| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Solgar / სოლგარი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 50 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | L-arginine |
L-არგინინი 500მგ 50 კაფსულა სოლგარი - Solgar
L-არგინინი არაესენციური ამინომჟავაა. იგი ორგანიზმში სინთეზდება, თუმცა სტრესის დროს და 30 წლის ზევით მისი კონცენტრაცია მცირდება. შესაბამისად, მისი საკვები დანამატის სახით მიღების აუცილებლობა დგება. L-არგინინი განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით გვხვდება სპერმატოზოიდების ბირთვის ცილებში. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ამინომჟავის უდიდეს როლს ანდროლოგიაში.
L-არგინინი აზოტის ბუნებრივ გადამტანს წარმოადგენს. იგი ეხმარება ორგანიზმს ნიტროზოჯგუფის, აზოტის ოქსიდის (NO) წარმოქმნაში. შესაბამისად, ამ ამინომჟავას ახასიათებს ძლიერი ვაზოდილატაციური მოქმედება, რისი საშუალებითაც აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას, აფართოვებს კორონარულ და პერიფერიულ სისხლძარღვებს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას. არგინინი მამაკაცებში უზრუნველყოფს ტესტოსტერონის კონცენტრაციისა (გვერდითი მოვლენების გარეშე) და სასქესო ორგანოს სისხლმომარაგების ზრდას, რის შედეგადაც მიიღწევა ხანგრძლივი ერექცია. იგი აუმჯობესებს სპერმის ხარისხს: ზრდის სპერმატოზოიდების სიცოცხლის, მოძრაობის უნარიანობას და კონცენტრაციას. ქალის ორგანიზმში არგინინი ზრდის სისხლის ნაკადს საშვილოსნოში, საკვერცხეებსა და გენიტალიებში. ის ხელს უწყობს ცერვიკალური ლორწოს კონცენტრაციის მატებას და აუმჯობესებს ლიბიდოს. არგინინი ხელსაყრელ გარემოს ქმნის იმპლანტაციისთვის და ხელს უწყობს ფერტილობას 40 წელს გადაცილებულ წყვილში.
L-არგინინი აგრეთვე ხასიათდება დეტოქსიკაციური მოქმედებით. იგი ორგანიზმიდან გამოდევნის აზოტის (ცილების) საბოლოო პროდუქტებს, ამცირებს ამიაკის, შარდოვანას რაოდენობას სისხლში, რაც მნიშვნელოვანია ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში; ეს ამინომჟავა არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს; არგინინი ასტიმულირებს ჰიპოფიზს და ეხმარება ზრდის ჰორმონის გამომუშავებაში; აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციას, ლეიკოციტების რაოდენობის ზრდის ხარჯზე; ახასიათებს გამოხატული ფსიქოტროპული ეფექტი, ზრდის სომატოტროპული ჰორმონების კონცენტრაციას და ამაღლებს გუნება-განწყობას; აძლიერებს ორგანიზმის გამძლეობის უნარსა და კუნთოვან მასას, ხელს უწყობს ბოდიბილდინგს; მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფად შეხორცებას.
L-არგინინის ნაკლებობა ბავშვებში აფერხებს სქესობრივ მომწიფებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სათანადო კონცენტრაციის არსებობა მამრობითი სქესის წარმომადგენლებში, ვინაიდან დეფიციტის დროს ვითარდება უნაყოფობა.
· გინეკოლოგია: უშვილობა, ლიბიდოს დაქვეითება.
· ანდროლოგია, უროლოგია: ერექციული დისფუნქცია.
· ჰეპატოლოგია: ღვიძლის გაცხიმოვნება, ვირუსული და სხვა ქრონიკული დაზიანება; ქოლელითიაზი; ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა; ციროზი.
· კარდიოლოგია: ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება.
· ნეფროლოგია: თირკმლის ქრონიკული დაავადება, თირკმლის უკმარისობა.
L-არგინინი (თავისუფალი ფორმა) – 500მგ.
მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს: გლუტენს, ხორბალს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, ნატრიუმს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.
მიიღება 1 კაფსულა 6-ჯერ დღეში, კვებებს შორის.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე რომელიმე მედიკამენტის მიღების, ან რაიმე დაავადების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქტი არ მიიღოთ თუ ფლაკონის შიდა დამცავი საფარი დაზიანებული ან დაკარგულია.
ვარგისიანობის ვადა ან სერიის ნომერი იხილეთ ფლაკონზე.
გამოშვების ფორმა: 50 მცენარეული კაფსულა.
მწარმოებელი: სოლგარი აშშ.