| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Pure - ფიური |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 60 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | vit.B12 |
ხელს უწყობს ორგანიზმის ძირითადი ფიზიოლოგიური პროცესების შენარჩუნებას, თავის ტვინის, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
Pure - ფიური მეთილკობალამინი 1000მკგ 60 კაფსულა
ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას, ნევროლოგიურ ჯანმრთელობას და ემოციურ კეთილდღეობას
მეთილკობალამინი ვიტამინ B12-ის კოფერმენტი არის ერთადერთი ნეიროაქტიური ფორმა, რომელიც არ საჭიროებს გარდაქმნას, ორგანიზმი მას ითვისებს სწრაფად და სრულად, ის ნერვულ ქსოვილში უფრო აქტიურად გროვდება, ვიდრე B12 ვიტამინის სხვა ფორმები. მაგალითად ციანკობალამინი, რომელიც მეტაბოლიზდება ღვიძლში, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია. მეთილკობალამინის აქტივობა 130-150-ჯერ აღემატება ციანკობალამინის აქტივობას.
მეთილკობალამინი ძალიან მნიშვნელოვანია თავის ტვინის, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, დნმ-ის სინთეზის და სისხლის უჯრედების ფორმირებისთვის, ის აუცილებელია ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ხანდაზმულებში ვიტამინი B12-ის დეფიციტი ასოცირდება კოგნიტური ფუნქციის დაქვეითებასთან, მცირე დეფიციტმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება და ქრონიკული დაღლილობა. მეთილკობალამინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ვეგანების და ვეგეტარიანელებისთვის, რადგან ორგანიზმს შეუძლია ამ ვიტამინის მიღება ცხოველური პროდუქტებისგან.
· ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების, კოგნიტური და ნერვული ფუნქციების განვითარებას
· უზრუნველყოფს ნევროლოგიური ფუნქციისა და ნერვული უჯრედების ჯანმრთელობის მხარდაჭერას
· მოქმედებს როგორც ენერგიის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი კოფაქტორი
· დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: ვიტ. B12 - ის აქტიური ფორმა - მეთილკობალამინი - 1000 მკგ.
დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა), ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი).
მიიღება 1 კაფსულა 1-3 ჯერ დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან.
არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა.
მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.
დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგეტარიანული ინგრედიენტებისგან.
References:
1. Schnyder G, et al. JAMA.2002 Aug 28;288(8):973-9.
2. Yaqub BA, et al.Neurol Neurosurg. 1992;94(2):105-11.
3. van Asselt DZ, et al. J Gerontol A Biol Sci Med Sci.2001 Dec;56(12):M775-9.
4. Huskisson E, et al. J Int Med Res..2007 May-Jun;35(3):277-89.