აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ავილაკი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#35124_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაlactobacillus+bifidobacterium+inulin
მოკლე აღწერა

ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება.

61.90₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ავილაკი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება

ავილაკი არის სიმბიოტიკი, რომლის შემადგენლობაში შედის 14 მილიარდი ლაქტო და ბიფიდობაქტერიების 5 სხვადასხვა შტამი და პრებიოტიკი ფრუქტოოლიგოსაქარიდი, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას.

ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების  გამრავლებისათვის. მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და ვიტამინების ( B, PP, K, C… )  სინთეზში, ხელს უწყობენ ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შეწოვას, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნახშირწყლების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის,  ქოლესტერინის ცვლას. არეგულირებენ ნაწლავის PH გარემოს, აუმჯობესებენ პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას. ფრუქტოოლიგოსაქარიდი წარმოადგენს პრებიოტიკს - ხელსაყრელ ნიადაგს პრობიოტიკების - ნაწლავის ბაქტერიების გამრავლებისათვის, იგი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და უცვლელი სახით აღწევს წვრილ და მსხვილ ნაწლავში, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აძლიერებს პერისტალტიკას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში) :

· დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა

· დიარეა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა

· გასტროენტერიტი, კოლიტი, ენტერიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, და სხვა.

· ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად განვითარებული დისბაქტერიოზი

· ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია

შემადგენლობა

2 კაფსულა შეიცავს 14 მილიარდ ცოცხალ რძემჟავა ლიოფიზირებულ ბაქტერიას: Lactobacillus acidophilus - 6 მილიარდი, Bifidobacterium longum - 2 მილიარდი, Bifidobacterium bifidum - 2 მილიარდი, Bifidobacterium infantis - 2 მილიარდი, Lactobacillus casei - 2 მილიარდი და ფრუქტოოლიგოსაქარიდს - 300 მგ. 

დოზირება

მიიღება როგორც საკვები დანამატი - 12 წლამდე 1 კაფსულა დღეში, 12 წლის ზემოთ 2 კაფსულა დღეში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

ასევე, იხილეთ: Pileje Lactibiane - პილეჟე ლაქტიბიენ ტოლერანსი 30 კაფსულა