აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვიტამინი E 400სე 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#83189_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაvit.E
დოზა4000IU
მოკლე აღწერა
გამოიყენება ჰიპო და ავიტამინოზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.
42.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ვიტამინი E 400სე 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

ახალგაზრდობის და სილამაზის ვიტამინი

  • უძლიერესი ანტიოქსიდანტი
  • ამაღლებს იმუნიტეტს
  • ამცირებს გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს
  • აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას
  • ამცირებს უნაყოფობის რისკს
  • ანელებს დაბერების პროცესს

ამვილაბის E ვიტამინი შეიცავს  დ - ალფა ტოკოფეროლის ნატურალურ ფორმას, რომელსაც აქვს მაღალი ბიოშეღწევადობა, ვიდრე E ვიტამინის სინთეზურად მიღებულ ფორმებს. რბილი ზეთოვანი კაფსულა უზრუნველყოფს E ვიტამინის ოპტიმალურ შეწოვას და ათვისებას ორგანიზმის მიერ.

E ვიტამინი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. მონაწილეობს უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბoლოზმში, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობას და კაპილარულ სისხლჩაქცევებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აინჰიბირებს ქოლესტერინის სითეზს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, აფერხებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს.

E ვიტამინი მონაწილეობს ცილების, ჰემოგლობინის, მიოგლობინის, კოენზიმ Q10 - ის სინთეზში, ასტიმულირებს კოლაგენის და ელასტინის სინთეზს, რაც მნიშვნელოვანია თმის, კანისა და ფრჩხილის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ახდენს  კანის უჯრედების რეგენერაციას, იცავს მას გამოშრობისა და გაღიზიანებისგან, ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს, ამცირებს ნაოჭებს, ანელებს დაბერების პროცესს.

E ვიტამინი დადებითად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე, მონაწილეობს სასქესო ჰორმონების სინთეზში, აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას, ახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას, ხელს უწყობს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას, დადებით გავლენას ახდენს მამაკაცის ფერტილობასა და სპერმატოგენეზზე.

E ვიტამინი აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იცავს მიელინის გარსს დაზიანებისგან, ანელებს ტვინის უჯრედების დაბერების პროცესს, ხელს უშლის ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

  • ჰიპო და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებები
  • კუნთოვანი დისტროფია
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • აღდგენითი პერიოდი მძიმე დაავადებების, ტრავმების, ოპერაციის შემდეგ
  • გულ-სისხლძარღთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა  (ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია)
  • ნერვული სისტემის დაავადებების კომპლექსური თერაპია (მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება, ალცჰაიმერის დაავადება)
  • კანის დაავადებები: ეგზემა, დერმატოზი, დერმატიტი, ფსორიაზი
  • დისმენორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა
  • კლიმაქტერული პერიოდი ქალებში
  • სასქესო ჯირკვლების ჰიპოფუნქცია მამაკაცებში
  • სექსუალური ასთენია, უნაყოფობა
  • არასრულფასოვანი, დაუბალანსებელი კვება

შემადგენლობა

E ვიტამინი (დ - ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) - 400 სე.

დოზირება

მიიღება როგორც საკვები დანამატი 1 კაფსულა დღეში კვების დროს, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

ასევე, იხილეთ: ვიტამინი E 400სე 50 კაფსულა სოლგარი - Solgar