აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ფსილიუმი ტრანზიტი ფხვნილი 290გ გრანიო - Granions

#96310_3773
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიGranions / გრანიო
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერებაpsyllium+apple+oat+vitamin B2
მოკლე აღწერა
ფსილიუმი ტრანზიტი ხელს უწყობს ნაწლავების ბუნებრივ გაწმენდას, დეტოქსიკაციას, ანთებითი პროცესების შემცირებას და ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენას.
80.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ფსილიუმი ტრანზიტი ფხვნილი 290გ გრანიო - Granions

ნაწლავების ბუნებრივი დეტოქსიკაცია

გრანიოს ფსილიუმი არის ბოჭკოებით მდიდარი ფორმულა, რომელიც შეიცავს ფსილიუმის ქერქს (3000 მგ) და მცენარეულ კომპონენტებს, ხელს უწყობს ნაწლავების ბუნებრივ გაწმენდას, დეტოქსიკაციას, ანთებითი პროცესების შემცირებას და ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენას.

· აუმჯობესებს მეტაბოლიზმს

· ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების და შლაკების გამოდევნას

· არეგულირებს სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს

· უზრუნველყოფს პერისტალტიკის სტიმულაციას ზედმეტი გაღიზიანების გარეშე

· აღადგენს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას

· ხელს უწყობს წონაში კლებას

· უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის

· მიიღება 6 წლიდან

ფსილიუმის ბოჭკოებს რომელიც მიიღება მრავალძარღვას თესლისგან, ახასიათებს საფაღარათო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება, ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს ყაბზობის რისკს. ფსილიუმი ანელებს ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავებას. მისი მიღებისას მცირდება ინსულინის სეკრეცია, რადგან გლუკოზა უფრო ნელა აღწევს სისხლში,  არ ხდება ზედმეტი წონის დაგროვება და უმჯობესდება წონაში კლების პროცესი, ამავე დროს ამცირებს შიმშილის გრძნობას. ფსილიუმი წარმოადგენს ძლიერ ენტეროსორბენტს, რომელსაც გამოჰყავს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები. გააჩნია კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის რეგენერაციის უნარი, აღადგენს ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალანსს.

შვრიის ფანტელი მდიდარია ხსნადი და უხსნადი ბოჭკოებით (ბეტა-გლუკანებით), რომელიც არეგულირებს სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს ნაწლავების მოქმედებას, ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შემცირებას და ორგანიზმის დეტოქსიკაციას, რეგულარული გამოყენება ამცირებს ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის რისკს.

ვაშლის ფანტელი მდიდარია ხსნადი ბოჭკოებით (პექტინით) და ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით, არეგულირებს საჭმლის მონელებას და ნაწლავურ მიკროფლორას, ამცირებს სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს წონის კლებას .

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

· ყაბზობა

· დიარეა

· წონის კორექცია

· ქოლესტერინის დონის მომატება

· ნაწლავთა დისბიოზის პრევენცია

· გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

· ინტოქსიკაცია 

· ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი

შემადგენლობა

სადღეღამისო დოზა 5 გ (1 საზომი კოვზი) შეიცავს: ფსილიუმი (Plantago ovata) - 3000 მგ, მათ შორის ბოჭკო 2700 მგ, ვაშლის ფანტელი - 1000 მგ, მათ შორის ბოჭკო - 122 მგ, შვრიის ფანტელი - 958 მგ, ვიტამინი B2 - 14 მგ. ჯამური ბოჭკო - 3780 მგ. 

დოზირება  და გამოყენების წესი

მოზრდილებში მიიღება 5 გ (1 საზომი კოვზი)  დღეში, ბავშვებში 6 -დან 12 წლამდე 2,5 გ (ნახევარი კოვზი)  დღეში, ფხვნილი იხსნება 200 მლ წყალში, ასევე ფხვნილის გახსნა შესაძლებელია ცივ (წყალი, წვენი) ან ცხელ სასმელში ( ჩაი, ყავა, კომპოტი) ან საკვებში. ერთი კოლოფი შეიცავს 58 სადღეღამისო დოზას (მიღების 2 თვიანი პროგრამა). 

გაფრთხილება: არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ გამოიყენება საფაღარათო საშუალებებთან ერთად, რექტალური სისხლდენის, გაუვალობის დროს.არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად

შენახვის პირობები

კოლოფი შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 290 გ ფხვნილი ნეიტრალური გემოთი. არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას.

მწარმოებელი: ლაბორატორია გრანიო/ Granions Laboratoire 

ლაბორატორია გრანიო - ლიდერი ოლიგოთერაპიაში

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია გრანიო 75 წელზე მეტია ქმნის და ავითარებს ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის პროდუქტებს. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა: ინოვაცია, სრულყოფილება, ხარისხი, გამჭვირვალობა და მომსახურების მაღალი სტანდარტი, ფოკუსირებულია მიკროელემენტების დოზირებაზე, მათ ურთიერთქმედებაზე და შეწოვის მექანიზმებზე, რამაც განაპირობა მისი ლიდერობა ოლიგოთერაპიის მიმართულებით. ლაბორატორია გრანიოს პროდუქცია დამზადებულია (GMP) საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის მაღალ დონეს და უსაფრთხოებას.