| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Pure - ფიური |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
ბოსველია 60 კაფსულა ფიური - Pure
კუნთების, სახსრების, კუჭ-ნაწლავის ბუნებრივი მხარდაჭერა!
ფიური/ბოსველია ჰიპოალერგიული, მცენარეული საკვები დანამატია, რომლის აქტიური კომპონენტები ბოსველიის მჟავები - ხელს უწყობენ ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებას.
ფიური®/ბოსველია:
· სახსრების კომფორტის მცენარეული მხარდაჭერა
· ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას
· დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან
ტესტირებულია გამხსნელებზე, პესტიციდებზე, მძიმე მეტალებსა და მიკრობულ დამაბინძურებლებზე, ისევე როგორც ყველა Pure Encapsulations®-ის მცენარეული ექსტრაქტი
ბოსველია სერატას ძირითადი მოქმედება:
ბოსველიას მჟავები ხელს უშლის 5-ლიპოქსიგენაზას სინთეზს, რაც აფერხებს ლეიკოტრიენების წარმოქმნას, ამცირებს ლეიკოციტებისა და მაკროფაგების შეღწევას ხრტილში და სასახსრე სითხეში, რითაც ხელს უწყობს ხრტილის დაზიანების შემცირებას.
ბოსველია ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) დროს.
1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: ბოსველია სერატა - 400 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: ბრინჯის სახამებელი, ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი).
მიიღება 18 წლიდან 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა.
მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.
დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული ვეგანური ინგრედიენტებისგან.
Pure encapsulation® №1 გლობალური ბრენდია ამერიკასა და ევროპაში, რეკომენდებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ. კომპანია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვებ დანამატებს სამეცნიერო კვლევების საფუძველზე.
Pure encapsulation®-ის ყველა ინოვაციური პროდუქტი ვეგეტარიანულ კაფსულებთან ერთად ჰიპოალერგიულია. თითოეული პროდუქტი მუშავდება (SOP)-ის სტანდარტით, რათა თავიდან იქნას აცილებული შემადგენელი ინგრედიენტების ჯვარედინი დაბინძურება. კომპანია არ იყენებს დამატებით საფარებს, უნივერსალურ შემკვრელებს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, ფერებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს, რაც ხელს უშლის ან ამცირებს პროდუქტის კომპონენტების ბიოშეღწევადობას.