | lactobacillus+bifidobacterium+streptococcus |
ლაქტიბიენ რეფერენსი 30 კაფსულა პილეჟე - Pileje
ნაწლავის მიკროფლორის ბალანსისა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის მხარდასაჭერად, მათ შორის ყაბზობის დროს!
ლაქტიბიენ რეფერენსი არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს 10 მილიარდ ლაქტო და ბიფიდობაქტერიების 4 შტამს, რაც ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის მხარდაჭერას.
ბიფიდო და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისათვის. ორგანიზმში აფერხებენ ტოქსინების, ალერგენებისა და პათოგენების შეწოვას, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და მრავალი ვიტამინის, ჰორმონისა და ნეიროტრანმიტერის სინთეზში (B, C, K, PP, სეროტონინი, დოფამინი, ნორადრენალინი, გაემ (GABA), აცეტილქოლინი, ჰისტამინი...), ხელს უწყობენ ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შეწოვას, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნახშირწყლების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას. არეგულირებენ ნაწლავის PH გარემოს, აუმჯობესებენ პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას. აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენს ტოქსიური ნივთიერებებისა და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას. ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიები, მონაწილეობენ ადგილობრივი და სისტემური იმუნიტეტის ფორმირებაში, ქოლესტერინის, ოქსალატებისა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში
• ყაბზობით მიმდინარე დისბიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
• მეტეორიზმი, ყაბზობა, სპაზმური ტკივილი მუცლის არეში
• დაქვეითებული იმუნიტეტი
• ნაწლავური დისბიოზი
საკვები დანამატის 1 კაფსულა შეიცავს: 10 მილიარდი 4 მიკრობიოტული შტამი (რძემჟავა ფერმენტები) - Bifidobacterium longum LA101; Lactobacillus helveticus LA102; Lactococcus lactis LA103; Streptococcus thermophilus LA104.
დამატებითი ინგრედიენტები: კარტოფილის სახამებელი, დექსტროზა, ვარდკაჭაჭას ფრუქტოოლიგოსაქარიდები, მალტოდექსტრინი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, ტიტანის დიოქსიდს, საღებავებს, კონსერვანტებს.
ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში 1 კაფსულა დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.
მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე, საფრანგეთი.
PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა.
ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.
PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.