| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Granions / გრანიო |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | Mg+vitamin B6 |
მაგნიუმის ციტრატი ფხვნილი 360მგ გრანიო - Granions
მაგნიუმის ციტრატი + ვიტამინი B6 - ენერგეტიკული მეტაბოლიზმის და ნერვული სისტემის მხარდასაჭერად!
გრანიო მაგნიუმის ციტრატი არის საკვები დანამატი ფხვნილის ფორმით, რომელიც შეიცავს მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე მაგნიუმის ციტრატს და ვიტამინ B6-ს.
გრანიო მაგნიუმის ციტრატი - ხელს უწყობს ნერვული სისტემისა და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას, დაღლილობის შემცირებას, მონაწილეობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში, ცილების სინთეზსა და უჯრედების დაყოფის პროცესში, ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ნორმალური მდგომარეობის და ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას.
ვიტამინი B₆ (პირიდოქსინი) - მონაწილეობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში და ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მრავალ ბიოქიმიურ პროცესში. იგი ხელს უწყობს ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ცილების მეტაბოლიზმს და დაღლილობის შემცირებას.
• მაგნიუმზე მომატებული მოთხოვნილების დროს
• ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის პერიოდში
• დაღლილობისა და ენერგიის ნაკლებობის დროს
• ნერვული სისტემისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად
საკვები დანამატის დღიური დოზის (2 საზომი კოვზი/2,3 გ) შეიცავს: მაგნიუმის ციტრატი - 360 მგ, ვიტამინი B6 - 1,4 მგ.
მიიღება 2 საზომი კოვზი დღეში - 1 საზომი კოვზი დილით, 1 საზომი კოვზი შუადღეს ან საღამოს. ფხვნილი უნდა გაიხსნას 200 მლ წყალში, ხილის წვენში ან თქვენთვის სასურველ ცხელ სასმელში (ყავა, ჩაი და სხვ.). ოპტიმალური გახსნისთვის ჯერ ჩაყარეთ ფხვნილი ჭიქაში ან ფინჯანში, შემდეგ დაასხით სასმელი, კარგად მოურიეთ და მალევე მიიღეთ.
სპეციალური მითითება: ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის, ასევე 3 წლის ასაკიდან ბავშვებისა და მოზარდებისთვის მიიღება მხოლოდ 1 საზომი კოვზი დღეში (1,15 გ).
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის განმეორება. ქილა გათვლილია 90 დღიურ ულუფაზე.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. (შენიშვნა: გამჭვირვალე საზომი კოვზი მოთავსებულია ქილის შიგნით, შესაძლოა იყოს ფსკერზე).
ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა ნებისმიერი დანამატის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
ვეგანური ფორმულა. არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.
გამოშვების ფორმა: 210 გ ფხვნილი ნეიტრალური გემოთი. არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას!
მწარმოებელი: ლაბორატორია გრანიო/ Granions Laboratoire - საფრანგეთი.