| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Amvilab / ამვილაბი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | ginkgo biloba |
მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა ახალგაზრდა ასაკში,დემენცია.
გინკგო ბილობა 120მგ 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
მცენარეული შემადგენლობის საკვები დანამატი მეხსიერების, კონცენტრაციის, მენტალური, კოგნიტური ფუნქციების გასაუმჯობესებლად და შრომისუნარიანობის ასამაღლებლად.
გინკგო ბილობას ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენ ლაქტონები) ხელს უწყობენ სისხლძარღვის კედლის გამტარობის შემცირებას, ხელს უშლიან თრომბოციტების აგრეგაციას, ამის შედეგად უმჯობესდება მიკროცირკულაცია, ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადით და გლუკოზით მომარაგება. მეტაბოლიზმის რეგულაციის გზით იცავენ უჯრედებს და ქსოვილებს ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული დაზიანებისაგან. გინკგო ბილობა აუმჯობესებს მეხსიერების და კონცენტრაციის უნარს, ახდენს მეხსიერების გაუარესების პრევენციას. კიდურების სისხლით მომარაგების დარღვევისას ამცირებს სიცივის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებას, ტკივილს სიარულისას. გინკგო ბილობა ანტიოქსიდანტური თვისებებიდან გამომდინარე, იცავს უჯრედული მემბრანის ლიპიდებს ოქსიდაციური სტრესისგან, მას გააჩნია ნეიროპროტექტორული ეფექტი, რაც გულისხმობს მის დამცავ ეფექტს ნერვულ უჯრედებზე.
• სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობა), რომელსაც თან ახლავს მენტალური და კოგნიტური დარღვევები: ყურადღების, კონცენტრაციის და მეხსიერების დაქვეითება, ინტელექტუალური შესაძლებლობების დარღვევა.
• დემენცია (მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოხატულიც)
• მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა ახალგაზრდა ასაკში
• პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა, რომელსაც თან ახლავს: ტკივილი მოძრაობის დროს, სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები
• რეინოს სინდრომი.
• ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა და შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია)
• ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია.
• დიაბეტური რეტინოპათია, ანგიოპათია, ნეიროპათია.
გინკგო ბილობას ფოთლის ექსტრაქტი - 120 მგ (გინკგოს ფლავონური გლიკოზიდები 24%, ტერპენ ლაქტონები 6%).
მიიღება როგორც საკვები დანამატი 1 ტაბლეტი 1- ჯერ დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
გაფრთხილება: თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს, მაო-ინჰიბიტორებს, მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირები.
გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.