აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სანდეველი - Sundevel 400სე სპრეი 20მლ

#102519_3442
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა თურქეთი
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაvitamin D3
მოცულობა20 მლ
მოკლე აღწერა
გამოიყენება ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
31.54₾
35.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სანდეველი 400 (SUNDEWEL 400)

საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინ D3-ს 400 სე სპრეის 

აქტიური ინგრედიენტი (ერთ შესხურებაზე):

ვიტამინი D3 10 მკგ (400 სე)

სხვა ინგრედიენტები:

ზეითუნის ზეთი, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)

მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე:

ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ცნობილია მისი მნიშვნელოვანი როლით ორგანიზმის მიერ კალციუმისა და ფოსფორის შეწოვაში და შენარჩუნებაში. მზის სინათლის ზემოქმედებით ხდება ორგანიზმში D ვიტამინის სინთეზირება წინამორბედიდან, რომელიც მიიღება ქოლესტერინიდან. ადამიანის ორგანიზმმა შეიძლება ასევე მიიღოს D ვიტამინი ზოგიერთი საკვები პროდუქტიდან და დანამატიდან იმისათვის, რომ საჭირო მაჩვენებელზე შეინარჩუნოს მისი დონე სისხლში. D ვიტამინის აქტიური ფორმა მოქმედებს როგორც ჰორმონი, რომლის მოქმედება მიმართულია ისეთ ორგანოებზე, როგორიცაა ნაწლავები, თირკმელები და ძვლები. ნაწლავში D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას, რომლებიც აუცილებელია ძვლების მინერალიზაციისთვის. D ვიტამინი მნიშვნელოვანია ჩონჩხის კუნთების ნორმალური განვითარებისთვის და კუნთის გასაძლიერებლად. ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობაში მისი როლის გარდა, D ვიტამინი ასრულებს რიგ სხვა ფუნქციას, მათ შორის აძლიერებს იმუნურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს. 

ჩვენება:

·   კალციუმის აბსორბციისა და ბალანსის გაუმჯობესება

·   ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება

·   საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება

·   იმუნური სისტემის გაძლიერება

გამოყენების მეთოდი:

რეკომენდებულია 1 შესხურების (3 წვეთის) მიღება ერთხელ დღეში.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა

1 შესხურება=3 წვეთი

NRV%*

ვიტამინი D3

(ქოლეკალციფეროლი, D3 ვიტამინის სახით)

400 სე

(10 მკგ)

200

* NRV: ნუტრიენტის სადღეღამისო რეკომენდებული მნიშვნელობა (Nutrient Reference Value)

ვარგისობის ვადა:

36 თვე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ, სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში.

სიფრთხილის ზომები:

· ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

· საკვები დანამატები არ ცვლის ნორმალურ კვებას.

· ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე დაავადების ან მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

სარეალიზაციო შეფუთვა და შეფუთვის შიგთავსი:

წარმოდგენილია 20 მლ ტევადობის ქარვისფერ მინის ბოთლში პოლიპროპილენის გამფრქვევი დოზატორი-თავსახურით. თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 თავსახურს საწვეთურით საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად. საწვეთურის გამოყენებისას მოხსენით გამფრქვევი დოზატორი-თავსახური ბოთლს და მოარგეთ თავსახური საწვეთურით.

ასევე, იხილეთ:სან D ველი - SanDe Well სპრეი 20მლ